|
დოღონაძე ტარასი ივანეს ძე - მღვდელი.
დაბ. სოფ გოდოგანი თერჯოლა 1866-1931წწ
1904-1931წ.
მღვდელი
ქუთაისი მთავარანგელოზთა ტაძარი
სრულად ნახვა

დოღონაძე ტარასი 1866-1931წწ. მღვდელი, მოღვ. ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია
მღვდელი ტარასი დოღონაძე მღვდელი ტარასი ივანეს ძე დოღონაძე ქუთაისის გუბერნიის სოფელ გოდოგანში 1866 წელს დაიბადა. მამამისი, მღვდელი იოანე დავითის ძე დოღონაძე 1798 წელს იყო დაბადებული. მღვდელი იოანე 1917 წლის ამაღლების დღესასწაულზე 119 წლის ასაკში გარდაიცვალა. მღვდელი იყო ასევე მამა ტარასის უფროსი ძმა ისიდორე დოღონაძე, რომელიც 1925 წელს გარდაიცვალა. ტარასიმ დაამთავრა სოხუმის საქალაქო სასწავლებლის 3 კლასი. დაქორწინდა ოლღა გოგოლაშვილზე, რომელთანაც 4 შვილი შეეძინა: მაგნოსი, მარიამი, დავითი და ქეთევანი. 1893 წლის 27 სექტემბერს იმერეთის ეპარქიის, სოფელ ჭოგნარის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ დაინიშნა. 1895 წლის 28 მარტს კი ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ გადაიყვანეს. 1897 წლის 31 აგვისტოს ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა. 1904 წლის 27 აგვისტოს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1917 წლის 11-17 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის I საეკლესიო კრებაზე ქუთაისის ოლქის დელეგატად მონაწილეობდა. 1918 წელს მღვდლად დაასხეს ხელი. 1921 წლიდან, როდესაც სამღვდელოება დევნასა და ტანჯვას განიცდიდა კომუნისტური ხელისუფლებისაგან, მამა ტარასის ანაფორა არ გაუხდია და არც ღვთისმსახურება მიუტოვებია. იგი 1931 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა. ფოტო მოგვაწოდა მამა ტარასის შვილთაშვილმა, ქალბატონმა დოდო დოღონაძემ.
|
|
დოღონაძე სტეფანე - დეკანოზი.
2025 წლის 28 აგვისტოს დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით
2025წ.
მდგომარეობით
დეკანოზი
ნაბოსლევი (ტყიბული) წმ. გიორგის ეკლესია
სრულად ნახვა
|
|
დოღონაძე ისიდორე იოვანეს ძე - მღვდელი.
1856-1925წწ
1881-1917წ.
მღვდელი
ნახშირღელე (თერჯოლა) ღმრთისმშობლის შობის ეკლესია
სრულად ნახვა
|
|
დოღონაძე იოვანე დავითის ძე - მღვდელი.
1854-1860წ.
მღვდელი
გელათი (ტყიბული) წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესია
1860-67 წ.
მღვდელი
ნახშირღელე (თერჯოლა) ღმრთისმშობლის შობის ეკლესია
1868-81წ.
მღვდელი
გოდოგანი (თერჯოლა) მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესია
სრულად ნახვა
|
|
დოღონაძე დავით - ხუცესი.
1773წ.
ხუცესი
გელათი (ტყიბული) სამონასტრო კომპლექსი
სრულად ნახვა
სასულიერო წინაპართაგან, რომელნიც მოხსენიებულნი არიან 1773 წლის 18 ოქტომბერს შედგენილ სიგელში, არიან დავით ხუცესი დოღონაძე და მისი ვაჟები, მღვდლები: მათე, გიორგი და იოანე. აი, რას მოგვითხრობს ეს სიგელი: ...პონტო ჩრდილოისა და აფხაზ-იმერთა სავსებისა კათოლიკოს მამათმთავარმან და გენათელმან მეფის ძემან იოსიფ. შემოგწირეთ მცირე ესე შესაწირავი მოსახლობით დოღვნანაძე დავით ხუცესი და მისი შვილები: მღვდლები მათე, გიორგი და იოანე მათი ყოფით და ცხოვრებით მათ ცოლ- შვილებითურთ და მომავალით. ხახულისა გელათისა და საკურთხეველისა ღვთისმშობელო, ესეც უდრვობით გამოწირული ამ შენი დიდი ეკლესიის გეენათის სამკვიდროდ და საკუთარ მსახურედ შემოგვიწირავს, შეიწირე და გვიოხენ წინაშე ძისა შენისა და ღვთისა ჩვენისა“... ბოლოს წერია „აღიწერა ქრსიტეს აქეთ ჩღოგ, დღესა ოქტომბერსა 18, ხელითა მღვდელ- მონაზონისა დიონისისათა. მე გენათელ მიტროპოლიტი ეფვთიმი ვამტკიცებ ჩემის გამზრდელი ბატონის წიგნს, ვინც ეს შეშალოს, შეჩვენებულ იყოს წმინდის სამებისაგან“. როგორც ამ სიგელიდან ირკვევა, დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს იოსებს (ბაგრატიონი) მღვდელი დავით დოღონაძე, თავისი შვილებით და მონაგარით, შეუწირავს გელათის მონასტრისათვის. როგორც საბუთში ვკითხულობთ, მამა დავითს ჰყავდა სამი ძე და სამივე სასულიერო პირი. რომელთაც, თავის მხრივ, ჰყავდათ შვილები, ასევე სასულიერო პირები. მათი შთამომავლობითი ხაზი ასე გამოიყურება.
|
|
დოღონაძე მათე დავითის ძე - მღვდელი.
1800წ.
იანი

დოღონაძე გიორგი დავითის ძე - მღვდელი.

დოღონაძე იოანე დავითის ძე - მღვდელი.

დოღონაძე ნიკოლოზ ვასილის ძე - მღვდელი.
1862წ.
ღვთივგანისვენა
მღვდელი
ჭოგნარი (თერჯოლა) მაცხოვრის ამაღლების ეკლესია
სრულად ნახვა
მღვდელ იოანე დოღონაძის შთამომავლები იყვნენ: ჭოგნარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ვასილი დაიბადა 1780 წელს, ადრევე დაქვრივდა. ქართულ ენაზე მცირეოდენი წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1806 წელს გაენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ჭოგნარის ეკლესიაში დაადგინა. 1812 წელს დაჯილდოვდა ბრინჯაოს ჯვრით. მამა ვასილს ჰყავდა სამი ვაჟი: იოანე — (1813 წ.), გარდაიცვალა ერისკაცი; მღვდელი ნიკოლოზი – (1821 წ.), დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. XIX ს-ის 40-იან წლების ბოლოს დიაკვნად აკურთხეს, 1850-იანი წლებში მღვდლად დაასხეს ხელი და ჭოგნარის ეკლესიაში განამწესეს. გარდაიცვალა 1862 წლის 19 ნოემბერს; გრიგოლი — (1825 წ.), დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, გარდაიცვალა ერისკაცი.
|
|
დოღონაძე იოანე დავითის ძე - მღვდელი.
1813-1915წწ გარდ. 102 წლის
1868წ.
მღვდელი
გოდოგანი (თერჯოლა) მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესია
სრულად ნახვა
მღვდელ დავით დოღონაძის შთამომავლები: გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იოანე დაიბადა 1813 წელს. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. ჰყავდა მეუღლე გულქან კანდელაკი. 1846 წლის 26 თებერვალს ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა და სოფელ გელათის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1854 წლის 29 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წუ- ლუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1860 წელს ნახშირღელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1868 წლიდან მშობლიურ სოფელში გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1881 წელს პენსიაზე გავიდა. მღვდელი იოანე 1915 წლის 25 იანვარს, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა.
|
|
დოღონაძე თებრონია - მონაზონი.
2014წ.
მდგომარეობით
მონაზონი
მცხეთა-თბილისის ეპარქია
სრულად ნახვა
|
|
დოღონაძე ისააკი - მღვდელმონაზონი.
1851წ.
