
მესხი დავით სოფ. ხატისოფლის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. წინამძღვარი. ბოლნისის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.38 ფოტო
საპატრიარქოს უწყებანი N27 14-19 სექტემბერი 2007წ გვ. 8
5 აგვისტოს ბოლნისის ყოვლადწ-მინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) დიაკვნად აკურთხა დავით მესხი. დიაკონი დავითი ბოლნისის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N2 22-28იანვარი 2009წ გვ.4
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ბრძანებით 2009 წლის 15 იანვრიდან:
ბოლნისის ეპარქიის მღვდელმსახური, მღვდელი დავით მესხი დაინიშნა კოჯრის რეზერვისტთა მოიმზადების 1 ბაზაზე სულიერ მოძღვრად და კოჯრის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვრად;
საპატრიარქოს უწყებანი N21 25ივნისი-1ივლისი 2009წ გვ.12
დაჯილდოება
21 ივნისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა ბოლნისის სამღვდელოების წარმომადგენლებს: მღვდელ იაკობ კობიაშვილს, მღვდელ გელასი ლაზარიშვილს, მღვდელ პეტრე კვარაცხელიას, მღვდელ არჩილ ქიტუაშვილს, მღვდელ ვასილ ახვლედიანს და მღვდელ დავით მესხს.
საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2011წ გვ.9
დაჯილდოება
3 ნოემბერს სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამლვდელოება და ბერმონაზვნობა: გამშვენებული ჯვრით: დეკანოზი გიორგი იოსებაშვილი, დეკანოზი აკაკი ჟვანია, დეკანოზი დავით ტურძელაძე, დეკანოზი ზაქარია მესხი, დეკანოზი დამიანე ადამია, დეკანოზი ზურაბ ბუაძე და დეკანოზი მატათა ბერიძე; გამშვენებული ჯვრით -– იღუმენი პავლე (გოგიავა); ' ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით მღვდელ-მონაზონი გიორგი (ჯანელიძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -–- მონაზონი სოფიო (კოხრეიძე).