კობახიძე გაბრიელ დეკანოზი, წინამძღოლი: ჭელიშის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი (სავარაუდოდ X-XI სს.) 2005წ. ნიკოწმინდის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.47დეკანოზი გაბრიელ კობახიძე

1997 წელს მღვდლად მაკურთხეს ნიკორწმინდის ეკლესიაში. მაშინ 40 წლის ვიყავი. 15 წელი ვიმსახურე მშობლიურ რაჭაში მღვდლად. 2012 წელს მთხოვეს სამთავროს დედათა მონასტერში გადმოსვლა. თითქმის ათი წელია სამთავროს მღვდელმსახური ვარ. ამ პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე გავხდი. მათ შორის უმნიშვნელოვანესი გახლდათ წმიდა გაბრიელ ბერის კანონიზაცია და მისი წმინდა ნაწილების აღმოყვანება.
ყველაფრისთვის მადლობელი ვარ ღმერთისა და ადამიანების წინაშე...
დეკანოზ გაბრიელ კობახიძის ქადაგებიდან: „მთავარია სიმშვიდე. თუ ადამიანი მშვიდად იქნება, ყველაფერი მიეცემა. თქვენი სიმშვიდის ყველაზე დიდი გარანტი არის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხატი, რომელიც დასვენებულია ათონის წმინდა მინაზე.
განსაკუთრებით გვეიმედება ქართველებს, რომ იქ, X საუკუნეში, ივერიის წმინდა მონასტერში, რომელიც უძველესი სავანეა ჩვენი, ამ ხატმა დაიდო ბინა.
ცნობილია ამ ხატის ისტორია: ზღვით ნამოგზაურები, მახვილით ნაგმირი... და ბოლოს, ხატმა ის ადგილი ნახა, ივერიის მონასტრის კარიბჭე. ხატი დღესაც იმ ადგილასაა დაბრძანებული, როგორც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის მაუწყებელი... დღესაც იქ ყველა მონასტრიდან აგზავნიან ბერებს, რომ ნახონ, როგორ ბრძანდება ივერიის ღვთისმშობელი. ის კარგად არის, ის მშვიდად არის... ეს იმას ნიშნავს, რომ ამქვეყანაზე სიმშვიდეა, ჯერ არ არის დიდი შფოთი დამდგარი.
აქ, სამთავროს მონასტერში დავანებულია ჩვენი ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი, რომელიც 1912 წელს დაწერეს ათონის ბერებმა საქართველოში გამოსაგზავნად. ის დღეს სახელდებულია, როგორც სამ- თავროს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი და ჩვენ ამ დიდი სიწმინდის ნაწილნი და თანაზიარნი ვხდებით.“


ფოტო გამოგვიგზავნა მამისაშვილი მელანია (თამარი) მონაზონი