მღვდელმონაზონი
გარეჯი (საგარეჯო) დავით გარეჯის მონასტერი
სრულად ნახვა
დოღონაძე ისააკი მღვდელმონაზონი 1851წ. გარეჯი (საგარეჯო) დავით გარეჯის მონასტერი არქიმანდრიტ იოანეს დროს, 1851 წ. 18 ივლისს, გარეჯის მონასტერი ლეკებმა ააოხრეს. თავად წინამძღვარი ამ დროს თბილისში იმყოფებოდა. 1851 6. 25 ივლისს იგი სინოდალურ კანტორას სწერდა: „1851 წლის 18 ივლისს, საღამოს 6 საათზე, მონასტრის ერთ-ერთმა მოსწავლე ილია მჭედლიშვილმა ეზოში დაინახა რამდენიმე ადამიანი, შევიდა მონასტერში და მოახსენა, რომ იქ იდგნენ უცხო ადამიანები. რის გამოც მაშინვე ჩაკეტეს დიდი კარები. შეკითხვაზე, თუ ვინ იყვნენ, ლეკებმა უპასუხეს, რომ უნდოდათ წყლის დალევა. მონასტრის ხაზინადარმა გადააწოდა მათ წყალი დასალევად. ამავდროულად აღმოსავლეთი მხრიდან ლეკები მოადგნენ ერთ-ერთ კარებს, შეშინებული ხაზინადარი შევარდა თავის კელიაში. ერთ-ერთმა მოწაფემ აიღო იარაღი თავის დასაცავად, მაგრამ ლეკებმა სწრაფად დაჭრეს ის ფეხში, და ამის შემდეგ შეამტვრიეს ორივე კარი. ამ დროს მონასტერში იმყოფებოდნენ მონასტრის 9 წევრი და 7 მოსწავლე. აქედან ორი მოსწავლე ალექსი ყანდარელი და გიორგი დალბაშვილი, წასული იყვნენ წყლის მოსატანად, და როგორც კი დაინახეს ესეთი ამბავი, მაშინვე გაიქცნენ მაშველის დასაძახებლად ნათლისმცემლის მონასტერში. ორმა მოწაფემ, საბა გილაშვილმა და ილია მჭედლიშვილმა, მოასწრეს კიბის ქვეშ არსებულ ორმოში დამალვა, ხოლო დავით დოლმაზაშვილმა მოასწრო დამალვა დიდ ეკლესიაში. ტყვედ აიყვანეს: ხაზინადარი მღვდელ-მონაზონი მაკარი, მღვდელ-მონაზონი ისააკი (დოღონაძე), დიაკონი საბა გველესიანი, მიხეილ დოლმაზაშვილი, ვასილ მოსიაშვილი, ხოლო დანარჩენი – მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ლომიძე), მღვდელ-მონაზონი გერასიმე (გერონტი ვაჩნაძე), ბერი გერმანე, მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი, ანაფორიანი მორჩილი ბესარიონი, მიხეილ ქართველიშვილი და მოსწავლე სვიმონ ლომიძე, დახოცეს. წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კარები შეამტვრიეს, ტრაპეზის მორთულობა, საეკლესიო შესამოსელი და ტაძრის ინვენტარი დაიტაცეს. აღსავლის კარები დაამტვრიეს“. მათი აღსასრულიდან 144 წლის შემდეგ, 1995 წ. 17-18 სექტემბერს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის გაფართოებულ სხდომაზე ეს წამებული კრებული წმიდათა დასში შეირაცხა.
|
|
დოღონაძე დავით სიმონის ძე - მღვდელი.
1794-1872წწ
1841-1867წ.
მღვდელი
გოდოგანი (თერჯოლა) მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესია
სრულად ნახვა
|
|
დოღონაძე მეთოდე დავითის ძე - მღვდელი.
1818-1908წწ
1867-1890წ.
მღვდელი
ნავენახევი (თერჯოლა) წმ. გიორგის ეკლესია
სრულად ნახვა
|
|
დოღონაძე ნიკოლოზი მათეს ძე - მღვდელი.
დაბ. 1753წ
1799-1838წ.
მღვდელი
გელათი (ტყიბული) წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესია
სრულად ნახვა
|
|
დოღონაძე ვასილი იოანეს ძე - მღვდელი.
დაბ. 1780წ.
-1845წ.
მღვდელი
ჭოგნარი (თერჯოლა) მაცხოვრის ამაღლების ეკლესია
სრულად ნახვა
დოღონაძე ვასილი იოანეს ძე, ?-1845წწ. ჭოგნარის ღმრთისმშობლის შობის ეკლესია (თერჯოლის მუნიციპალიტეტი)მღვდელ იოანე დოღონაძის შთამომავლები იყვნენ: ჭოგნარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ვასილი დაიბადა 1780 წელს, ადრევე დაქვრივდა. ქართულ ენაზე მცირეოდენი წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1806 წელს გაენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ჭოგნარის ეკლესიაში დაადგინა. 1812 წელს დაჯილდოვდა ბრინჯაოს ჯვრით. მამა ვასილს ჰყავდა სამი ვაჟი: იოანე — (1813 წ.), გარდაიცვალა ერისკაცი; მღვდელი ნიკოლოზი – (1821 წ.), დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. XIX ს-ის 40-იან წლების ბოლოს დიაკვნად აკურთხეს, 1850-იანი წლებში მღვდლად დაასხეს ხელი და ჭოგნარის ეკლესიაში განამწესეს. გარდაიცვალა 1862 წლის 19 ნოემბერს; გრიგოლი — (1825 წ.), დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, გარდაიცვალა ერისკაცი.
|
|
დოღონაძე სპირიდონ იოანეს ძე - მღვდელი.
დაბ. 1874წ.
-1836წ.
მღვდელი
ქუთაისი მთავარანგელოზთა (მწვანეყვავილის) ეკლესია
1809-1842წ.
მღვდელი
ჭოგნარი (თერჯოლა) მაცხოვრის ამაღლების ეკლესია
სრულად ნახვა
|
|
დოღონაძე გრიგოლ (ჭოგნარი მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მთავარდიაკონი) |
გმადლობთ თანამშრომლობისთვის