|
ქავთარაძე სვიმონი - არქიმანდრიტი.
1520წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
ქავთარაძე სვიმონ არქიმანდრიტი 1520წ. ჯრუჭის (საჩხერე) მონასტრის წინამძვარი. ქართველ სულთა მატიანე 2022წ. გვ.
|
|
აფაქიძე სვიმონ (სიმონ) - არქიმანდრიტი.
1520წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
აფაქიძე სვიმონ ჯრუჭელი არქიმანდრიტი, 1520წ. ქართველ სულთა მატიანე 2022წ. გვ. 24
|
|
აბაშიძე სვიმონ - ჯუმათელი მიტროპოლიტი.
1763-1778წ.
წინამძღვარი
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
ქავთარაძე სვიმონი - არქიმანდრიტი.
1778-1805წ.
წინამძღვარი
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
გვარის გარეშე დიონისე - იღუმენი.
1780-იანიწ.
წინამძღვარი
იღუმენი
სრულად ნახვა
იღუმენ დიონოსის ვანში მოღვაწეობის ფაქტები ჩვენთვის უცნობია, გარდა ერთისა: როგორც მონასტრის 1840 წლის აღწერილობიდან ჩანს, სწორედ მას განუახლებია აქ 1780 წელს სამონასტრო ცხოვრება, მანამდე კი მღვიმის მონასტრის წინამძღვარი ყოფილა [ქ.ც.ა., ფ.21 ან.1 ს. 1837 ფ.9]. მართალია, სხვა დოკუმენტი მონასტრის განახლებას იმერეთის მეფე დავით II გიორგის ძეს უკავშირებს 1788 წელს, თუმცა აქაც აღნიშნულია მეფის მიერ მონასტრის წინამძღვრად დიონოსის დადგინება. მას აქ მონასტრის განახლებიდან 1811 წლამდე უმსახურია [ქ.ც.ა., ფ.21 ან.1 ს. 2106 ფ.13].
დაარსებიდან გაუქმებამდე (1788-1867 წ.წ) მონასტრის წინამძღვრები იყვნენ: იღუმენი დიონოსი - 1788-1811წწ. არქიმანდრიტი სიმეონი (ბაქრაძე) - 1811-1841წწ. იღუმენი მაკარი (იაშვილი)- 1841-1854წწ. მღვდელ-მონაზონი სერაპიონი - 1854-1855წწ. მღვდელ-მონაზონი თომა (ელიავა) – 1855/05-1856/03 წწ. (მ/შ) მღვდელ-მონაზონი თომა (ელიავა) - 1856/03-1860 წწ. მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე - 1860-1867 წწ.
|
|
აფაქიძე სამსონი - არქიმანდრიტი.
1792წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
აფაქიძე სამსონ ჯრუჭელი არქიმანდრიტი, ძველი ოთხთავის მინაწერი 1792წ. ქართველ სულთა მატიანე 2022წ. გვ. 24
|
|
წერეთელი დავითი ზურაბის ძე - იმერეთის მიტროპოლიტი.
დაბ. საჩხერე 1781-1853წწ დაკრძ. ჯრუჭის მონასტერი ბიოგრაფია
1804-1829წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
ბაქრაძე სვიმონ დავითის ძე - მღვდელი.
1829-1835წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
ჩიჩუა ბართლომე (ბესარიონ) ხახუს ძე - ეპისკოპოსი.
1804-1864წწ დაკრძ. მარტვილის ტაძარში. ბიოგრაფია
1834-1836წ.
მორჩილი
სრულად ნახვა
|
|
ქამუშაძე იიუსტინე - იერომონაზონი.
1843-1845წ.
წინამძღვარი
იერომონაზონი
სრულად ნახვა
|
|
ჩიკვაიძე სპირიდონი - იღუმენი.
დაბ. 1797-1872წწ. ბიოგრაფია;
1856წ.
ბერი
სრულად ნახვა
|
|
ნიჟარაძე ნიკოლოზი - არქიმანდრიტი.
1856-1859წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
ტყეშელაშვილი ტარას ეგნატეს ძე - მღვდელი.
დაბ. სოფ. მაღლაკი (წყალტუბო) 1841-1912წწ ბიოგრაფია;
1860წ.
აღსაზრდელი
სრულად ნახვა
|
|
დადიანი ბესარიონ კაციას ძე - არქიმანდრიტი.
1860-1865 წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
ახვლედიანი სერაპიონი სიმონის ძე - არქიმანდრიტი.
დაბ. სოფ. გურძემი (მარტვილი) 1819-1911წწ ბიოგრაფია
1866-1874წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
ოქროპირიძე ქრისტინე/ხორეშან ბესის ასული - მონაზონი.
