სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11816

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ბენიძე არსენ მღვდელი

2014 წლის 9 ოქტომბერს, დაინიშნა ახლადნაკურთხი ახალსოფლის (ქარელი) ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარძრის წინამძღვრად; 2014 წლის 25 ოქტომბერს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით;

2014წ. მდგომარეობით მღვდელი რუისისა და ურბნისის ეპარქია

ტაძრის კურთხევა
9 ოქტომბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ. ახალსოფლის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი არსენ ბენიძე დაინიშნა.

დაჯილდოება
25 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -– აბისის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი რაჟდენი (აბუაშვილი); მიტრით –- რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ბერელაშვილი; ბებნისის წმ. თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დიმიტრი ბიხანაშვილი; ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ტურძელაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -–– ცერონისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ კიკნაძე; რუისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი,  მღვდელი ლუკა ხუნდაძე; ახალსოფლის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი არსენ ბენიძე.
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.