სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ზუბალაშვილი გიორგი მღვდელი

1700-იანი

ვახტანგ მე 6--ის დროის მოღვაწე მღვდელი გიორგი, სარწმუნოებით მართლმადიდებელი, მწიგნობარი და ქართული სტამბის გახსნის მონაწილე იყო. შემდეგში ვახტანგს გაჰყვა რუსეთში.


მცირე ისტორია ზუბალაშვოლებზე.

ზუბალაშვილები – ქართველი მრეწველები და ვაჭრები. მათი წარმომადგენლები ქართულ საისტორიო საბუთებში ჴჳჲჲს. 80-იანი წლებიდან გვხვდებიან. შემდგომში ისინი ფართოდ ებმებიან ვაჭრულ-ხელოსნურ და კულტურულ საქმიანობაში. ბევრმა მათგანმა კათოლიკობა მიიღო. ვახტანგ მე-6-ის დროის მოღვაწე მღვდელი გიორგი, სარწმუნოებით მართლმადიდებელი, მწიგნობარი და ქართული სტამბის გახსნის მონაწილე იყო. შემდეგში ვახტანგს გაჰყვა

რუსეთში.

ერეკლე მე-2-ის დროს მოღვაწე რომანოზმა კარგად იცოდა სასტამბო საქმე, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ იმერეთში გადასახლდა და იქ განაგრძო წიგნების ბეჭდვა (1811 წლამდე). მისი საქმიანობა გააგრძელეს მისმა შვილებმა დავითმა

და გიორგიმ. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ქვეყნის კაპიტალისტურ განვითარებასთან დაკავშირებით ზუბალაშვილები დაწინაურდნენ. ფართო ვაჭრობას ეწეოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, თურქეთში, ირანსა და ინდოეთში სტეფანე ზუბალაშვილი. 1808წ. იგი ინდოეთში მცხოვრებ სომეხ და ქართველ ვაჭრებს დაუახლოვდა და 1815წ. იქ დასახლდა საცხოვრებლად. ჴჲჴს. 20-იან წწ. სავაჭრო საქმიანობაში დაწინაურდნენ დავითი, გრიგოლი და მიხეილი, რომლებმაც რუსეთში გააჩაღეს ვაჭრობა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი დიდმა ვაჭარმა და მრეწველმა იაკობ ივანეს ძე ზუბალაშვილმა (1792-1864). მას არყის სახდელი ჰქონდა ქუთაისში და მის მიდამოებში. 1837 წ. თბილისში საფუძველი ჩაუყარა ამხანაგობას, რომელმაც დააარსა ამიერკავკასიაში პირველი შაქრის ქარხანა. ქარხნის მაქსიმალურმა ბრუნვამ 186 ათ. მანეთს მიაღწია. აქ 50 დაქირავებული მუშა და 10-ზე მეტი ოსტატი და ზედამხედველი მუშაობდა.

ქარხანამ 7-8 წელი იარსება და დაიხურა უმთავრესად რუსეთიდან შემოტანილი შაქრის კონკურენციისა და ადგილობრივი ნედლეულის უქონლობის გამო. 60-70-იან წწ. ცნობილი იყო კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი (1828-1901), რომელმაც დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი, შევიდა სამხედრო სამსახურში და მონაწილეობდა დაღესტნის ბრძოლებში. 1850წ. მიიღო შტაბის კაპიტნის წოდება. 1856წ. ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს და ხელი მიჰყო კომერციას. ფინანსურ დახმარებას უწევდა კათოლიკურ და ქართულ სკოლებს, გაზეთებს. სტეფანე, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილების მიერ გაღებული თანხით აშენდა თბილისში “სახალხო სახლი” - ქართული თეატრის შენობა, თავადაზნაურთა გიმნაზიის შენობა, კათოლიკური ეკლესია ბათუმში, ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ

მიიღო უმაღლესი განათლება რუსეთსა და უცხოეთში.

ავტ. მანანა ქუთათელაძე.

ზუბალაშვილი - გვარის 1 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ზუბალაშვილი გიორგი - მღვდელი. 1700-იანი სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.