დაბ. სოფ. დოესი (გორი) 1800-1872წწ დაკრძ. სამთავრო, ბიოგრაფია;
1868-1869წ.
წინამძღვარი
მონაზონი
სრულად ნახვა
|
|
თალაკვაძე სოფრომი - იღუმენი.
დაბ. სოფ. ასკანა, ოზურგეთი 1835-1918წწ ბიოგრაფია
1874წ.
იღუმენი
სრულად ნახვა
|
|
გაბუნია კირილე - არქიმანდრიტი.
1874-1882წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
აფაქიძე სიმონი - არქიმანდრიტი.
1882-1893წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
აფაქიძე სიმონ 1882-[1893]წწ. ჯრუჭის (საჩხერე) მონასტრის წინამძვარი.ხობელ იერარქთა ქრონოლოგიური რიგი: კანკელის სამხრეთი ნაწილი ეგნატე - XIII ს-ის I ნახ., 1212-1222 წლები, წინამძღვარი. თადეოზი - XIV-XV საუკუნეების მიჯნა, ეპისკოპოსი. საბა - XV ს-ის I ნახევარი, ეპისკოპოსი. ილარიონი - XIV ს-ის I ნახევარი, ეპისკოპოსი. ნიკოლოზ (წულუკიძე) - XVI საუკუნე, 1569 წლის ახლო პერიოდი, ეპისკოპოსი. ნკოლოზ (ჩოლოყაშვილი) - წინამძღვარი 1632-1640 წლები, ეპისკოპოსი 1640-1657 წლებში. ევთიმე (ფაღავა) - XVII საუკუნე, მთავარეპისკოპოსი. ზებედე -XVII ს. 80-იანი წლები, წინამძღვარი. გრიგოლ (მიქელაძე) - 1806-1836 წლები, წინამძღვარი. ბესარიონ (ჭყონია) - 1840-1857 წლები, წინამძღვარი. კალისტრატე (ჩიჩუა) - 1857-1863 წლები, წინამძღვარი. გერმანე - 1864-1868 წლები, წინამძღვარი. გრიგოლ (დადიანი) - 1871-1879 წლები, წინამძღვარი. ბესარიონ (ჭყონია) - 1880-1893 წლები, წინამძღვარი. სიმონ (აფაქიძე) - 1894-1906 წლები, წინამძღვარი. შიო (ქვილითაია) - 1915-1928 წლები, წინამძღვარი. ალექსი (მირცხულავა) - 1928-1962 წლები, წინამძღვარი.
|
|
ზაბახიძე სერაპიონი - მღვდელმონაზონი.
1886წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
ზაბახიძე სერაპიონი მღვდელმონაზონი 
მარცხნიდან სხედან: უცნობი მღვდელ.მონაზონი, მღვდელ-მონაზონი სპირიდონი (ჩიკვაიძე), მღვდელ.მონაზონი პიროსი (ოქროპირიძე), იღუმენია ნინო (ამილახვარი), ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე), დეკანოზი დავით ლამბაშიძე, მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ზაბახიძე), მასწავლებელი ილია ფერაძე. მეორე რიგში მარჯმენიდან მეორე მღვდელ.მონაზონი შიო (ქვილითაია). შიომღვიმის მონასტერი, 1902 წელი 

მარცხნიდან: მღვდელი გიორგი ზაბახიძე ოჯახთან ერთად. მარჯვნივ ზის: მღდელმონაზონი სერაპიონი (ზამბახიძე);
მღვდელი ფარნაოზ მაქსიმეს ძე ზაბახიძე 1886 წელს იმერეთში, საჩხერის მაზრის სოფელ სხვიტორში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ზაბახიძეების ოჯახი დაახლოებული იყო აკაკი წერეთლის ოჯახთან. პატარა ფარნაოზი აკაკის დამ, ანა წერეთელმა მონათლა, რომელმაც თავის ნათლულს საჩუქრად „ქილილა და დამანას“ ქართული თარგმანი აჩუქა, შესაბამისი წარწერით. ფარნაოზმა წარჩინებით დაამთავრა საჩხერის ორკლასიანი სასწავლებელი. შემდეგ საეკლესიო ცოდნის მისაღებად ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში მიაბარეს, სადაც იმ პერიოდში ბიძამისი, მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ზაბახიძე) მოღვაწეობდა,
|
|
კანდელაკი ნიკიფორე სიმონის ძე - არქიმანდრიტი.
1861-1911წწ ბიოგრაფია
1897-1906წ.
