ტაძრის წინამძღვარია მღვდელი ბიქტორ ბარბაქაძე. დაბადებული 1890 წელს. დამთავრებული აქვს თბილისის სასულიერო სასწავლებელი. დიაკვნად ნაკურთხია 1925 წელს. მღვდლად ხელდასხულია 1926 წლის 27 იანვარს. არავითარი ჯილდო არ მიუღია. მედავითნე არ ჰყავს. 2) ქსოვრისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (ზედ მიწერილი სოფელი ილტოზა, დაშორებული მთავარ ტაძარს 4 ვერსით) ილტოზაში არ არის ეკლესია. მთავარი სამრევლო ეკლესია შენებულია 1712 წელს. ნაშენებია ქვითკირით, კრამიტით დახურული, წმ. ტრაპეზი და კანკელი დაცულია წესიერად. ტაძარში წყალი არ ჩამოდის. მთავარი სამრევლო შედგება 130 კომლისაგან. ილტოზაში 30 კომლია. მრევლი სულ ქართველებია. წირვა-ლოცვა სრულდება მთავარ სამრევლოში. ოდიკი ახალია. წმიდა სანთელს ყიდულობენ თბილისის საეპარქიო ქარხანაში. 1927 წელს შეიძინეს 12 გირვანქამდე. შემოსავალი იყო სანთლის ოპერაციიდან 110 მანეთი. გასავალი 100 მანეთი. სანთელი დაგვრჩა 10 გირვანქა.
ბარბაქაძე - გვარის 21 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ბარბაქაძე გაბრიელი (პაატა) - მღვდელი (კაპელანი).
2011 წლის 13 ნოემბერს დიაკვნად კურთხევა. 2013 წლის 19 აგვვისტოს მღვდლად ხელდასხმა. 2025 წლის 27 აპრილს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში;
13 ნოემბერს მუხათგვერდის ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკონ მიქაელ მეკრავიშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი პაატა ბარბაქაძე და სახელად გაბრიელი უწოდა.
19 აგვისტოს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან გაბრიელ ბარბაქაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტი ნიკოლოზ მაისურაძე. დიაკვანი ნიკოლოზი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
ტაძრის წინამძღვარია მღვდელი ბიქტორ ბარბაქაძე. დაბადებული 1890 წელს. დამთავრებული აქვს თბილისის სასულიერო სასწავლებელი. დიაკვნად ნაკურთხია 1925 წელს. მღვდლად ხელდასხულია 1926 წლის 27 იანვარს. არავითარი ჯილდო არ მიუღია. მედავითნე არ ჰყავს. 2) ქსოვრისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (ზედ მიწერილი სოფელი ილტოზა, დაშორებული მთავარ ტაძარს 4 ვერსით) ილტოზაში არ არის ეკლესია. მთავარი სამრევლო ეკლესია შენებულია 1712 წელს. ნაშენებია ქვითკირით, კრამიტით დახურული, წმ. ტრაპეზი და კანკელი დაცულია წესიერად. ტაძარში წყალი არ ჩამოდის. მთავარი სამრევლო შედგება 130 კომლისაგან. ილტოზაში 30 კომლია. მრევლი სულ ქართველებია. წირვა-ლოცვა სრულდება მთავარ სამრევლოში. ოდიკი ახალია. წმიდა სანთელს ყიდულობენ თბილისის საეპარქიო ქარხანაში. 1927 წელს შეიძინეს 12 გირვანქამდე. შემოსავალი იყო სანთლის ოპერაციიდან 110 მანეთი. გასავალი 100 მანეთი. სანთელი დაგვრჩა 10 გირვანქა.
ბარბაქაძე გიორგი მედავითნე 1905წ. ბროლოსანი (ხაშური) წმიდა გიორგის ეკლესია 1899წ. დუმაცხო (ხაშური) კვირიკე და ვივლიტას ეკლესია 1913წ. ნაბახტევი (ალის თემი, ხაშური) ნათლიმცემლის ეკლესია 1884, 1885წ. ულუმბო (ხაშური) ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია