თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ჯავახიშვილი ელისე (ზურაბი) - მღვდელმონაზონი.
2007 წლის 31 მარტს ბერად აღკვეცა. 1973-2019წწ
31 მარტს მარტყოფის „ღვთაების“ სახელობის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა ბენიამენმა (ბელქანია) ბერად აღკვეცა მორჩილები: ვალერი ცხადაია (სახელად ეწოდა მელქისედეკი), ავთანდილი ბაზაგაშვილი (სახელად ეწოდა ლაზარე), რეზო შალიკაშვილი (სახელად ეწოდა სერაფიმე), ზურაბ ჯავახიშვილი (სახელად ეწოდა ელისე), ალექსანდრე ხოსროშვილი (სახელად ეწოდა დავითი) და ფრიდონ შენგელია (სახელად ეწოდა ანტონი).
ჯავახიშვილი პეტრე მედავითნე 1872წ. საშაბაურო (შაშაბურო, ბოდორნა დუშეთი) ღვთიმშობლის მიძინების/შობის ეკლესია 1876წ. ყელქცეული (გორი) წმიდა გიორგის ეკლესია 1885წ. ჩოჩეთი (კასპი) წმიდა გიორგის ეკლესია
24 იანვარს ხულოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიაში სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიის სტიქაროსანი გიორგი ჯავახიშვილი და სახელად სვიმონი უწოდა.
14 დეკემბერს ხულოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიაში სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძემ) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ სვიმონ ჯავახიშვილს.