წინამძღვარი
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
გიორგაძე დომენტი (დავით) მიხეილის ძე - არქიმანდრიტი.
დაბ. სოფ.სიმონეთი (თერჯოლა) 1884-1959წწ. ბიოგრაფია
1901-1902წ.
მორჩილი
სრულად ნახვა
|
|
ჩხაიძე გრიგოლი (გაბრიელ) ბესარიონის ძე - არქიმანდრიტი.
გარდ. 1912წ. მცირე ბიოგრაფია
1906-1912წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
ჩხაიძე გრიგოლ არქიმანდრიტი, 1903-1906 წწ. ჭელიშის მონასტრი, ამბროლაური, 1906-1912წწ. ჯრუჭის (საჩხერე) მონასტრის წინამძღვარი. სხვა წყარო ფოტომატიანე 1900-იანი წლები. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2010. 2-8 დეკემბერი, N40(568), გვ.18-20 გრიგოლ (გაბრიელ) ბესარიონის ძე ჩხაიძე გამოირჩეოდა. იგი ბერი იყო და შთამომავლობა არ დარჩენია. სხვადასხვა დროს უმოღვაწია გელათის, კაცხის, ჯრუჭის მონასტრებში. იყო წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსის „პირადი მოძღვარი, მესაიდუმლე და ეკონომოსი“ (მელიტონ კელენჯერიძე, „გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა“). გარდაცვლილა. 1912 წელს ქალაქ ქუთაისის საავადმყოფოში, თებერვლის თვეში. დაკრძალულია გელათის მონასტერში. გარდაცვალებამდე იგი არქიმანდრიტის ხარისხში 
ფოტოს ლინკი
|
|
აბაშიძე გაბრიელი - არქიმანდრიტი.
დაბ. 1868წ. ბიოგრაფია
1913წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
მენაბდე ზენონი - მღვდელმონაზონი.
1920-1923წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
ბერეკაშვილი ბენიამინი - მღვდელმონაზონი.
1930-იანი წ.
ღვთივგანისვენა
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
ფალავანდიშვილი ლუკა (ზვიად) გაიოზის ძე - არქიმანდრიტი.
2002 წლის 03 თებერვალს ბერად აღკვეცა. 2005 წლის 27 ნოემბერს ბერდიაკვნად კურთხევა. 2006 წლის 19 მარტს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. 2006 წლის 17 სექტემბერს, მღვდელმონაზონი, აყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით; 2009 წლის 14 მაისს დაჯილდოვდა, არქიმანდრიტის წოდებით. 03 იანვარი 2007 წლიდან: ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ესპანეთი) ; დაბ. 1973წ. სოფ. მერჯევი (საჩხერე) ბიოგრაფია
2002-2004წ.
ბერი
სრულად ნახვა
ფალავანდიშვილი ლუკა მღვდელ მონაზონი 2015წ. ლისის წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვარი 
ფალავანდიშვილი ლუკა არქიმანდრიტი დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელთმსახური 2016წ.
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 2006 წელს, შიოლაშვილების ისტორიულ სახლში მონასტერი დაფუძნდა, ხოლო პატრიარქის ძმისწულის, გიორგი შიოლაშვილის მიერ გათხრილ საძირკველზე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აშენდა. ტაძრის კურთხევისას მისმა უწმინდესობამ მონასტერს აჩუქა ღვთისმშობლის ხატი და ვერცხლის ორი ჭიქა ლანგრითურთ მშობლების სახელზე. მონასტერს წინამძღვრობდა არქიმანდრიტი ბართლომე (ფირცხალაშვილი), ამჟამად მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ანტონი(ფიჩხაია), აქ ერთხანს კეთილმოწესე გახლდათ იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი). ღვთის შეწევნით და მღვდელმონაზონ მამა სამუელის (ზედგინიძე) ძალისხმევით, მონასტერი კეთილმოეწყო და სამონასტრო ცხოვრება გრძელდება. საპატრიარქოს უწყებანი N41 1-7დეკემბერი 2005წ გვ. 8 კურთხევა 27 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის მეორე კურსის სტუდენტი ბერი ლუკა (ფალავანდიშვილი). ბერდიაკონი ლუკა მცხეთის წმიდა გიორგი სახელობის მონასტერში მსახურობს. საპატრიარქოს უწყებანი N11 23-29მარტი 2006წ გვ.9 19 მარტს, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტს, ბერდიაკონ ლუკას (ფალავანდიშვილი). მღვდელმონაზონი ლუკა მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
დაჯილდოება 17 სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა: მისი მაღალღისება, იღუმენი კონსტანტინე ჭინჭარაული, მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში; დიდი დამსახურებისათვის ეკლესიის წინაშე იღუმენი დავით ჭინჭარაული აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დანიშნულია ჯვრის მონასტრის წინამძღვრის მოადგილედ; იღუმენი ბართლომე ფირცხალაიშვილი, თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურებისათვის აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში; სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი თეიმურაზ ბერიშვილი, მრავალი წლის ერთგული სამსახურისათვის დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით; მღვდელი ლავრენტი ბეთლემიშვილი აყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით; მღვდელმონაზონი ლუკა ფალავანდიშვილი აყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით; მღვდელი აბრაამ სოლომნიშვილი ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურებისათვის აყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
საპატრიარქოს უწყებანი N16 21-28მაისი 2009წ გვ.10 დაჯილდოება 14 მაისს, პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის პირველ წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახურნი: ბერლინის წმინდა მღვდელმოწამე კირიონის სახე- ლობის ეკლესიის წინამძღვარი (გერმანია), არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი) — მეორე გამშვენებული ჯვრით; კანის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (საფრანგეთი), იღუმენი ისააკი (ფირცხალავა) — არქიმანდრიტის წოდებით; ბრიუსელის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ბელგია), იღუმენი დოსითე (ბოგვერაძე) — არქიმანდრიტის წოდებით; ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ესპანეთი) იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) — არქიმანდრიტის წოდებით; დიუსელდორფის წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი ისე (გელაშვილი) ჯვრითა და იღუმენის წოდებით; (გერმანია), ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით. ვიტორიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ესპანეთი), მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (გრიგალაშვილი) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (საფრანგეთი), მღვდელ-მონაზონი ანტონი (კანდელაკი) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით. 
2026 წლის ფოტო.
|
|
ქობალია ბიძინა - არქიმანდრიტი.
2009 წლის 05 აპრილს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; 2013 წლის 24 მარტს, დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით;
2013წ.
წინამძღვარი
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
ქობალია ბიძინა მღვდელმონაზონი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 23საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.10 დაჯილდოება 5 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სასულიერო პირები დააჯილდოვა. კერძოდ, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სამღვდელოება:
მღვდელ-მონაზონი ზაბულონი (კვირკველია) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელ-მონაზონი ბიძინა (ქობალია) ― ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელ-მონაზონი პიმენი (ქარდავა) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; ბერ-დიაკონი გიორგი (გურჩიანი) — არქიდიაკონის წოდებით. მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი იოანე გივიშვილი მიტრით; გლდანის „ლომისის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი დავით დათუაშვილი ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; გლდანის „ლომისის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი ირაკლი კუთხაშვილი — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ფონიჭალის დასახლებაში მდებარე 153 საშუალო სკოლაში არსებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარი მღვდელი გიორგი გუგენიშვილი ― ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
დაჯილდოება
24 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია I-მ დააჯილდოვა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ბიძინა (ქობალია); გამშვენებული ჯვრით -- სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ კირვალიძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის მლვდელმსახური, მღვდელი თადეოზ სარალიძე.
|
|
ეზიაშვილი სვიმეონი - არქიმანდრიტი.
დაბ. 18 აგვისტო 1984წ. ბერად აღკვეცა 06 აპრილი 2014 წელს.
2015-2026წ.
მდგომარეობით
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
არქიმანდრიტი სვიმეონი (ეზიაშვილი). დაიბადა 1984 წლის 18 აგვისტოს, ქ. თბილისში. 
დაამთავრა თბილისის 174-ე საშუალო სკოლა. 2006 წელს კი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2008-2009 წ.წ. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 2011 წ. გახდა კაბოსანი მორჩილი მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში და ეწოდა ანდრია. 2012 წ. შეუერთდა კაცხის სვეტის მამათა მონასტერს. 2014 წ. 6 აპრილს აღიკვეცა მონაზვნად სვიმეონის სახელით. 2014 წ. 22 აპრილი ___ ბერდიაკვნად კურთხევა. 2015 წ. 28 ივნისი ___ მღვდელმონაზვნად ხელდასხმა და ჯრუჭის მამათა მონასტერში დადგინდება. 2021 წ. 25 აპრილი ___ იღუმენის ხარისხი. 2024 წ. 23 მაისს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. ამჟამად არქიმანდრიტი სვიმეონი გახლავთ ჯრუჭის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი.
წყარო: ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის ოფიციალური გვერდი;
|
|
ბარელაძე თეოფილე - მღვდელმონაზონი.
2024 წლის 4 მარტს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა;
2024წ.
მდგომარეობით
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
| ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი |