2002-2004წ. ბერი ჯრუჭი (საჩხერე) მონასტერი
2007-2025წ. წინამძღვარი არქიმანდრიტი დასავლეთ ევროპის ეპარქია
ფალავანდიშვილი ლუკა მღვდელ მონაზონი 2015წ. ლისის წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვარი
ფალავანდიშვილი ლუკა არქიმანდრიტი დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელთმსახური 2016წ.
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 2006 წელს, შიოლაშვილების ისტორიულ სახლში მონასტერი დაფუძნდა, ხოლო პატრიარქის ძმისწულის, გიორგი შიოლაშვილის მიერ გათხრილ საძირკველზე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აშენდა. ტაძრის კურთხევისას მისმა უწმინდესობამ მონასტერს აჩუქა ღვთისმშობლის ხატი და ვერცხლის ორი ჭიქა ლანგრითურთ მშობლების სახელზე. მონასტერს წინამძღვრობდა არქიმანდრიტი ბართლომე (ფირცხალაშვილი), ამჟამად მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ანტონი(ფიჩხაია), აქ ერთხანს კეთილმოწესე გახლდათ იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი). ღვთის შეწევნით და მღვდელმონაზონ მამა სამუელის (ზედგინიძე) ძალისხმევით, მონასტერი კეთილმოეწყო და სამონასტრო ცხოვრება გრძელდება.
საპატრიარქოს უწყებანი N41 1-7დეკემბერი 2005წ გვ. 8
კურთხევა
27 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის მეორე კურსის სტუდენტი ბერი ლუკა (ფალავანდიშვილი). ბერდიაკონი ლუკა მცხეთის წმიდა გიორგი სახელობის მონასტერში მსახურობს.
საპატრიარქოს უწყებანი N11 23-29მარტი 2006წ გვ.9
19 მარტს, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტს, ბერდიაკონ ლუკას (ფალავანდიშვილი). მღვდელმონაზონი ლუკა მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N16 21-28მაისი 2009წ გვ.10
დაჯილდოება
14 მაისს, პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის პირველ წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახურნი: ბერლინის წმინდა მღვდელმოწამე კირიონის სახე- ლობის ეკლესიის წინამძღვარი (გერმანია), არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი) — მეორე გამშვენებული ჯვრით; კანის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (საფრანგეთი), იღუმენი ისააკი (ფირცხალავა) — არქიმანდრიტის წოდებით; ბრიუსელის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ბელგია), იღუმენი დოსითე (ბოგვერაძე) — არქიმანდრიტის წოდებით; ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ესპანეთი) იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) — არქიმანდრიტის წოდებით; დიუსელდორფის წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი ისე (გელაშვილი) ჯვრითა და იღუმენის წოდებით; (გერმანია), ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით. ვიტორიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ესპანეთი), მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (გრიგალაშვილი) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (საფრანგეთი), მღვდელ-მონაზონი ანტონი (კანდელაკი) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით.