სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12261

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
შოთა ლეჟავა 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ქუთაისი იმერეთი შოთა ლეჟავა 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ქუთაისი იმერეთი შოთა ლეჟავა 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ქუთაისი იმერეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ლეჟავა სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

შოთა ლეჟავა 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ქუთაისი იმერეთი

ომმა კიდევ ერთი ტკივილი მიაყენა შოთა ლეჟავას ოჯახს, ნაცნობ-მეგობრებს, მთელ ქალაქს.


თავგანწირვის, სიკეთისა და კეთილშობილების უზადო მაგალითს აძლევდა ყველა მის გვერდით მყოფს, მართლაც რომ ამშვენებდა ქუთაისს ლამაზი, ახოვანი, მოხდენილი, ვაჟკაცური... ხატავდა, წერდა კიდეც, მოკრივეც იყო, მორაგბეც, ყველაფერში ბოლომდე იცოდა დახარჯვა – მეგობრებშიც, ძმობაშიც, სიყვარულშიც.

შოთას, დაღუპვამდე ორი დღის წინ, რუსთაველზე სამხედრო ფორმაში გამოწყობილს მოვკარი თვალი. დავეჭვდი, ხომ არ შემეშალა-მეთქი, მითხრეს: კი,ნამდვილად შოთიკო დაგინახავს, მოხალისედ გაემგზავრა აფხაზეთშიო. შევწუხდი, შემეცოდა მისი ლამაზი მეუღლე და ერთადერთი, ლამაზი ქალიშვილი.მაგრამ თავი ვინუგეშე, არაფერი დაუშავდება, დიდი“დიდი, დაჭრიან და მალე დაუბრუნდება ოჯახს-მეთქი. თურმე, მისი ბედისწერა სხვაგვარად ჭრიდა...


ივლისის შუა რიცხვებში, როცა ჩვენი საერთო მეგობრების, სანოძეების ოჯახს ვეწვიე, სახტად დავრჩი: ყოველი მათგანი მწუხარებისგან თითქოს დამუნჯებულიყო. შემდეგ ვერიკომ ტირილით მიამბო შოთას გმირობისა და სიცოცხლის უკანასკნელი წუთების ამბავი:

·. პოლიციის სპეცდანიშნულების ჯგუფის მეთაური თავისი საბრძოლო შემართებითა და გამჭრიახობით ბევრ თავსატეხს უჩენდა და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა აფხაზი სეპარატისტებისთვის. ამიტომაც შეარქვეს „უსურიის ვეფხვი“ თანამებრძოლებმა აფხაზების მიერ 50 ათას დოლარად შეფასებულ მეომარს, რომელმაც ბრძოლაში არც დაღლა იცოდა და არც შიში.

სიკვდილამდე რამდენიმე საათის წინ საოცარი სიზმარი უნახავს: მტერი მოდიოდა შეტევაზე, მისი ავტომატი კი გაიჭედა და აღარ ისროდა...

შეტევის დროს დაიჭრა მისი მეგობარი, რომელიც შოთას მკვდარი ეგონა,ცოტა ხნის შემდეგ თავადაც ფეხში დაჭრეს. იწექიო, უთხრეს მეგობრებმა,მაგრამ შოთას დაუკვნესია, მე ვიწვე და ჩემს მიწაზე ესენი დადიოდნენო?ხელში ტყვიამფრქვევი აუღია, ფეხზე მთელი ტანით წამომართულა და ისე დაუშენია ტყვია დესანტისთვის...


ასეთი ლამაზი და სევდიანი იყო მისი უკანასკნელი წუთები...

ზემდეგი შოთა ლეჟავა სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

ასეთი ფაქტები მხსნელი იმედის შუქურებივით ანათებენ და გვიმკვიდრებენ აზრს: ადამიანი გონიერი არსებაა, იგი კეთილშობილია, უთუოდ იპოვის ხსნის გზას და ჩვენი ქვეყანა, ქართველი ერი არ დაიღუპება...

