„სახარების სამარიტელი“ -– მღვდელი სამსონ ლეჟავა 1877 –– 1955
მღვდელი სამსონ ანდრიას ძე ლეჟავა 1877 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფ. დიდ ჯიხაიშში, მლვდლის ოჯახში დაიბადა. იგი გახლდათ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, წმინდა ნაზარი ლეჟავას უმცროსი ძმა. სამსონმა წარჩინებით დაამთავრა ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1900 წლის 4 ივნისს –– ქუთაისის სასულიერო სემინარია. 1900 წლის 17 ივლისს ქუთაისის მაზრის სამრევლოსაეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა, სადაც 1905 წლის 21 ნოემბრამდე მუშაობდა. ამავე პერიოდში სამსონმა ჯვარი დაიწერა ნინო სიმონის ასულ წივწივაძეზე (28.11.1884), რომელთანაც ჰყავდა შვილები: ალექსანდრე (24.08.1903), ელენე (3.07.1907) და ანდრია (4.02.1911). 1901 წლის 3 აგვისტოს ხონის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გამოარჩიეს. 1901 წლის 23 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 7 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი. 1901 წლის 15 ოქტომბრიდან 1905 წლის 21 ნოემბრამდე ხონის მაცხოვრის ეკლესიასთან არსებული სამრევლო–საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელია. 1903 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე წელს ხონის ოლქის სამღვდელოებამ სამი წლის ვადით სასულიერო დეპუტატად აირჩია. 1905 წლის 4 ოქტომბერს აილო ლოცვა-კურთხევა და რუსეთში, „ნოვოროსიის“ ოდესის საიმპერატორო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც 1910 წლის 30 მაისს დაამთავრა. სწავლის პარალელურად 1905 წლის 4 დეკემბერს ოდესის ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მლვდელმსახურად დაინიშნა, 1910 წლის 1 ოქტომბერს სკუფია უბოძეს. 1910 წლის 15 ივნისს კრემენეცკის მაზრის, ზემსკის მხარის ექიმად დაინიშნა. 1910 წლის 27 ივნისს კრემენეცკის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაადგინეს. 1910 წლის 15 ივლისს ვოლინის გუბერნიაში, პოჩაევოში გადაიყვანეს. ამავე წლის 30 ივლისს პოჩაევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ლავრის ექიმად დაინიშნა. 1910 წლის 30 აგვისტოდან 1912 წლის 1 ოქტომბრამდე შეთავსებით მუშაობდა პოჩაევოს ორკლასიანი სკოლისა და სამასწავლებლო კურსების ექიმად, 1910 წლის 1 სექტემბრიდან 1912 წლის 1 ოქტომბრამდე ლედუხოვის სასოფლო-სამეურნეო სკოლის ექიმად, ხოლო 1911 წლის 18 აგვისტოდან 1912 წლის 8 მაისამდე –– პოჩაევოს აფთიაქის გამგედ. 1912 წლის | ოქტომბერს მოსკოვში ჩავიდა. ამავე წლის 11 დეკემბერს მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში არსებულ სპეციალურ კომისიას სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა და ექიმ-თერაპევტის წოდება მიიღო. მთელი ეს პერიოდი, 1905 წლის 21 ნოემბრიდან 1912 წლის 4 დეკემბრამდე, მღვდელი სამსონი უშტატო მღვდელ- მსახურად ითვლებოდა. 1912 წლის 4 დეკემბერს გათავისუფლდა რუსეთში სამსახურიდან და 1913 წლის 5 მარტს მცხეთაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მწირველ და სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1914 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა, 1914 წლის 23 ნოემბერს გათავისუფლდა სამ-
24-1 საპატრიარქოს უწყებანი N24 25ივნისი-1ივლისი 2015წ გვ19
„სახარების სამარიტელი“ -– მღვდელი სამსონ ლეჟავა 1877 –– 1955 (გაგრძელება)
თავროს დედათა მონასტრიდან და დროებით სიონის საკათედრო ” ტაძრის კრებულს მიეწერა.
დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე (შემდგომში -- კათოლიკოსპატრიარქი) თავის მოგონებებში ასე იხსენებს მამა სამსონ ლეჟავას ამბავს: „ერთხელ ეგზარქოს ინოკენტისთან (ბელიავი) მივედი საერთო მიღებაზე, სადაც მცხეთის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მოძღვარი, მღვდელი ექიმი ს. ლეჟავა დამხვდა. მღვდელი ეგ- ზარქოსს თხოვდა, ნება დაერთო, მოსახლეობისთვის ემკურნალა (მცხეთას ექიმი არ ჰყავდა). ეგზარქოსმა მცირე ხნის ფიქრისშემდეგ უთხრა: - თქვენ ალბათ ჩირქოვანი მუწუკებისა და სიმსივნეების გაკვეთა მოგიწევთ, რის დროსაც სისხლი დაიღვრება სისხლის დაღვრა კი მღვდელს არ შეშვენის, თუმცა თქვენ რას იტყვით ამაზე? -–- უცბად მე მომიბრუნდა მე- უფე. მოულოდნელ კითხვაზე ასე ვუპასუხე: -- სახარების სამარიტელმა ყაჩაღების მიერ დაჭრილი ისრაელი რომ ნახა, ჭრილობები ღვინით მოჰბანა, შემდეგ მათზე ზეთი დაასხა და შეუხვია (ლუკ. 10, 30-34). ვფიქრობ, სამარიტელს ამ დროს საკმაო ჩირქისა და სისხლის დაღვრა მოუწევდა.მაშასადამე, მამა ლეჟავას არ შეიძლება, სისხლისამგვარი დაღვრა აეკრძალოს.ეგზარქოსმა გაიცინა. ნებას გრთავ, სახარების სამარიტელი იყო, უთხრა მღვდელს და გაუშვა. ამის შემდეგ ერთ წელიწადზე მეტი გავიდა. მამა ლეჟავა თბილისში გადმოვიდა, იმედოვნებდა, რომ აქაც ექნებოდა საექიმო სამუშაო, მაგრამ მოტყუვდა. თბილისელი „სახელგანთქმული“ ექიმების მეტოქეობა ვერ შეძლო და ეგზარქოსს სთხოვა, რომელიმე სკოლაში საღმრთო სჯულის მასწავლებლის ადგილი მომიხერხეო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა საღმრთო სჯულის გაკვეთილები ქართული გიმნაზიის უმცროს კლასებში. განმკარგულებელმა კომიტეტმა დამავალა, სასურველი კანდიდატი მომეძებნა. მე შევთავაზე მღვდელი დავით გარსიაშვილი, ჩინებული პედაგოგი, რომელსაც ბავშვები უყვარდა და ბავშვებსაც უყვარდათ იგი. კომიტეტმა დ. გარსიაშვილი ეგზარქოსს წარუდგინა დასამტკიცებლად... რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მომიწია მეუფესთან შეხვედრა. მან მითხრა: თქვენმა განმკარგულებელმა კომიტეტმა საღმრთო სჯულის მასწავლებლის ადგილზე დასამტკიცებლად წარმოადგინა მღვდელი დ. გარსიაშვილი. მე კი ვამჯობინე მამა ლეჟავა გამოგიგზავნოთ, მაგრამ თქვენი კომიტეტი რომ არ განაწყენდეს, დაე, თვითონ წარმოადგინოს იგი და რაც შეიძლება მალე, თორემ ბავშვებს გაკვეთილები გაუცდებათ! “–– მეუფეო, -- შევძახე მე, –- ყოველივე ამის დავალება კომიტეტისათვის ნიშნავს, უფრო მეტად გაანაწყენოთ იგი, ვიდრე უარი უთხრათ მამა გარსიაშვილის დამტკიცებაზე. თანაც, არ ვიცი, როგორი საღმრთო სჯულის მასწავლებელია მღვდელი ლეჟავა, მღვდელი გარსიაშვილი კი ცნობილია, როგორც ჩინებული პედაგოგი; მე ამიტომაც შემოგთავაზეთ იგი! როგორ, თქვენ მამა ლეჟავას არ იცნობთ? ის ხომ თქვენი სახარების სამარიტელი გახლავთ, რომელიც ალბათ არა მარტო კარგი ექიმია, არამედ შესანიშნავი საღმრთო სჯულის მასწავლებელიც. მაშ, უთხარით კომიტეტს, რომ წარმოადგინოს.
რასაკვირველია, კომიტეტმა მამა ლეჟავა არ წარადგინა, მაგრამ ის მაინც დანიშნეს... ამაზე ლაპარაკის გაგრძელება არ ღირს: ყველა მიხვდება, რა მდგომარეობაში ჩამაყენა როგორც განმკარგულებელი კომიტეტის, ასევე მამა გარსიაშვილის წინაშე ეგზარქოს ინოკენტის „დიდსულოვნებამ". 1915 წლიდან მღვდელი სამსონი თბილისის 37 ლაზარეთში არსებული ეკლესიის წინამძღვარი და ამავე ლაზარეთის ექიმად მუშაობდა. 1916 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1921 წლიდან გაიხადა ანაფორა და მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა, სადაც სხვადასხვა ადგილზე ექიმის პოსტზე მუშაობდა. 1929 წელს სამტრედიის სამალარიო სადგურის გამგეა და საარჩევნო ხმის უფლება ჩამოერთვა. ამასთან დაკავშირებით, ამავე წლის 12 იანვარს იგი სამტრედიის საარჩევნო კომისიას წერდა: „მაქვს პა-
24-2 საპატრიარქოს უწყებანი N24 25ივნისი-1ივლისი 2015წ გვ20
„სახარების სამარიტელი“ -– მღვდელი სამსონ ლეჟავა 1877 –– 1955 (დასასრული)
ტივი, მოგახსენოთ, რომ მე დღიდან კავშირების დაარსებისა, ვარ საექიმო-სასანიტარო კავშირის წევრი,ვასრულებ ყოველგვარ სახელმწიფოებრივ და საკავშირო საზოგადოებრივ დავალებებს. როგორც გავიგე, ჩემთვის წაურთმევიათ საარჩევნო ხმა, როგორც ყოფილ მღვდელს. 1905 წლიდან საეკლესიო სამსახურთან ფაქტიურად არავითარი კავშირი არ მქონია და 1921 წლიდან სასულიერო ტანსაცმელიც არ მიტარებია. დღიდან გასაბჭოებისა, საარჩევნო ხმა ჩემთვის არ წაურთმევიათ. ვინაიდან ჩემი საარჩევნო ხმის წართმევა რაღაცა გაუგებრობითაა გამოწვეული, გთხოვთ, აღმადგინოთ ჩემ უფლებებში“. შთამომავლების გადმოცემით, სიცოცხლის ბოლო წლებში ყოფილი მოძღვარი ვეტექიმად მუშაობდა. მას მუდმივად თეთრი ფერის სამოსი ეცვა და საჭმელად ისე არ დაჯდებოდა, ლოცვა რომ არ ეთქვა და სუფრა არ ეკურთხებინა. გარდაიცვალა 1955 წელს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ და დაკრძალულია დიდი ჯიხაიშის საერო სასაფლაოზე.