სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12010

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სალუქვაძე არსენ ლაზარეს ძე  დიაკვანი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

სალუქვაძე არსენ ლაზარეს ძე დიაკვანი

დაბ. ლიხაური (ოზურგეთი) 1851-1953წწ. გარდ. 102 წლის. დაკრძ. აჭის წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში;

წმინდა თამარის ჯვრის გადარჩენა დიაკვან არსენ სალუქვაძის დამსახურებაა 

29.10.2015

"ეს ჯვარი დიდი საფრთხის წინაშეა. მოუფრთხილდით და შეინახეთ, ყურადღება მიადევნეთ აჭის ეკლესიას და როცა იქ მონასტრული ცხოვრება დაიწყება მხოლოდ მაშინ დააბრუნეთ ჯვარიო", -ეს ანდერძად ნათქვამი სიტყვები აჭის წმინდა გიორგის ტაძრის ბოლო დიაკვანს, არსენ სალუქვაძეს ეკუთვნის. მონასტერს ესტუმრა მამა არსენის შთამომავალი, ბატონი გიორგი სალუქვაძე და მოახსენა დიდი ბაბუის ანდერძი. შთამომავლობას ამ ჯვრის მნიშვნელობა და სიძველე არ სცოდნია, მაგრამ ღირსეულად შეასრულეს წინაპრის ანდერძი და ჯვარი მონასტრის გახსნის შემდეგ დაუბრუნეს თავის სამყოფელს.


დიაკვანი არსენ ლაზარეს ძე სალუქვაძე 1848 წელს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურის თემში დაიბადა. ის იყო ლაზარესა და აღათი სალუქვაძეების 9 შვილიანი ოჯახის უფროსი ვაჟი. ჰყავდა ერთი და - სოფიო და შვიდი ძმა: ჯარისმანი, ნიკოლოზი, ანტონი, ვარლამი, რომანოზი, იაკობი და კონსტანტინე. ეს უკანასკენლი სასულიერო პირი იყო. თურმე არსენ სალუქვაძე განსაკუთრებულად ეპყრობოდა აჭის ჯვარს. ის დიდმორწმუნე, სათნო და კეთილი კაცი ყოფილა. იმის შიშით, რომ ეჭვი არ შეეტანათ იმაში, რომ ჯვარი არსენს ჰქონოდა, სამოსელი გაუხდია და ოჯახით სოფელ აჭიდან სოფელ ბოხვაურში გადასახლებულა. ის მოთმინებით იტანდა თავს დატეხილ მრავალ განსაცდელს. შთამომავლობა ამბობს, რომ: "ბაბუა არსენი ამ ჯვარს ამოიდებდა უბეში, არც საჭმელს წაიღებდა არც სასმელს. ვიცოდით ტყისკენ რომ მიდიოდა. ხან ერთ კვირას, ხანაც მეტს დააყოვნებდა და მერე ისევ სახლში ბრუნდებოდა". მას წინასწარ უთქვამს თავისი ამ ქვეყნიდან გასვლა. ლოცვები წაუკითხავს, ოჯახის წევრები ოთახიდან გაუშვია, ტახტზე დაწოლილა, ხელები გულზე დაუწყვია და თავისი ნატანჯი სული შეუვედრებია უფილისათვის. ეს მოხდა 1953 წლის 5 მარტს. მაშინ არსენ სალუქვაძე 102 წლის იყო. ის დაკრძალულია აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეზოში.


სალუქვაძე - გვარის 7 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

სალუქვაძე არსენ ლაზარეს ძე  დიაკვანი
სალუქვაძე არსენ ლაზარეს ძე - დიაკვანი. დაბ. ლიხაური (ოზურგეთი) 1851-1953წწ. გარდ. 102 წლის. დაკრძ. აჭის წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში; სრულად ნახვა
სალუქვაძე გიორგი - მედავითნე.

სალუქვაძე  მათე მღვდელმონაზონი XVII-XVIII საუკუნე


სრულად ნახვა
სალუქვაძე დავითი - მღვდელი. სრულად ნახვა
სალუქვაძე იოვანე - მღვდელი. სრულად ნახვა
სალუქვაძე ლაზარე - მედავითნე. სრულად ნახვა
სალუქვაძე გიორგი ოტიას ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.