2015წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია
2025წ. ღვთივგანისვენა არქიმანდრიტი მცხეთა-თბილისის ეპარქია
წულაძე ონოფრე არქიმანდრიტი ალიბეგლოს (ჰერეთი. საინგილო) წმიდა ნინოს ეკლესია. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია 2015წლის მონაცენებით
არქიმანდრიტი ონოფრე დაიკრძალება სამშაბათს, 1 ივლისს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში.
საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.13
ბერად აღკვეცა
18 აგვისტოს მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ამავე მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ბერად აღკვეცა: კრწანისის წმინდა საბა განწმედილის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი რევაზ ნოზაძე — სახელად ეწოდა ანტონი, თბილისის ზღვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი ედიშერ წულაძე — სახელად ეწოდა ონოფრე და მახათის მთის მამათა მონასტრის მორჩილი მამუკა მაისურაძე სახელად ეწოდა იონა.
საპატრიარქოს უწყებანი N37 1-7ნოემბერი 2011წ გვ.12
დაჯილდოება
28 ოქტომბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: მღვდელი მარტინ კახიძე -- ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი ონოფრე (წულაძე) -- ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელი გაბრიელ ბენიაიძე -- ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; მღვდელი ნოე კილაძე -- ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.