ნანა ამაშუკელი

15 წლის მამულაშვილი 17 წლის ჯინჯოლიაში გაცვალეს...სოხუმჰესის დირექტორის ცოლშვილიც გაათავისუფლეს აფხაზებმა..თორმეტ აგვისტოს ქართველთა დელეგაცია ზეგანის მთაზე ავიდა...იქ სადაც ქართველები ომობდნენ ეხლა აფხაზთა სანგრები იყო...დაახლოებით სამოც კაცამდის იყვნენ...კარგად შეიარაღებულები ხეების ჩრდილში ისხდნენ და მასხრობდნენ ერთმანეთში...დიდი ქვაბით ხორცი იხარშებოდა...

კაზალიკაშვილის ცხედარი სპეციალურ ჩასასვენებელში ჩაასვენეს....

მოშორებით კიდევ ორნია თქვენები...

მიწის ორი ბორცვი...სახელდახელოდ გაკეთებულ ხის ჯვრებთან ორი ლოდი დევს....ქუთაისის სამხედრო პოლიცია...ლეჟავა.რაზმაძე.

საფლავები დანაღმულია...


ნაღმი...ф-1 ტიპის ხელყუმბარა აფხაზებმა განაღმეს...

ზეგანის მარჯვენა მხარეს კიდევ ორი უცნობი გვამი იყო...

მიუხედავად აფხაზთა კატიჟისა დარჩით ხორცი მალე მოიხარშებაო ქართველებმა წასვლა არჩიეს...

ქალაქის საავადმყოფოში ცხედრები ცინკებში გადაასვენეს...

მერაბს ნაღვლიანად გაეღიმა...რა იყო? კითხა გურამ ადამიამ...

პატარა რომ ვიყავი და გავიგებდი ჯარიდან ცინკი გამოგზავნესო...შიშისაგან ვკანკალებდი....რას წარმოვიდგენდი რომ ასეთი რამ გადამხდებოდა....

ნაწყვეტი რომანიდან მშრალი სიტყვები.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.07.2021
ბოლო რედაქტირება 05.08.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.07.2023
სულ რედაქტირებულია 1


ლეჟავა

1 0

ექვთიმე( თეიმურაზ გიორგის ძე ლეჟავა დ1953) გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი დაბ. თბილისი

1 0


ლეჟავა ტიტე მოსეს ძე 1911-1917წწ დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის (დიდიძეების) ეკლესია სამტრედია,

2 0

სამსონ ანდრიას ძე ლეჟავა 1877-1955წწ მღვდელი დაბ. სოფ. დიდი ჯიხაიში (სამტრედია)

2 0

ვლადიმერ ლეჟავა ნესტორის ძე 1901-68წწ კონტრ ადმირალი დაბ. სოფ.ჯიხაიში სამტრედია იმერეთი

1 0


ლეჟავა დიმიტრი იუზას ძე (დ. 1955) საქართველოს გენერალი სამეგრელო

1 0


ვასილ ლეჟავა 1960-2000 გარდ. 40 წლის ეროვნული გვარდია ავაზა. ომში დაიჭრა და გარდაიცვალა თბილისში, ჭრილობების გართულების გამო. დაბ. სოფ.კურდღელაური თელავი კახეთი

3 0


როინ ლეჟავა 1952-93წწ. გარდ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე დაბ. სოფ.ლეკუხონა გალი აფხაზეთი

2 0


ნაზარი (იოსებ, ნესტორ, ლეჟავა) წმიდანი 1874-1924წწ. მიტროპოლიტი სოფ. დიდი ჯიხაიში, სამტრედია, იმერეთი.

2 0


გია ლეჟავა 1944-2011წწ მსახიობი. იმერეთი.

1 0


ნინო ლეჟავა 1974 მსახიობი. წარმ. იმერეთი. დაბ. თბილისი.

1 0


ზურაბ ლეჟავა 1925-2011წწ. მხატვარი,დაბ. ქ. თბილისი.

1 0


ანზორ ლეჟავა დ.1936-1997წ. მსოფლიო პრიზიორი კალათბურთი სოფ. ქოლობანი აბაშა

1 0

1 0 1


ვახტანგ აკაკის ძე ლეჟავა 1923-1944წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფ. ლაშე ხარაგაული.

1 0