საპატრიარქოს უწტებანი N7 17-23 თებერვალი 2011წ გვ. 17
დოღონაძეების სასულიერო ოჯახი
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში უამრავი სასულიერო გვარი გვხვდება, რომელთა რამდენიმე თაობა გადაბმულად ემსახურებოდა დედაეკლესიას. ერთ-ერთი მათგანია დოღონაძეების სასულიერო ოჯახი, ისინი საუკუნეების მანძილზე ერთგულად და სინდისიერად ემსახურებოდნენ ქვეყანას და ეკლესიას. ამ შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი გახლდათ ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა ტარასი დოღონაძე. მამა ტარასის შთამომავლების ოჯახში მრავლად მოიპოვება ამის დამადასტურებელი სხვადასხვა სახის სიგელ-გუჯრები, ჯილდოები, ძველი ფოტოსურათები, რასაც ოჯახის წევრები, როგორც სიწმინდესა და რელიკვიას, ისე უფრთხილდებიან.
სასულიერო წინაპართაგან, რომელნიც მოხსენიებულნი არიან 1773 წლის 18 ოქტომბერს შედგენილ სიგელში, არიან დავით ხუცესი დოღონაძე და მისი ვაჟები, მღვდლები: მათე, გიორგი და იოანე. აი, რას მოგვითხრობს ეს სიგელი: ...პონტო ჩრდილოისა და აფხაზ-იმერთა სავსებისა კათოლიკოს მამათმთავარმან და გენათელმან მეფის ძემან იოსიფ. შემოგწირეთ მცირე ესე შესაწირავი მოსახლობით დოღვნანაძე დავით ხუცესი და მისი შვილები: მღვდლები მათე, გიორგი და იოანე მათი ყოფით და ცხოვრებით მათ ცოლ- შვილებითურთ და მომავალით. ხახულისა გელათისა და საკურთხეველისა ღვთისმშობელო, ესეც უდრვობით გამოწირული ამ შენი დიდი ეკლესიის გეენათის სამკვიდროდ და საკუთარ მსახურედ შემოგვიწირავს, შეიწირე და გვიოხენ წინაშე ძისა შენისა და ღვთისა ჩვენისა“... ბოლოს წერია „აღიწერა ქრსიტეს აქეთ ჩღოგ, დღესა ოქტომბერსა 18, ხელითა მღვდელ- მონაზონისა დიონისისათა. მე გენათელ მიტროპოლიტი ეფვთიმი ვამტკიცებ ჩემის გამზრდელი ბატონის წიგნს, ვინც ეს შეშალოს, შეჩვენებულ იყოს წმინდის სამებისაგან“.
როგორც ამ სიგელიდან ირკვევა, დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს იოსებს (ბაგრატიონი) მღვდელი დავით დოღონაძე, თავისი შვილებით და მონაგარით, შეუწირავს გელათის მონასტრისათვის. როგორც საბუთში ვკითხულობთ, მამა დავითს ჰყავდა სამი ძე და სამივე სასულიერო პირი. რომელთაც, თავის მხრივ, ჰყავდათ შვილები, ასევე სასულიერო პირები. მათი შთამომავლობითი ხაზი ასე გამოიყურება.
მღვდელ მათე დოღონაძის შთამომავლები იყვნენ: გელათის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ნიკოლოზი დაიბადა 1753 წელს, ადრევე დაქვრივდა. ქართულ ენაზე მცირეოდენი წერა- კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1799 წელს გაენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი და გელათის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დაადგინა. საეკლესიო საბუთებში უკანასკნელად იხსენიება 1838 წელს.
მღვდელ იოანე დოღონაძის შთამომავლები იყვნენ:
ჭოგნარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ვასილი დაიბადა 1780 წელს, ადრევე დაქვრივდა. ქართულ ენაზე მცირეოდენი წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1806 წელს გაენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ჭოგნარის ეკლესიაში დაადგინა. 1812 წელს დაჯილდოვდა ბრინჯაოს ჯვრით. მამა ვასილს ჰყავდა სამი ვაჟი: იოანე — (1813 წ.), გარდაიცვალა ერისკაცი; მღვდელი ნიკოლოზი – (1821 წ.), დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. XIX ს-ის 40-იან წლების ბოლოს დიაკვნად აკურთხეს, 1850-იანი წლებში მღვდლად დაასხეს ხელი და ჭოგნარის ეკლესიაში განამწესეს. გარდაიცვალა 1862 წლის 19 ნოემბერს; გრიგოლი — (1825 წ.), დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, გარდაიცვალა ერისკაცი.
