თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
8 აპრილს ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა იმავე მონასტრის მორჩილები: ლევან იაშვილი –– სახელად უწოდა ლაზარე; ზურაბ სულაბერიძე -–– სახელად უწოდა ბასილი; ნიკოლოზ სიგუა სახელად უწოდა გაბრიელი.
მღვლად კურთხევის შემდეგ დავითი განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო სიღნაღის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი და ეპარქიალური სასწავლებლის საბჭოს თავმჯდომარე. 1912 წლის თბილისში, ავლაბრის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინაძღვრად გადაიყვანეს. მალე მას დეკანოზის წოდება მიენიჭა. უნდა აღინიშნოს რომ რომ ავლაბრის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში მამა დავითის გვერდით მეორე მღვდელი რუსული წარმოშობის მოძღვარი მსახურებდა და მრევლიც დიდძალი ჰყავდა. ისინი ძლიერ ავიწროებდნენ ქართულ სამრევლოს და მამა დავითსაც ბევრჯერ შეურაცხყოფაც მიაყენეს. როდესაც აღსდგა საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიისარ ცნობდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას და ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი ძველი პრივილეგიები ჩვენ ეკლესიაში.
ერთ დღეს დილით ეკლესიაში მისული მამა დავითი რუსმა მრევლმა ტაძარში არ შეუშვა. ამის შესახებ წერდა გაზეთი ,,საქართველო“ (1917 წლის თავის ერთ–ერთ ნომერში): ,,კვირას, თიბათვის 18–ს საღამოთი დეკანოზ დავით იაშვილთან მივიდა დეპუტაცია შვიდი კაცისგან და ავლაბრის წმიდა მარინესა და მთავარანგელოზის ქართველ მრევლთა კრების დადგენილების თანახმად მხურვალე თანაგრძნობა გამოუცხადა იმ ინციდენტების და უსიამოვნების გამო, რომლებიც მას ამ ბოლო დროს გადახდა თავს. ამ დღეს დილით მთავარანგელოზის ეკლესიაში მწირველი იყო ახლად დანიშნული რუსის მღვდელი. ქართველი მრევლის თხოვნით დეკანოზი დავითიც სამწირველოში შეიმოსა, რომ რუსის მღვდელთან ერთად ეწირნა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ნება არ დართო....
დიდი უსიამოვნება ჩამოვარდა წირვის დამთავრების შემდეგ ქართველ და რუს მრევლთა შორის იმის შესახებ, ვის უნდა ჩაბარებოდა ეკლესიის გასაღები. მოწვეულ იქმნა ადგილობრივი კომისარი, რომელმაც ორივე მხრის თანხმობით საყდრის გასაღები ნეიტრალურ პირს გადასცა, ვიდრე საყდრის საკითხი გადაწყდებოდეს, საყდარი დაკეტილი იქნება“. ამ დაპირისპირებამ კიდევ რამოდენიმე თვე გასტანა და საბოლოოდ მამა დავითის მტკიცე ქმედებების შედეგად ტაძარი ისევ ქართველებს დარჩათ.
თბილისის პირველ საავადმყოფოში მამა დავითმა 1934 წლამდე იმუშავა. 1934–48 წლებში იგი თვალის დისპანსერში საქმის მწარმოებლად და ბუღალტრად მუშაობდა.1949 წლის 30 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა კალისტრატემ კვლავ აღადგინა მღვდლის ხარისხში და თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1952 წლის 14 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიაქმა მელქისედეკ III–მ ბერად აღკვეცა და სახელად დიმიტრი უწოდა. მეორე დღეს ნინოწმიდელ ეპისკოპოსად დაასხა ხელი და კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაინიშნა. 1953 წლიდან მასვე დაევალა ბოდბის ეპარქიის მართვა–გამგეობა. 1957–58 წლებში ალავერდის ეპარქიასაც განაგებდა. 1958 წელს ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისთვის მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. მიტროპოლიტი დიმიტრი (დავით იაშვილი) 1961 წლის 22 ივლისს გარდაიცვალა და თავისი ანდერძის თანახმად, თბილისის წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში იქნა დაკრძალული.
იაშვილი ბენიამინი (ბესარიონი) - ბერი.
ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი
1945 წლის 28 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მიერ შედგენილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ განაცხადში ურბნისის ეპარქიაში მსახურობდნენ შემდეგი სასულიერო პირები და მოქმედებდა სამი ეკლესია. აი ისინიც: ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ეკლესია (არ დახურულა) -–- მღვდელი დავით ბუზიაშვილი, მედავითნე გიორგი იაშვილი. ამ ეკლესიაზე მიწერილი იყო -- დეკანოზი გიორგი ბიბილური (გორი), მღვდელი ლაზარე კოჟორაძე (ქვაბისხევი, ბორჯომის რაიონი), მღვდელი რაჟდენ ციცქიშვილი (მოხისი, ქარელის რაიონი), მღვდელი ალექსი ჩიტაძე (ახალციხე), მღვდელი მოსე ჩოხელი (ჭვარები, გორის რაიონი), მღვდელი გიორგი ინანიშვილი (ალევი, გორის რაიონი). თაგვეთის წმინდა გიორგის (ქაშვეთის) სახელობის ეკლესია (გაიხსნა 1944 წელს) -- მღვდელი გრიგოლ იაშვილი. ცხინვალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (გაიხსნა 1945 წელს) დეკანოზი იოანე ოდიშვილი. 1946 წელს მოქმედ ეკლესიებს კიდევ ორი ტაძარი შეემატა: ატოცის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მღვდელი გრიგოლ ზაბახიძე, მედავითნე ვასილ ღვთისავარიშვილი. სურამ-იტრიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია -- მღვდელი ლაზარე კოჟორაძე, მედავითნე მალაქია ლომიძე. მიუხედავად უმძიმესი და უსაშინლესი წლებისა, კათოლიკოს-პატრიარქებმა და წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებისა და მრევლის თანადგომით შეძლეს და გადაარჩინეს ქართული ეკლესია, რომლის აღორძინებისა და განახლების მომსწრენიც ვართ დღეს.
იაშვილი გიორგი მღვდელი 1903წ. შატილი (დუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია 1884წ. მედავითნე, მეჯვრისხევი პატარა (გორი) ღვთიმშობლის ეკლესია 1892წ. მთავარდიაკონი, ჭალა (კასპი) ღთვიმშობლის მიძინების ეკლესია 1891წ. მთავარდიაკონი ბეკამი (ხაშური) ილია წინასწარმეტყველის ეკლესია
იაშვილი გრიგოლ მღვდელი 1907წ. გომი (კასპი) ნათლისმცემლის ეკლესია 1894წ. მედავითნე დოესი (კასპი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია 1898წ. მედავითნე 1916-1921წ მღვდელი მეტეხი (კასპი) ღვთიმშობლის მიცვალების (მიძნების) ეკლესია