სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ყველა ეკლესია

მახათას (თბილისი) მთის მონასტერი

მახათას (თბილისი) მთის მონასტერი

სულ რაოდენობა: 6

ბმულის კოპირება

მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი — ქართული მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, ვაზისუბანთან, მახათის მთის ფერდობზე. აგებულია 2002-2019 წლებში არქიტექტორ ომარ ნაფეტვარიძის პროექტით.

ტაძარი ნაწილია სამონასტრო კომპლექსისა, რომელიც 2002 წელს დაარსდა. შენება მონასტრის პირველი ეკლესიისა, რომელიც იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობისაა, 2006 წელს დასრულდა. კათედრალის აგებისათვის 2010-ში შეიქმნა ფონდი „ივერიისა“, რომლის შემოსავლის წყაროც მოქალაქეთა შემოწირულობებია.


პირველი წირვა-ლოცვა ჩაატარა 2002 წლის აღდგომის დღესასწაულზე, 5 მაისს, დიდ შაბათს. არქიმანდრიტმა საბამ წირვა-ლოცვის მოსამზადებლად და დასახმარებლად ზედაზნის მონასტრიდან წამოგვიყვანა ორი ბერი და ორი მორჩილი. სააღდგომო წირვა-ლოცვა ღია ცის ქვეშ ჩატარდა ღვთისმშობლის ნიშთან. წირვას დაესწრო მორწმუნე მრევლი. იგრძნობოდა დიდი სიხარული.



კუჭავა საბა (გიორგი) - არქიმანდრიტი.

დაბ. 1959წ. ფოთი. წინამძღოლი: ბეთანიის ღვთისმშობლის შობის მონასტერი. ზედაზნის წმ. იოანე ზედაზნელის მონასტერი (VI ს.)  2005წ.   2007წ. ელიას მთაზე მდებარე საბა განწმენდელის მონასტერი წინამძღვარი

სრულად ნახვა
ოტიაშვილი გაბრიელი არქიმანდრიტი
ოტიაშვილი გაბრიელი - არქიმანდრიტი. 2007 წლის 04 დეკემბერს მიენიჭა იღუმენის წოდება, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და  ზედაზნის მამათა მონასტრის წინამძღვრად დადგინდა. სრულად ნახვა
კეკელიძე იოანე (ალესანდრე) ნუგზარის ძე - არქიმანდრიტი. 2006 წლის 26 თებერვალს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. 2008 წლის 22 ივნისს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. სხალთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი სრულად ნახვა
ციხისელი ექვთიმე - არქიმანდრიტი. 2006 წლის 18 ივნისს ბერდიაკვნად ხელდასხმა. 2006 წლის 12 ნოემბერს მღვდლმონაზვნად ხელდასხმა. 2009 წლის 07 ივნისს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და იღუმენის წოდება მიანიჭა. 2011 წლის 25 თებერვალს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება. კრწანისი, ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარი  სრულად ნახვა
ანჯაფარიძე იოსები - მღვდელმონაზონი. 2012 წლის 30 დეკემბერს, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა.  სრულად ნახვა
ტორაძე დიონისე (ხვიჩა) მღვდელმონაზონი
ტორაძე დიონისე (ხვიჩა) - მღვდელმონაზონი. 2009 წლის 04 ივნისს მორჩილად კურთხევა. 2012 წლის 27 დეკემბერს, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა.  სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი