სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
წმიდა მეფე სოლომონ II. ბაგრატიონი, იმერეთის მეფე. 1772-1815წწ. იზრდებოდა თელავში.  ხსენება7 (20) თებერვალი წმიდა მეფე სოლომონ II. ბაგრატიონი, იმერეთის მეფე. 1772-1815წწ. იზრდებოდა თელავში.  ხსენება7 (20) თებერვალი

1772-1815 წწ. გარდ. 43 წლის

ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი ბაგრატიონი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

60       ბეჭდვა

წმიდა მეფე სოლომონ II. ბაგრატიონი, იმერეთის მეფე. 1772-1815წწ. იზრდებოდა თელავში.  ხსენება7 (20) თებერვალი

წმიდა მეფე სოლომონ II (გამეფებამდე დავით არჩილის-ძე) დაიბადა 1772 წლის 7 (20) თებერვალს. მამამისი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის (+1784) ძმა იყო. დედა - ელენე კი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის (+1798) ასული. დავითი ძირითადად დედულეთში იზრდებოდა. ბიბლიური დავითის მსგავსად უფალმა ისიც ბავშვობაში გამოარჩია და უმემკვიდროდ დარჩენილმა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ღვთის განგებით სიცოცხლეშივე უანდერძა ტახტი.

დავითი იზრდებოდა როგორც მომავალი მეფე. სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის მაძიებელი და თავისუფლებისთვის მებრძოლი.




თორმეტი წლის იყო დავითი, როდესაც იმერეთის მეფე სოლომონ I გარდაიცვალა. მეფის ანდერძის საწინააღმდეგოდ იმერეთის გავლენიანმა ფეოდალებმა მცირეწლოვანი დავითის არჩილის ძის ნაცვლად ტახტზე დავით გიორგის ძე (მეფე დავით II) აიყვანეს. გარდაცვლილი მეფის ანდერძის უგულებელყოფამ მღელვარება გამოიწვია ხალხში. ახალი მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო თავადები ცდილობდნენ სოლომონ I-ის ანდერძისაებრ იმერეთის სამეფო ტახტზე დავით არჩილის-ძე დაესვათ. სამწუხაროდ ეს სასიკეთო მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

1790 წელს მათხოჯთან გამართულ ბრძოლაში, მეფე დავით II დამარცხდა და ტახტზე ავიდა დავით არჩილის ძე - წმიდა მეფე სოლომონ II.

მეფემ აქტიურად დაიწყო ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლა, მან ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის გრიგოლ დადიანის და მარიამ კაცის ასული, მის სამეფოში შედიოდა გურიის სამთავრო და ქართლ-კახეთის სამეფოსთან სისხლით ნათესაობა აკავშირებდა. წმიდა სოლომონ II-ის მოძღვარი იყო წმიდა ილარიონ ყანჩაველი. მათმა სულერმა კავშირმა და ერთნაირმა სახელმწიფოებრივმა მსოფლმხედველობამ განაპირობა სამეფოში ბევრი სასიკეთო ცვლილებები. სარწმუნოებრივი და სახელმწფოებრივი აზროვნების განვითარებისა და განმტკიცების მიზნით მეფემ გააძლიერა ეკლესია და დააწინაურა ღირსეული ადამიანები. მეფე სოლომონ II საკუთარი მამულებით აჯილდოვებდა ქვეყნის ერთგულ თავადებს, დაუმტკიცა იერუსალიმის ეკლესიას იმერეთში მამულები და გადასახადები, განუახლა გუჯარი ბიჭვინთის ეკლესიას...]




ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსეთის მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა იმერეთის სამეფოს მიერთებასაც. გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი წმიდა სოლომონი კარგად ხედავდა რომ ქვეყნის განთავისუფლებისა და გაერთიანების იდეა ნელ-ნელა იმსხვრეოდა ისტორიულ სინამდივლესთან შეჯახებით, სოლომონი ცდილობდა თავისუფლება შეენარჩუნებინა იმერეთის სამეფოსთვის, წმიდანის პოლიტიკური ლავირებები რუსეთსა და ოსმალეთ შორის წარუმატებლად დამთავრდა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I ბრძანებით 1810 წლის 20 თებერვალს წმიდა სოლომონ II ტახტიდან ჩამოაგდეს და იმერეთში რუსეთის მმართველობა გამოცხადდა.

წმიდა სოლომონ II მოტყუებით შეიპყრეს და თბილისში ჩაიყვანეს, მაგრამ მეფემ მოახერხა გაქცევა და ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. საიდანაც ხელმძღვანელობდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. 1810 წლის იმერეთს აჯანყება რუსეთის მთავრობამ კვლავ სისხლში ჩაახშო და წმიდა სოლომონ II-მ კვლავ ახალციხეს შეაფარა თავი, საიდანაც ოსმალეთში გადვიდა. წმიდა სოლომონი შვიდი წელი ცხოვრობდა ქალაქ აზმურში, შემდეგ კი ტრაპიზონში გადვიდა სადაც პატივით მიიღო იქაურმა ფაშამ, წარმოშობით ქართველმა თავადმა.

შემორჩენილია სოლომონ II-ის მიერ ტრაპიზონის ბერძნული ეკლესიისადმი შეწირული ოქროთი მოჭედილი ბერძნული სახარება წარწერით: "შეიწირე წმიდა გიორგი აქა მდებარე სრულად იმერთა მეფე ძე ქართლისა მეორე სოლომონის მიერ წმ. ესე სახარება", მეორე გვერდზე მოხსენიებულია მეფის მოძღვარი იესე ყანჩაველი - (წმ. ილარიონ ქართველი) ემიგრაციაში ყოფნის დროს წმიდა სოლომონ II დაუცხრომლად იბრძოდა ქვეყნის განთავისუფლებისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა ამ ქვეყნად ვერ მოესწრო. გარდაიცვალა ტრაპიზონში 1815 წლის 7(20) თებერვალს დაკრძალეს ბერძენთა ეკლესიის გალავანში.

წმიდა სოლომონ II კანონიზაცია მოხდა 2005 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის მიერ წმიდა სინოდის მიერ, მანამდე კი წმიდა სოლომონ II-ის ნეშტი ტრაპიზონიდან გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში.

http://www.eparchy-batumi.ge/?action=text/cm-solomonII

orthodoxy.ge



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 17.01.2022
სულ რედაქტირებულია 3




წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე, მეფე ყოვლისა საქართველოჲსა აღმაშენებელად წოდებული (+1125) ხსენების დღე 26 (08.02) იანვარი

1 0


3.1 ბაგრატ III ბაგრატიონი (961-1014) გარდ. 53 წლის, 975 -1014 წწ ერთიანი საქართველოს მეფე

1 0


წმიდათა ნიკოლოზ კათოლიკოსი, კახეთის მეფის, ლეონ I-ის ძე იყო.1510-1591წწ ხსენება 18 (02 მარტი) თებერვალი დაბ. გრემი ყვარელი კახეთი

2 0


წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული (+1289) ხსენება 12 (25) მარტი. აწამეს მონღოლებმა, დაკრძ. სვეტიცხოველი მცხეთა

1 0


ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი, ბაგრატიონი 1095-1157წწ „შენ ხარ ვენახის“ მთქმელი (+1157) ხსენების დღე 23 (5 ივნისი) მაისი დავით აღმაშენებლის შვილი.

2 0


ღირსი მამა ბასილი, ძე ბაგრატ III-ისა ბაგრატიონი ხსენება27 (9 ივნისი) მაისი

1 0


წმიდა დინარა დედოფალი (X საუკუნე) ხსენება 30 (13 ივლისი) ივნისი ჰერეთი

1 0


4.9 მელქისედეკ II (ბაგრატიონი) დაახ. 1528-1529; 1540-1545; 1548-1552 წწ. საქართველოს კათოლიკოსი

1 0


4.30 დომენტი IV (დამიანე ლევანის ძე ბაგრატიონი) 1705-1741 წწ. 36 წელი კათოლიკოსი

2 0


4.34 ანტონ I (ბაგრატიონი) 1744-1755; ერისკაცობაში თეიმურაზ იესეს ძე) 1720-88წწ გარდ. 68 წლის. 1744-1755; 1764-1788 წწ კათოლიკოსი. იზრდებოდა თელავში

2 0


4.36 ანტონ II (ბაგრატიონი) 1762-1827წწ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მეფე ერეკლე II-ის მეოთხე ვაჟიშვილი. დაბ. თელავში. ხსენება 21 (03 იანვ) დეკემბერი  

2 0


5.8 თეიმურაზ I 1606-1648 წწ. გარდ. 74 წლის, ასტრაბადი (ირანი), დაკრძალულია ალავერდის ტაძარში. კახეთის მეფე, პოეტი. მოღვ. გრემი ყვარელი

1 0


წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი 1166-1213წწ ხსენება 18(31) იანვარი ერთიანი საქართველოს მეფე

1 0


ბაგრატიონი

1 0

ბაგრატიონ-იმერეტინსკი ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე 1830-1894წწ გენერალ ლეიტენანტი სანკტ პეტერბურგი

1 0


პეტრე ბაგრატიონი ივანეს ძე (1765-1812) რუსეთის გენერალი დაბ. ყიზლარი დაღესტანი

4 0


ბაქარ ბაგრატიონი ვახტანგის ძე 1700-50 წწ გენერალი ქართლი

1 0


ალექსანდრე ბაგრატიონი უფლისწული, არჩილ II-ის ძე, 1674-1711წწ გარდ. წარმ. გრემი ყვარელი

3 0


ნინო ბაგრატიონ-დადიანი 1772-1847წწ ოდიშ-ლეჩხუმის დედოფალი წარმ. თელავი

2 0

ბაგრატ ბატონიშვილი გიორგი XII-ის ძე. 1776-1841წწ გარდ. 65 წლის, უფლისწული, გიორგი XII ვაჟი, დაიბადა თელავში. 1807 მანვე შეადგინა ცხენის დაავადებათა სამკურნალო წიგნი

1 0


ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი ერეკლე II-ის ძე, 1761-1814წწ გარდ. 53 წლის, უფლისწული, დაბადებულია თელავში,  1795 წელს მეთაურობდა არაგველთა 300 კაციან რაზმს

1 0


იოანე ბაგრატიონი, მეფის გიორგი XII-ის ძე. 1768-1830წწ მეცნიერი, მწერალი წარმ. თელავი

1 0

გარდ. 62 წლის.  აღწერა ქართლ-კახეთის, ხევსურეთის, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მთიანეთის, დაღესტნის, ჩეჩნეთ-ინგუშეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, ახალციხის ტერიტორიები.