სულ ვიზიტორი : 5921754241
განთავსებული სტატია : 8995

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
+ვიდეო- ლენინის დასჯა უფლის მიერ, ეკლესიების ნგრევის და ძარცვის გამო, დოკუმენტური კადრები
გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

+ვიდეო- ლენინის დასჯა უფლის მიერ, ეკლესიების ნგრევის და ძარცვის გამო, დოკუმენტური კადრები

მაინც უნდა დავიხოცოთ, მოვკდებით ღვთისმშობლისათვის. რუსი მართლთმადიდებლები. ლენინი მყისიერად დასაჯა უფალმა დამბლით, მალევე სიკვდილით, თვითმკვლელობის მიზნით სტალინს საწამლავის მოტანა სთხოვა. დაპირადა თუმცა არ განახორციელა.

1922 წელს რუსეთში და მთლიანად საბჭოეთში დაიწყო ეკლესიების ნგრევა, ძარცვა და სასულიერო პირების დახოცვა და დევნა, ნაწყვეტი დოკუმენტური ფილმიდან ლენინზე. მოკლე შინაარსი: youtube Ленин - 150 лет 12-სერია

ხელისუფლების შენარჩუნებას ლენინისთვის (ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვი 1870-1924 მარქსისტი, ბოლშევიკი, ათეისტი, ანარქსტი 1900-იანი წლებიდან ცხოვრობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, იქიდან აგზავნიდა პროკლამაციებს, ეწეოდა სააგიტაციო მუშაობას, აიარღებდა ხალხს, ცდილობდა შეექმნა დესტაბილიზაციის კერები. 1917 წლის 25 ოქტომბერის ერთ ერთი ლიდერი, სისხლიანი გადატრიალების პროპაგანდისტი) სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.ის თავის თანამზრახველებთან ერთად მზად იყო ნებისმიერ ფასად, თუნდაც ზნეობრივი და მორალური პრინციპების გვერდის ავლით უზრუნველყო ხელისუფლებაში დარჩენა.
საყოველთაო დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით რუსეთი დიდი ხნით ჩაიძირა ბოლშევიკური დიქტატურის წყვდიადში. ოქტომბრის გადატრიალებამ ლენინის თაოსნობით დასაბამი მისცა ქვეყნის ეკონომიურ ნგრევას. სამოქალაქო ომმა, რომელსაც თან სდევდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა განადგურება, ვინც ლენინს ეწინააღმდეგებოდა ქვეყანა კატასტროფის აპოგემადე მიიყვანა, დაიწყო სასწაულებრივი შიმშილობა.
1921 წლისათვის რუსეთის ზოგიერთ გუბერნიაში 20 მილიონი მარლთმადიდებელი შიმშილობდა, სიკვიდილიანობა 25% აღწევდა. 1921 წლის 27 დეკემბერს ქვეყნის აღმასრულებელმა კომიტეტმა გამოსცა დეკრეტი ეკლესია მონასტრებში არსებული ფასეულობების შესახებ. დეკრეტის თანახმად ის კოლოსალური რაოდენობის სიმდიდრე, რაც ეკლესიის მფლობელობაში იყო, უნდა განაწილებულიყო სამ ნაწილად, ერთ ერთი ნაწილი სახელმწიფოს ფასეულობების საცავებში, დეკრეტს თან ახლდა განმარტება, რომლის მიხედვითაც 1922 წლის 23 თებერვალს გამოვიდა თანმიმდევრობითი ინსტრუქცია ოქროს, ვერცხლისა და ძვირფასი ქვებით დამზადებული ნაკეთობების სახალხო კომისარიატის საფინანსო ორგანოებისათვის გადასაცემად, საიდანაც ცენტრალური კომისიის სპეც.დანიშნულების ფონდები შიმშილის დასაძლევად გაანაწილებდნენ. 1922 წლის 15 მარტს ადგილობრივი სიწმინდეების დასაცავად ქ. შუის მოსახლეობა გამოვიდა, მაინც უნდა დავიხოცოთ, დავიხოცებით ღვთისმშობლის გამო. მილიციამ და წითელ არმიელებმა ზარების ხმაზე, ირაღის და ტყვიამფრქვევის ცეცხლით დაშალეს ყველა, ვინც ხელს უშლიდა ეკლესიებიებიდან ფასეულობების გამოტანაში. 1922 წლის 19 მარტს ლენინი მოლოტოვთან აგზავნის გრიფით საიდუმლო წერილს პოლიტბიუროს წევრებთან, მინაწერით კოპიო არ გადაიღოთ. სადაც ნათქვამია, რომ სწორედ ახლა და ზუსტად ახლა, როდესაც შიმშილის ზონებში ჭამენ ადამიანებს, გზები მოფენილია ასობით თუ არა ათასი გარდაცვლილის ცხედრებით, ჩვენ გაორმაგებული ძალებით უნდა შევუდგეთ ეკლესიებიდან სიმდიდრის გამოტანას. ამის შედეგად შეგვიძლია შევქნათ, რამდენიმე მილიონიანი ოქროს ფონდი და ხელთ ვიგდებთ კიდევ რამდენიმე მილიარდს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. თუ საჭირო შეიქმნა ჩვენი პოლიტიკური მიზნისათვის სისასტიკე, მაშინ ეს უნდა მოხდეს სწრაფი ხერხებით, რადგან ხანგრძლივ სისასტიკეს ხალხი ვერ გადაიტანს. კომიტეტიდან ქ.შუიში გაიგზავნოს ყველაზე უფრო მარჯვე მოხელე, რომელიც დეკრეტის სისრულეში მოყვანს. მიეცით ინსტრუქცია წინააღმდეგობის შემთხვევაში ვალდებული იქნება, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ბურჟუა(ბურჟუაში იგულისხმებოდა ყველა განათლებული, საქმიანი ადამიანი, ვინც მხარს არ უჭერდა ათეიზმს და ანაქიას). დააპატიმროს. ამ სამუშაოს დასრულებისთანავე ის მოვალეა ჩამოვიდეს მოსკოვში და პირადად გააკეთოს მოხსენება პოლიტბიუროს სხდომაზე. პილიტბიურო გასცემს დირექტივას, რომ სასამართლომ მოახდინოს რაც შეიძლება მალე და ბევრი, ყველაზე გავლენიანი მეამბოხეებისა და საშიში შავრაზმელების დახვრეტა. შესაძლებლობების ფარგლებში იგივე მოხდეს მოსკოვსა და სხვა სასულიერო ცენტრებში. კომისია, რომელიც გააკონტროლებდა აღნიშნულ ოპერაციებს ტროცკი და კალინინი უხელმძღვანელებდნენ, ამის შესახებ არავითარი პუბლიკაცია არ უნდა გავრცელებულიყო. მოლოტოვის რეზოლიცია მოკლე იყო, „ვეთანხმები“. მოლოტმა წამოაყენა წინადადება ფასეულობების ამოღება დაიწყონ იმ გუბერნიებიდან, სადაც ნამდვილად იყო ბევრი სიმდიდრე. 1922წლის 22 მარტს ტროცკი(ლევ დავიდოვიჩ ბრონშტეინი 1879-1940 მაქრსისტი, ბოლშევიკი, ათეისტი, ანარქისტი, 1908 წელს წავიდა ემოგრაციაში 1917 წლამდე ევროპა-ამერიკა, შექმნა წითელი არმია, დახვრიტა რუსეთის გენერლების ნაწილი. მოკლეს მეხიკოში. სისხლიანი გადატრიალების პროპაგანდისტი) რეაგირებს ლენინის წერილზე და მიუთითებს სინოდისა და პატრიარქ ტიხონის დაპატიმრების აუცილებლობაზე. 1922წლის 4 მაისს პოლიტბიუროს დადგენილებით პატრიარქის საქმე უნდა გადაეცათ სასამართლოთვის, სადაც სასჯელის უმაღლესი ზომა შეეფარდებოდა. 1922 წლის 10 მაისს დახვრეტა მიესაჯათ ქ.შუის საეკლესიო პირებს, უფრო გვიან კაზანის მიტროპოლიტი ბენიამინი და არქიმანდრიტ სერგის. მთელი ეს კამპანია საეკლესიო ქონების ამოღების სახელით მარტო 1922 წლის პირველ ნახევარში 1400 სისხლიანი შეტაკებით დასრულდა. პატრიარქმა ტიხონმა შეძლო თავიდან აეცილება დახვრეტა. ბოლშევიკების მიერ ამოღებული ოქროს ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. ცნობილია, რომ საყოველთაო შიმშილის დაძლევის სახელით მარტო 1922 წელს ოთხი მილიონ ნახევარი ოქროს რუბლი ამოიღეს.ამ თანხიდან დაახლოვებით ერთი მილიონი მოხმარდა მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას, დანარჩენი კი გაქრა მსოფლიო რევოლუციების დახმარების მოტივაციით. ნაწილი უბრალოდ იქნა მოპარული, რაზედაც მოწმობს სახელმწიფო დაცვის მოხელეების სასამართლოები. 1921 ბოლოსათვის პროფესორი დაშკევიჩის მოწმობით, ლენინს უამრავი სულიერი ავადმყოფობის სიმპტომები ჰქონდა, ერთხელ ჰკითხრა ექმის, ეს ჩემს სიგიჟეს ხომ არ ემუქრება? 1922 წლის 26 მაისს ლენინმა დაკარგა წერის და კითხვის უნარი, ძლივს დაწერა ასო М(ემ) . 1922 წლის 30 მაისს ლენინთან ქ.გორკში სანახავად მივიდა სტალინი, მას სთხოვა მიეტანა საწამლავი, რათა თავთმკვლელობა განეხორციელებინა. სტალინი დაპირდა მიეტანა საწამლავი, თუმცა მალევე შეცვალა თავისი გადაწყვეტილება. 1923 წლის 6 მარტს ლენინმა დაკარგა სრულად მეტყველება და გაუჩერდა მარჯვენა მხარე, 10 მარტს ისევ გაუმეორა, რამაც საწოლს მიაჯაჭვა, ყოველგვარი შესაძლებლობის გარეშე გარშემომყოფებთან ურთიერთობის, მით უმეტეს კითხვა და წერა. 14 მარტიდან უკვე იწერება ოფიციალური ბიულეტენები ლენინის ჯანმრთელობის შესახებ. 1923 წლის ზაფხულში 15-18 ივლისიდან ვლადიმერ ილიჩი იწყებს სიარულს, ცდილობს წეროს მარცხენა ხელით, აგვისტოში შეუძლია გაზეთების დათვალიერებაც. სექტემბერში ითხოვა წაეყვანათ მოსკოვში, ეს იყო კრემლში გამოსამშვიდობებლი ვიზიტი. 21 იანვარს გორკში ლენინი გასინჯეს პროფესორებმა, ფორსტერმა და ოსიპოვმა, ცოტა ხანში მას მისცეს ბულიონი, რომელსაც სვავდა პრობლემურად და ცოტა დამშვიდდა, ცოტა ხანში რაღაცამ დაარტყა გულში, დარტყმები ემატებოდა და ემატებოდა, მედიცინის ძმა ვლადიმერ ალექსანდრეს ძე რუკოვიშნიკოვი და დაცვა პეტრე პერტეს ძე პაკალი შეესწრნენ ტანჯვას რომელსაც განიცდიდა, 22 იანვრის სამედიცინო დასკვნაში სწერია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა და გაჟონვა ტვინის რბილ ნაწილში. ამავე დღეს პრესით ამცნეს საზოგადოებას ლანინის გარდაცვალების შესახებ.


ვიდეორგოლი რუსულ ენაზე



წყარო : 

Ленин - 150 лет. 12 Серия. Документальный Фильм. Сериал. Star Media

https://www.youtube.com/watch?v=1vZoYP2kizI



ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 14.04.2020


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 13.04.2022





წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


სიახლეები


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა

გამოჩენილი ადამიანები თელავის მუნიციპალიტეტი სრული ვერსია

2 0

ნიკოლოზ ვალერის ძე წულუკიძე 1986წ სიგელი მოყვასი თეატრმცოდნე ტელეწამყვანი

1 0