თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
სხედან მარცხნიდან: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე გაბუნია (+1967)საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (+1972), დეკანოზი პახუმ ობოლაძე (შემდგომში პროტოპრესვიტერი) (+1982). დგანან: მღვდელი ირაკლი ღონღაძე (+1965), პროტოდიაკონი ამბროსი ახობაძე (+1977), მღვდელი გიორგი ჩაჩუა (შემდგომში დეკანოზი) (+1974). ფოტო გადაღებულია თბილისში 1960-იანი წლების დასაწყისში.
7 ივლისს კეხიჯვრის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, მორჩილი დავით ღონღაძე ამავე სახელობის ტაძარში აღკვეცილ იქნა ბერად (მცირე სქემაში) და სახელად დულე ეწოდა (მოწამე დულე კილიკიელის სახელზე).
12 დეკემბერს მზოვრეთის ათცამეტ ასურელ მამათა სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა (მცირე სქემაში) იმავე მონასტრის მორჩილები: ზურა სარჯველაძე –– სახელად უწოდა იოველი (მთავარანგელოზის სახელზე); ნიკოლოზ ღონღაძე სახელად უწოდა ვარაქიელი (მთავარანგელოზის სახელზე); გიორგი ჯოხაძე -– სახელად უწოდა სერაფიმე (წმ. სერაფიმე საროველის სახელზე).