თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
პაიკიძე მაქსიმე - დეკანოზი.
2007 წლის 13 დეკემბერს, ერთგული სამსახურისათვის ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა: წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მისი 60 წლითავთან დაკავშირებით.
13 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა: წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მღვდელ მაქსიმე პაიკიძეს, მისი 60 წლითავთან დაკავშირებით; კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს მღვდელ მიქაელ კაპანაძეს, წმინდა ილია თეზბიტელის ტაძრის წინამძღვარს, მღვდელ ნიკოლოზ ჩიტიას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელ გიორგი გარდიშიანი, დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში.
პაიკიძე გაბრიელი - დეკანოზი.
2012 წლის 06 სექტემბერს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; რაჭისუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი.
6 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ბოლნისის ეპარქიაში მოღვაწე სამღვდელოება: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით: მუხნარის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი შიო (არჯევანიძე); დისველის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, სქემმლვდელ-მონაზონი ანდრია (ნინუა); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ნიკოლოზ გაბიძაშვილი; ქვეშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი მიქაელ დურგლიშვილი; რაჭისუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გაბრიელ პაიკიძე.