სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11859

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბუჩუკური  დავითი (გურამი) არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ბუჩუკური დავითი (გურამი) არქიმანდრიტი

1933-1995წწ საპატრიარქოს გერბის ავტორი



საპატრიარქოს არქივში დაცულია მრავალი საინტერესო სამუშაო ვარიანტი, რომლებიც გერბის შექმნის პროცესში მზადდებოდა. თითოეულის წამყვანი თემა წმინდაგიორგია. გერბის ესკიზზე მუშაობდნენ ალექსანდრე სარჩიმელიძე, ემირ ბურჯანაძე, ჯემალ ლოლუა, ელგუჯა ამაშუკელი, გურამ ბუჩუკური, ელგუჯა ბერძენიშვილი (საქართველოს საპატრიარქოს არქივი. საქაღალდე №1676. დოკუმენტი №10646. თემა №106, №19). მხატვართა ჯგუფი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კონსულტაცით ხელმძღვანელობდა. მხატვრებს თავიდანვე კონკრეტული ამოცანა ჰქონდათ, ჰერალდიკური კომპოზიციის მთავარი ფიგურა დიდმოწამე მხედარი უნდა ყოფილიყო.



მრავალი ნამუშევრიდან საპატრიარქოს სამხატვრო საბჭომ აირჩია ესკიზი, რომლის ავტორი იყო გურამ ბუჩუკური. გურამ ბუჩუკური (1933-1986 წწ.) 1952-58 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მისი პედაგოგი, თეიმურაზ ყუბანეიშვილთან ერთად, იყო იოსებ შარლემანი. 1958-63 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” დეკორატორად, მულტიპლიკატორად, მთავარ მხატვრად. მისი ინიციატივით 1961 წელს კინოსტუდიაში დაიწყო დიაფილმების წარმოება. 1963-80 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამ- ხატვრო აკადემიაში უფროს მასწავლებლად. ასწავლიდა საგნებს: შრიფტი, კომპოზიცია, ქსილოგრაფია, ოფორტი, ლინოგრავიურა. აქტიური მონაწილეობა მიიღო ახალი კათედრის სამრეწველო გრაფიკის — ჩამოყალიბების საქმეში.


1982 წლის იანვარში აკურთხეს დიაკვნად, ორი თვის შემმღვდლად და მიანიჭეს მღვდელ-მონაზონის წოდება. ამავე დროს მუშაობა დაიწყო საქართველოს საპატრიარქოში მხატვარ-რესტავრატორად, ხუთი თვის შემდეგ კი, 1982 წლის 28 აგვისტოს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებით, საქართველოს ეკლესიაში თავდადებული სამსახურისათვის, საპატრიარქოს სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე მღვდელ-მონაზონი დავითი (ბუჩუკური) აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1984 წლის იანვარში კი არქიმანდრიტის ხარისხში (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, თემა №11, დოკუმენტი №11223, ფურც. 8, 16-20).


დაკრძალულია წყნეთის სამოქალაქო სასაფლაოზე მშობლების გვერდით.

ალექსი ბუჩუკური იყო საქართველოში მეხილეობის ფუძემდებელი.

ინფორმაცია მოგვაწოდა ლევან ბუჩუკურმა

ბუჩუკური - გვარის 8 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ბუჩუკური  დავითი (გურამი) არქიმანდრიტი
ბუჩუკური დავითი (გურამი) - არქიმანდრიტი.

1933-1995წწ საპატრიარქოს გერბის ავტორი

სრულად ნახვა
ბუჩუკური  ლუკა (ზურაბ) დეკანოზი
ბუჩუკური ლუკა (ზურაბ) - დეკანოზი. 2010 წლის 21 მარტს დიაკვნად ხელდასხმა. 2011 წლის მღვდლად ხელდასხმა. იმსახურებს: ვარკეთილის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიაში.

2014წ. მდგომარეობით დეკანოზი მცხეთა-თბილისის ეპარქია

სრულად ნახვა
ბუჩუკური ლაზარე - მღვდელი. საგარეჯოში წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრე და პავლეს სახელობის ტაძარი

2025წ. მდგომარეობით მღვდელი საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპარქია

სრულად ნახვა
ბუჩუკური თევდორე - მედავითნე.

1895წ. მედავითნე ჩირიკი (დუშეთი) ღვთიმშობლის ეკლესია

სრულად ნახვა
ბუჩუკური მათე ხიზანას ძე - მღვდელი.

1887წ. მღვდელი ლაკათხევი (დუშეთი) წმიდა თომას ეკლესია

სრულად ნახვა
ბუჩუკური გრიგოლ გივის ძე - მედავითნე.

1890-1918წ. მედავითნე ჩირიკი (დუშეთი) ღვთიმშობლის ეკლესია

1891წ. მედავითნე ფასანაური (დუშეთი) პეტრე პავლეს ეკლესია

1897წ. მედავითნე ლაკათხევი (დუშეთი) წმიდა თომას ეკლესია

სრულად ნახვა
ბუჩუკური ელენე - მონაზონი.

2008წ. მდგომარეობით მონაზონი მცხეთა-თბილისის ეპარქია

სრულად ნახვა
ბუჩუკური ევპრაქსია  მონაზონი
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.