სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11816

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ხუხუნაიშვილი სიდონია (ნადეჟდა)  მონაზონი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ხუხუნაიშვილი სიდონია (ნადეჟდა) მონაზონი

2009 წლის 21 მარტს სამონაზვნედ კურთხევა. 1937-2024წწ 

2024წ. ღვთივგანისვენა მონაზონი სამთავრო (მცხეთა) წმიდა ნინოს ეკლესია, დედათა მონასტერი დაკრძ. იქვე

ხუხუნაიშვილი  სიდონია მონაზონი 


2024წ. 12 დეკემბერს ღვთივ განისვენა და ცათა სასუფეველს შეერთო სამთავროს მონასტრის მონოზონი სიდონია (ხუხუნაიშვილი). ერში ღვაწლმოსილმა პედაგოგმა (მცხეთის სკოლაში მათემატიკის მასწავლებელი), რომლის ხელშიც მრავალმა თაობამ გამოიარა, მონოზვნად შედგომა საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში გადაწყვიტა, თუმცა ამის მიუხედავად ენერგიულად განაგრძო სამონასტრო საქმიანობა. თავისი პროფესიიდან გამომდინარე განსაკუთრებით უყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა და მათთან საუბარი, ამიტომ დიდი პასუხისმგებლოებით ასრულებდა მონასტრის მუზეუმში გიდის მორჩილებას. ხშირად გადაუღიათ ფილმებშიც, სადაც სამთავროს მონასტრის ისტორიისა და აქ მოღვაწე წმიდანების შესახებ საუბრობდა.

დიდად გაიხარა, როდესაც მონოზვნად აღკვეცისას სიდონია უწოდეს. ამბობდა: ისიც მცხეთელი იყო და ამიერიდან, მეც სიდონია მცხეთელი დამიძახეთო. ბოლომდე გონებამახვილ, კულტურულ, საზრიან ადამიანად დარჩა. ღმერთმა გაანათლოს მისი უკდავი სული და საკმევლად გააყოლოს სიკეთეები, რაც ამ ქვეყნად უკეთებია. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი. ამინ.

სამთავროს მოანსტრის კრებული


გვარჯალაძე  (ხუხუნაიშვილი)  სიდონია (ნადეჟდა) 1937-2024წწ მონაზონი  მოღვ. სამთავრო (მცხეთა)

2024წ. 12 დეკემბერს ღვთივ განისვენა და ცათა სასუფეველს შეერთო სამთავროს მონასტრის მონოზონი სიდონია (ხუხუნაიშვილი). ერში ღვაწლმოსილმა პედაგოგმა (მცხეთის სკოლაში მათემატიკის მასწავლებელი)

საპატრიარქოს უწყებანი N11 26მარტი-2აპრილი 2009წ გვ.7

აღკვეცა

21 მარტს, ჯვართამაღლების სადღესასწაულო

ლოცვაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სამთავროს დედათა მონასტერში არქიმანდრიტმა ლაზარემ (გაგნიძემ) სამონაზვნეებად და მორჩილებად აკურთხა მონასტრის მკვიდრნი; სამონაზვნეებად აკურთხა:

მორჩილი ასმათ ასათიანი — უწოდა სამონაზვნე მარიამი,

მორჩილი ვერონიკა არჩვაძე — უწოდა სამონაზვნე მაკრინე,

მორჩილი აგრაფინა მეფარიძე — უწოდა სამონაზვნე მართა,

მორჩილი ნინო სირბილაძე — უწოდა სამონაზვნე მელანია,

მორჩილი შორენა პაპავა — უწოდა სამონაზვნე თეოდულა,

მორჩილი ნადეჟდა ხუხუნაიშვილი — უწოდა სამონაზვნე მინადორა,

მორჩილი გულნარა ძაგანია — უწოდა სამონაზვნე პელაგია,

მორჩილი სოფიო გურული — უწოდა სამონაზვნე ევფროსინე,

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.