18 ივნისს, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II დიაკვნად დაასხა ხელი მახათის მთის, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ბერ ექვთიმეს (ციხისელი). ბერდიაკონი ექვთიმე მახათას მთის მონასტერში იმსახურებს.
12 ნოემბერს, სამების საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მღვდლად დაასხა ხელი კრწანისის წმიდა საბა განწმედილის სახელობის მონასტრის ბერდიაკვან ექვთიმეს (ციხისელი). ამავე დღეს, უწმიდესმა და უნეტარესმა, დიაკვნად აკურთხა ზედაზნის მამათა მონასტრის ბერი ილია (ბებია).
7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა შემდეგ მღვდელმსახურებს: წმინდა საბა განწმენდელის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ექვთიმეს (ციხისელს), წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ეგნატეს (ჩუხუას), წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ გიორგის (მიქაძეს), არმაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ზოსიმეს (სისვაძეს), ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელის“ ხატის სახელობის დედათა მონასტრის მღვდელ-მონაზონს ილიას (ბებიას).
25 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოილოცა მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერი და სამადლობელი პარაკლისი აღავლინა. ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა: კრწანისის წმინდა საბა განწმედელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ ექვთიმეს (ციხისელი); წყნეთის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ ეგნატეს (ჩუხუა); მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრს, იღუმენ ზოსიმეს (სისვაძე).
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ციხისელი ექვთიმე - არქიმანდრიტი.
2006 წლის 18 ივნისს ბერდიაკვნად ხელდასხმა. 2006 წლის 12 ნოემბერს მღვდლმონაზვნად ხელდასხმა. 2009 წლის 07 ივნისს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და იღუმენის წოდება მიანიჭა. 2011 წლის 25 თებერვალს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება. კრწანისი, ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარი