სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
ღირსი მამა ბასილი, ძე ბაგრატ III-ისა ბაგრატიონი ხსენება27 (9 ივნისი) მაისი
ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი ბაგრატიონი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

58       ბეჭდვა

ღირსი მამა ბასილი, ძე ბაგრატ III-ისა ბაგრატიონი ხსენება27 (9 ივნისი) მაისი

ღირსი ბასილი იყო საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის შვილი. ბავშვობიდან მონაზვნური ცხოვრებისაკენ მიდრეკილმა წმიდანმა ღრმად შეისწავლა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ფლობდა მრავალ უცხო ენას და მისი დროის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი იყო.

წმიდა ბასილი მოღვაწეობდა ხახულის ლავრაში და იქაურ სასულიერო საგანმანათლებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა. იოანე ბატონიშვილი (1768-1830) „კალმასობაში“ ასე ახასიათებს მას: „ბასილი ბაგრატიონი იყო საფილოსოფოსთა და ღვთისმეტყველებასა შინა ზედმიწევნილი, მთარგმნელი სხვათა ენათაგან კეთილი და რიტორ-მიმთხრობელი და მაღალ ფრასასა ზედა დამთხზველი, მონაზონებითა სრული და განმანათლებელი ეკლესიათა, რომელსა უწოდეს ქართველთა ეკლესიათა სამკაულად“.

ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს ძველ ისტორიაში“ მიმოიხილავს ბაგრატ IV-ის დროინდელ საქართველოს კულტურულ ვითარებას და სხვა საეკლესიო მოღვაწეთა გვერდით მოიხსენიებს ბასილი ბაგრატის ძეს: „მთარგმნელნი ამ ჟამთა იყვნენ: ბასილი ბაგრატის ძე“...

ბასილი ბაგრატის ძის შესახებ ცნობა შემოგვინახა გიორგი მცირემ გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაშიც: მიიყვანა თუ არა იაკობმა ათი წლის გიორგი ხახულში, ბიძებმა - ღირსმა მამებმა: გიორგი მწერალმა და საბამ (ხს. 19 დეკემბერს) ის ლოცვა-კურთხევის მისაღებად მიჰგვარეს ხახულის მაშინდელ წინამძღვარს, ღირს მაკარის (ხს. 21 დეკემბერს) და იქაურ მოღვაწეთ: ღმერთშემოსილ ანტონის და „დიდსა მას ბასილის, ბაგრატ მესამის ძესა, რომელი-იგი მას ჟამსა შინა იყო მოძღუარი და განმანათლებელი ქუეყანისა ჩუენისაჲ...“

შემდგომ ღირსი ბასილი ათონის სავანეში გადასულა და იქ დაუწერია „გალობანი წმიდისა მამისა ეფთჳმესნი“.

საქართველოს ეკლესიის სამკაული და განმანათლებელი ქვეყნისა ჩვენისა, წმიდა ბასილი ბაგრატიონი ათონის წმიდა მთაზე აღესრულა ივერთა მონასტერში.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0




წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე, მეფე ყოვლისა საქართველოჲსა აღმაშენებელად წოდებული (+1125) ხსენების დღე 26 (08.02) იანვარი

1 0


წმიდა მეფე სოლომონ II. ბაგრატიონი, იმერეთის მეფე. 1772-1815წწ. იზრდებოდა თელავში.  ხსენება7 (20) თებერვალი

2 0


3.1 ბაგრატ III ბაგრატიონი (961-1014) გარდ. 53 წლის, 975 -1014 წწ ერთიანი საქართველოს მეფე

1 0


წმიდათა ნიკოლოზ კათოლიკოსი, კახეთის მეფის, ლეონ I-ის ძე იყო.1510-1591წწ ხსენება 18 (02 მარტი) თებერვალი დაბ. გრემი ყვარელი კახეთი

2 0


წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული (+1289) ხსენება 12 (25) მარტი. აწამეს მონღოლებმა, დაკრძ. სვეტიცხოველი მცხეთა

1 0


ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი, ბაგრატიონი 1095-1157წწ „შენ ხარ ვენახის“ მთქმელი (+1157) ხსენების დღე 23 (5 ივნისი) მაისი დავით აღმაშენებლის შვილი.

2 0


წმიდა დინარა დედოფალი (X საუკუნე) ხსენება 30 (13 ივლისი) ივნისი ჰერეთი

1 0


4.9 მელქისედეკ II (ბაგრატიონი) დაახ. 1528-1529; 1540-1545; 1548-1552 წწ. საქართველოს კათოლიკოსი

1 0


4.30 დომენტი IV (დამიანე ლევანის ძე ბაგრატიონი) 1705-1741 წწ. 36 წელი კათოლიკოსი

2 0


4.34 ანტონ I (ბაგრატიონი) 1744-1755; ერისკაცობაში თეიმურაზ იესეს ძე) 1720-88წწ გარდ. 68 წლის. 1744-1755; 1764-1788 წწ კათოლიკოსი. იზრდებოდა თელავში

2 0


4.36 ანტონ II (ბაგრატიონი) 1762-1827წწ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მეფე ერეკლე II-ის მეოთხე ვაჟიშვილი. დაბ. თელავში. ხსენება 21 (03 იანვ) დეკემბერი  

2 0


5.8 თეიმურაზ I 1606-1648 წწ. გარდ. 74 წლის, ასტრაბადი (ირანი), დაკრძალულია ალავერდის ტაძარში. კახეთის მეფე, პოეტი. მოღვ. გრემი ყვარელი

1 0


წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი 1166-1213წწ ხსენება 18(31) იანვარი ერთიანი საქართველოს მეფე

1 0


ბაგრატიონი

1 0

ბაგრატიონ-იმერეტინსკი ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე 1830-1894წწ გენერალ ლეიტენანტი სანკტ პეტერბურგი

1 0


პეტრე ბაგრატიონი ივანეს ძე (1765-1812) რუსეთის გენერალი დაბ. ყიზლარი დაღესტანი

4 0


ბაქარ ბაგრატიონი ვახტანგის ძე 1700-50 წწ გენერალი ქართლი

1 0


ალექსანდრე ბაგრატიონი უფლისწული, არჩილ II-ის ძე, 1674-1711წწ გარდ. წარმ. გრემი ყვარელი

3 0


ნინო ბაგრატიონ-დადიანი 1772-1847წწ ოდიშ-ლეჩხუმის დედოფალი წარმ. თელავი

2 0

ბაგრატ ბატონიშვილი გიორგი XII-ის ძე. 1776-1841წწ გარდ. 65 წლის, უფლისწული, გიორგი XII ვაჟი, დაიბადა თელავში. 1807 მანვე შეადგინა ცხენის დაავადებათა სამკურნალო წიგნი

1 0


ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი ერეკლე II-ის ძე, 1761-1814წწ გარდ. 53 წლის, უფლისწული, დაბადებულია თელავში,  1795 წელს მეთაურობდა არაგველთა 300 კაციან რაზმს

1 0


იოანე ბაგრატიონი, მეფის გიორგი XII-ის ძე. 1768-1830წწ მეცნიერი, მწერალი წარმ. თელავი

1 0

გარდ. 62 წლის.  აღწერა ქართლ-კახეთის, ხევსურეთის, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მთიანეთის, დაღესტნის, ჩეჩნეთ-ინგუშეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, ახალციხის ტერიტორიები.