მწვანეყვავილას მთავრანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი სპირიდონი დაიბადა 1784 წელს, ადრევე დაქვრივდა. იყო უშვილო. ქართულ ენაზე მცირეოდენი წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1809 წელს გაენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი და მწვანეყვავილას ეკლესიაში დაადგინა.
გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი დავითი — - დაიბადა 1794 წელს. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1812 წელს გაენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) დიაკვნად აკურთხა და სოფელ გელათის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის
7-1 საპატრიარქოს უწტებანი N7 17-23 თებერვალი 2011წ გვ. 18
დოღონაძეების სასულიერო ოჯახი (გაგრძელება)
ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა. პარალელურად მსახურობდა გელათის მონასტერშიც და ირიცხებოდა მონასტრის საძმოში. 1841 წელს იმერეთის მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1867 წელს პენსიაზე გავიდა. მღვდელი დავითი 1872 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა. მამა დავითს ჰყავდა სამი ვაჟი: მღვდელი იოანე; მღვდელი მეთოდე; ექვთიმე (1820 წ.) — გარდაიცვალა ერისკაცი; სერაპიონი (1826 წ.) — გარდაიცვალა ერისკაცი.
მღვდელ დავით დოღონაძის შთამომავლები: გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იოანე დაიბადა 1813 წელს. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. ჰყავდა მეუღლე გულქან კანდელაკი. 1846 წლის 26 თებერვალს ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა და სოფელ გელათის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1854 წლის 29 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წუ- ლუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1860 წელს ნახშირღელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1868 წლიდან მშობლიურ სოფელში გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1881 წელს პენსიაზე გავიდა. მღვდელი იოანე 1915 წლის 25 იანვარს, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნავენახევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი მეთოდე დაიბადა 1818 წელს. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. XIX საუკუნის 50-იან წლებში დიაკვნად აკურთხეს. 1867 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მღვდლად დაასხა ხელი და ნავენახევის ეკლესიაში განამწესა. 1890 წლის 23 ოქტომბერს პენსიაზე გავიდა. მღვდელი მეთოდე 1908 წლის 8 მარტს გარდაიცვალა.
მღვდელ იოანე დოღონაძის შთამომავლები: ნახშირღელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ისიდორე დაიბადა 1856 წელს. დაამთავრა ქუ- თაისის სასულიერო სასწავლებელი. 1881 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ნახშირღელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სა- ხელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1889 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1900 წლის აპრილში სკუფია უბოძეს. 1907 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა, ხოლო 1914 წლის 15 მაისს — სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1923 წელს ადგილობრივ- მა ხელისუფლებამ დააპატიმრა და რამდენიმე თვე ციხეში გაატარა, რამაც ძლიერ იმოქმედა მოძღვრის ჯანმრთელობაზე. დეკანოზი ისიდორე 1925 წელს დამბლის დაცემით გარდაიცვალა.
მღვდელ ისიდორე დოღონაძის სიტყვა, წარმოთქმული თავისი სულიერი შვილის, ნიკო კრავიშვილის დასაფლავებაზე, 1911 წელს: „პატივცემულო საზოგადოებავ!
საჭიროდ მიგვაჩნია, შეძლებისამებრ ჩვენისა, მოკლე სიტყვით აღვნიშნოთ რამდენიმე კეთილი მხარე, ჩვენ წინაშე მდებარე გარდაცვალებულის ნიკო კრავიშვილის ცხოვრებიდან. პირველად სახეში გვაქვს, რომ საზოგადოდ გარდაცვალებულის ცხედრის წინაშე პირფერობა და ფარისევლობა უადგილოა. მე ვხედავ, რომ დღეს აქ უმეტესობა საზოგადოებისა გრძნობს გულის სიღრმიდან მძიმე მწუხარებას. რამ გამოიწვია ეს საერთო მწუხარება? უთუოდ მიცვალე- ბულის ღრმა სიყვარულმა და მისდამი პატივისცემამ. და ღირსიც იყო განსვენებული ამ პატივიცემისა. იგი თუმცა გვარიშვილობით არ ბრწყინავდა, მაგრამ იყო იესო ქრისტეს ღრმად მორწმუნე და მოსახელე, და ბაისელი, მჭევრმეტყველი, საზოგადოებაში თავდაჭერილი, მახვილგონებიანი, წრფელი სინდისის მქონე, სოფელ-ქვეყნის გამოსადეგი, გამოჩენილი პურ-მარილიანი და საჭირო კაცი; ქველმოქმედი, გლახაკთა და უღონოთა მიმღები და მოწყალე, უცხოთ შემწყნარებელი, უმეცართა და უზნეოთა დამრიგებელი და კეთილის გზის მაჩვენებული. საჭიროა აღვნიშნოთ, რომ სადაც უნდა ყოფილიყო საშიშ სნეულებით გარდაცვა- ლებული, ის თავს არ დარიდებდა, ის იყო მისი ჭირისუფალი ყოველი მხრით. ამით მოიხვეჭა მან ისეთი ქება და სახელი, რომ დიდიდან პატარამდის ყველას პირზე ეკერა მის ქება და მადლობა, სადაც გამოჩნდებოდა ხალხში, დიდი და პატარა გარს ეხვეოდა; მის დინჯს და ჭკუიან საუბარზე ყველანი სმენად გარდაიქცეოდენ, განსვენებულს სკოლაში არ უსწავლია, მაგრამ წერა- კითხვა მაინც იცოდა, უყვარდა კაი შინაარსიანი წიგნების კითხვა და კიდევაც სარგებლობდა ამით ცხო რებაში. მეც დიდის სიამოვნებით ვაწოდებდი შეძლებისამებრ ამგვარ წიგნებს, სადაც კი მოვიპოვებდი. ხშირად გამიგონია მისგან: კუჭის საზრდო, მადლობა ღმერთს, მომეპოვება, მაგრამ სულის საზრდოზედ დიდი ხელმოკლე ვარო. იხელთებდა თუ არა უცხო წიგნაკს, ისე დაეწაფებოდა და ისე გაიტაცებდა წიგნის კითხვა, რომ მთელ ღამეს გაათენებდა კითხვაში. ამასთანავე, ქველისმოქმედება თვალსაჩინოდ დაგვიმტკი- ცა. მან შესწირა ჩემს რწმუნებულ სოფელ ნახშირის ღელის სამრევლო სკოლას 105 მანეთი, შეძლებისამებრ, სხვა საგანზედაც საჭიროების დროს იგი არ ზოგავდა თავის წვლილს. გასნვენებული იყო მხნე და მამაცი მშრომელი, მიწის მუშა, რითაც ერთის დროიდან მას სიღარიბისაგან თავი დაუღწევია და დღეს ნივთიერის ქონებით და შეძლებით, შესანიშნავ და სასურველს ნიადაგზედ დაყენებული დასტოვა ოჯახი. თავ- გამოდებული მშრომელი, იგი სხვებსაც უკიჟინებდა და აქეზებდა შრომაზე. ასეთი მოქმედება მას წმიდა მოვალეობად მიაჩნდა. ხშირად გამიგონია მისგან: მუშა კაცი, არა თუ მთელი დღე, ერთი საათიც არ უნდა
7-2 საპატრიარქოს უწტებანი N7 17-23 თებერვალი 2011წ გვ. 19
დოღონაძეების სასულიერო ოჯახი (გაგრძელება)
მოცდეს ცუდად, თუკი ჯან-ღონე ხელს უწყობსო. ჩვენ რომ უნდა ვიშრომოთ და საზრდო ოფლით შევიკრიბოთ, ეს ღმერთმა მცნებად მოგვცაო. ასეთი ადამიანი იყო ჩვენ წინ მდებარე დღეს უსულო გვამი და მეტიც არ მოითხოვებოდა მისგან. მშვიდობით, კეთილ მონაო ღვთისაო, საყვარელო ადამიანო, დაუვიწყარო, ჩვენო ძვირფასო მეგობარო ნიკოლოზ! მშვიდობით, გიხაროდენ რომ შენი სახელი საფლავთან არ განქარდების და შენი ხსენება დიდხანს დარჩება. გიხაროდენ, რომ შენი ამ ქვეყნათ სათნო ცხოვრება წმიდათათანა დაგამკვიდრებს“.
ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი ტარასი — დაიბადა 1863 წელს. პირველდაწყებითი განათლე- ბის მიღების შემდეგ სწავლა სოხუმის საქალაქო სასწავლებელში განაგრძო, სადაც 3 კლასი დაამთავრა. სოფელში დაბრუნებული დაქორწინდა ოლღა გოგოლაშვილზე, რომელთანაც 4 შვილი შეეძინა: მაგნოსი, მარიამი, დავითი და ქეთევანი.
1893 წლის 27 სექტემბერს ტარასი იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) სოფელ ჭოგნარის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ დანიშნა. 1895 წლის 28 მარტს კი ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ გადაიყვანა. 1897 წლის 31 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) ტარასი დიაკვნად აკურთხა. 1904 წლის 27 აგვისტოს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. დიაკონი ტარასი, როგორც ქუთაისის ოლქის დელეგატი, ესწრებოდა 1917 წლის 8-17 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის I საეკლესიო კრებას. 1918 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძე) მღვდლად დაასხა ხელი და მთავარანგელოზთა ეკლესიის კრებულში განამწესა.
შემორჩენილია ტარასის მესამე შვილის, დავითის მოგონებები თავის გვარსა და ოჯახზე. აი, რას წერს იგი:
„მე დავიბადე სოფელ გოდოგანში. ეს სოფელი დაშორებულია ქ. ქუთაისზედ 7 ვერსით, რომლის საზღვარია დასავლეთით მდ. წყალწითელა. ჩვენ აქ გადმოვსახლებულვართ სოფელ გელათიდან. გადმოსახლების მიზეზი ყოფილა ბაბუაჩემი, რომელიც მღვდლად დაუნიშნიათ ამ სოფელში. ჩვენი სახლი არის ზემო გოდოგანში, მაღლობზე, ეკლესიის მახლობლად. სახლი გადმოყურებს სოფელს და აქედან
ქალაქიც მოსჩანს. მღვდლის ოჯახია და შეძლებულად ვცხოვრობთ. მე დავბადებულვარ ძლიერ სუსტი და ავადმყოფი, იანვარში, და მოუნათლივარ ამავე თვეში. ჩემი ნათლიებია ბიქტორ კანდელაკი და ტასო ჭიჭინაძე. მონათვლის დროს ცოცხალმკვდარი ვყოფილვარ, ყველანი უიმედოდ შემომყურებდნენ თურმე. ბაბუა-ბებიას, მამას, დედას და ნათლიებს დაუჩოქნიათ და შევედრებიან ღმერთს შემდეგი სიტყვებით: „ძლიერო ღმერთო! დაგვიტოვე და შენვე გამსახურებთ, ბერად ავკვეცავთ, 8 წლამდის თმას არ შევპარსავთ და ამავე წლამდის ღვინოს არ დავალევინებთო“ და ამ პირობით შევუწირივარ ბერად. სახელი დამარქვეს დავითი. ეს სახელი რქმევია ბაბუას მამას, რომელიც მღვდელი ყოფილა გელათში. კარგი შეძლებული, ქონებით და ფიზიკურად. მის პატივსაცემად და მოსაგონრად დამარქვეს მისი სახელი. ბაბუას მამის სიკვდილის შემდეგ მისი ადგილ-მამული გაუყვიათ ბაბუას და მის ძმას მეთეოდეს (ესეც მღვდელია).
ექვს წლამდის ავადმყოფი და სუსტი ვარ. მივლიან და მზრდიან ფუფუნებაში. ყველაზე უფრო მე მიყვარს ბებია გულქან კანდელაკი და ბაბუა იოანე, მიყვარს აგრეთვე ჩვენი მსახური — სევერიანე, რომელიც პირველად ჩემი უფროსი ძმა მეგონა. სევერიანე ჩემი გამრთობი არის, დავყავარ: ტყეში, ველში, ვენახში, წყაროზე, სად და სად...
კვირა უქმე დღეს ეკლესიაზედ დავყავარ, რომელსაც დიდი და კარგად შემოკავებული ლამაზი ცაცხვებიანი ეზო აქვს. ჩემს სოფელში იციან დღეობა „ღვთისმშობლობა“. ამ დღეს დიდი მომზადებაა. დაიკვლება მრავალი შინაური ოთხფეხი და ფრინველი. იციან ე. წ. „თემი“: ეკლესიის გალავანში იყრის თავს მთელი სოფელი, შორეული ნათესავებიც მოდიან, მოპატიჟებული სტუმრები ქალაქიდან და დაიწყება ქეიფი, გალავანში გაიმართება ცეკვა-თამაში, სიმღერა, ბურთი, ჭიდაობა, დოღი და სხვა...
დედაჩემი, ოლღა გოგოლაშვილი, სუსტი და ავადმყოფი ქალია. ოჯახში ვერ ვხედავ მამაჩემს, რომელიც ქ. ქუთაისშია, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზედ, დიაკვნად. თვეში ერთხელ თუ ამოვა მამა სო- ფელში, ორი ან სამი დღე დარჩება და უკან, ქალაქში მიდის. დედა ხშირად საყვედურობს მამაზედ, ბაბუა კი იცავს მამაოს. საქმეების გამო არა სცალია და სახლში ამიტომ ვერ ამოდისო. ერთ დღეს მამაჩემი ამოვიდა, მას ახალი ანაფორა აცვია, ყველანი გახარებულნი
7-3 საპატრიარქოს უწტებანი N7 17-23 თებერვალი 2011წ გვ. 20
დოღონაძეების სასულიერო ოჯახი (დასასრული)
არიან და მეც შევიტყვე, რომ მამა უკვე მთავარანგელოზთა სობოროს მთავარდიაკონია. ამ დღიდან იწყება ლაპარაკი ჩვენი ქუთაისში გადასახ- ლების შესახებ და მართლაც, ორი თვის შემდეგ მზად ვართ ქუთაისში წასასვლელად...
ქუთაისში დედაჩემი ხშირად ავადმყოფობს და ბოლოს ლოგინში ჩაწვა. აი, დღეს ახალი წლის წინა ღამე, მე და ქეთოს სიხარულ საზღვარი არა აქვს, ხვალ „შობის ხეს“ დავდგამთ, დედას ვუჩიჩინებთ, ვეხვევით, ხვალინდელ დღეზე ვოცნებობთ, დედა გვკოცნის! თითონ სტირის... ვხედავ ცრემლებს... ჩვენ კი მოქანცული ტკბილი ოცნებით დაგვეძინა. ამ დროს სახლში ჩვენ სამი ვიყავით. გათენდა... ახალი წელია... თოვლი... გამომეღვიძა... მე და პატარა ქეთო მეორე ოთახში ვართ... ტირიან... გამოვდივართ დედას ოთახში და დედა სდუმს... დასტირიან... დედა აღარ გვყავს, ცრემლებით მომეხვია ძიძა რიფსიმე. მივხვდი წუხელ 31/XII დედა გარდაიცვალა... ასე პატარამ დავკარგე დედის ალერსი, უდროოდ. გავიდა 16 დღე და ჩემი საყვარელი ბებია გარდაიცვალა, რომელიც სოფლად დაასაფლავეს. მალე სოფლიდან ჩემი ბაბუა გადმოსახლდა
რვა წლისას გამპარსეს თავი და ღვინოც დამალევინეს. კიდევ ერთი კვირა და მამაჩემმა მიმაბარა სასულიერო სასწავლებელში. მე მალე შევეჩვიე მოწაფეებს და დავიწყე ცელქობა. სასწავლებლიდან რომ მოვალ სახლში, ქეთოსთან ვერთობი, რომელსაც უპ-თულდება ვე დააწყებინეს წერა-კითხვა: „ისწავლეთ, ისწავლეთ ჩვენი მოდგმა ნიჭიერები იყვნენ და არიანო“, ჯე ბობს ბაბუა და დაიწყება ძველებზე მოგონება: „მე მყავდა ბაბუა იოანე, ნასწავლი და ღონიერი კაცი, შემდეგ მამაჩემი დავითი, იგივე, ორივენი მღვდლები, მერმეთ მე თქვენი ბაბუა, მე მყავდა ოთხი ბიჭი და ერთი ქალი თეკლე, ეხლა გათხოვილია გურიაში, დეკანოზ იოსებ კანდელაკზე...
რევოლუციის შემდეგ ჩვენი ოჯახი გაღატაკდა, თუმცა მამას რელიგიური რწმენა ოდნავადაც არ შერყეულა. ის მღვდელია დღესაც და წმიდად ასრულებს თავის მოვალეობას — დადის მრევლში, ძალიან მცირე ფულს შოულობს და თავს წვალებით ინახავს, რომელიც ეხლა მარტოდ ცხოვრობს. 1930 წელს დავოჯახდი. ჩემი მეუღლე, ქეთო, ჩემსავით ღარიბი, ობოლი და გაჭირვებაშია გაზრდილი. ამ ხანებში მამას ცოტა ავადმყოფობა დასჩემდა, თანდათან ურთულდება და ლოგინში ვარდება. რა თქმა უნდა, ვეხმარებით შეძლებისდაგვარად მე და ქეთო. მამას გულის მანკი. ვერავითარმა ავადმყოფობა მძიმეა და ვერავინ მასზე გავლენა ვერ მოახდინა... ასე გავიდა ეს წელიც. 1931 წელი, თებერვლის 10 რიცხვი, დღე სამშაბათი, მამამ სწრაფად დაკარგა გრძნობა და გარდაიცვალა კიდეც საღამოს“.
ფოტოები და მოგონებები მოგვაწოდა მამა ტარასის შვილთაშვილმა, ქალბატონმა დოდო დოღონაძემ