სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მიხეილ კვარაცხელია 1960-1993წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე, აფხაზეთი. მიხეილ კვარაცხელია 1960-1993წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე, აფხაზეთი. მიხეილ კვარაცხელია 1960-1993წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე, აფხაზეთი. მიხეილ კვარაცხელია 1960-1993წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1960-1993 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კვარაცხელია სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

29       ბეჭდვა

მიხეილ კვარაცხელია 1960-1993წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე, აფხაზეთი.

მიხეილ (ედემ) კვარაცხელია დაიბადა 1960 წლის 1 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. დაეუფლა ავტოშემკეთებლის ხელობას. მოგვიანებით ჩაირიცხა ვორონეჟის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.


1992 წლის 22 იანვარს აფხაზმა ექსტრემისტებმა მის 27 წლის დას წამებით ამოხადეს სული. მიხეილმა (ედემმა) სანადირო თოფი აიღო ხელში,რათა დაეცვა ოჯახი და მიწა-წყალი. თანასოფლელებთან ერთად შეუერთდა ქართველ შევარდენთა ლეგიონის მებრძოლებს. მათ კოჩარელების ევაკუაცია მოახერხეს. ყველაზე გვიან ედემი გავიდა სოფლიდან და ჩაირიცხა 24-ე ბრიგადის III ბატალიონში .


ის და მისი თანამებრძოლები არნახულ მამაცობასა და ვაჟკაცობას იჩენდნენ. მტერს ედემის თავი გარკვეულ თანხად ჰქონდა შეფასებული. იგი, დიდი რისკის ფასად, მაინც ახერხებდა შეპარულიყო მტრის მიერ დაკავებულ კოჩარაში და დის საფლავზე სანთლები აენთო. ერთხელ ძლივს გადაურჩა მტერს წამებისგან. მხოლოდ თავისი საზრიანობით მოახერხა თავის დაღწევა.


1993 წლის 2 ივლისს, ტამიშის დესანტის გადმოსხმის დღეს, ედემი თავის ბიჭებთან ერთად ტამიშის მაიმუნსაშენთან მდებარე პოზიციაზე იყო. მტერმა ორმხრივი ცეცხლი გახსნა. 5 ვაჟკაცი დაიღუპა, ბევრი დაიჭრა. ედემი იბრძოდა,

სანამ ტყვია-წამალი არ გაუთავდათ. თვითმხილველი მოგვითხრობს: დაქირავებულ ბოევიკებს აფხაზები ედგნენ გვერდით, რომელთაც ედემი იცნეს და სახელით ეძახდნენ, ჩაგვბარდიო. ედემმა სროლა შეწყვიტა. ორი ავტომატი მოიმარჯვა, სარდაფიდან ამოსვლა რომ დააპირა, მტერმა იფიქრა, ალბათ გვბარდებაო, მაგრამ ამოვარდა თუ არა, მთელი მჭიდი დაახალა იქ მყოფთ, საპასუხოდ

სახლს ყუმბარა სტყორცნეს, რამაც ჩვენს გმირ მებრძოლს თავის ქალა ახადა.

მისი უსულო ცხედარი დაცხრილეს ავტომატების ჯერით. მიხეილის ნახევრად გახრწნილი გვამის გადმოსვენება მხოლოდ მესამე დღეს შეძლეს თანამებრძოლებმა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.07.2021
ბოლო რედაქტირება 11.11.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.07.2023
სულ რედაქტირებულია 1


კვარაცხელია

1 0

კვარაცხელია საბა დაბ. წალენჯიხა 1956წ. ბერი სქურის მონასტერი სოფ. ჯგალი, წალენჯიხა

2 0

კვარაცხელია დიანოზ გარდ.1920წ. მღვდელი ოირემეს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიები

2 0

თემურ კვარაცხელია 1977-93წ. გარდ. 16 წლის სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


ზურაბ კვარაცხელია 1968-1993წწ. გარდ. სოფ. ოხურეი ოჩამჩირე დაბ. ქ. ოჩამჩირე, აფხაზეთი.

2 0


კარლო კვარაცხელია 1962-1993წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. ქ. გალი აფხაზეთი.

2 0


გოჩა კვარაცხელია 1967-1993წწ. გარდ. სოფ. მერხეული გულრიფში დაბ. სოფ. მერხეული გულრიფში აფხაზეთი.

2 0


ბორის კვარაცხელია 1957-1992წწ. გარდ.სოფ. მერკულა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე, აფხაზეთი.

2 0


ვიტალი კვარაცხელია 1993წ. გარდ.აფხაზეთი

2 0


შოთა კვარაცხელია გარდ. 1993 წელს ტამიში, აფხაზეთი პოლკოვნიკი.

2 0

ანზორ (მატო) კვარაცხელია 1963-92წწ. გარდ. 29 წლის, სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ბარნაუთი გულრიფში აფხაზეთი

2 0


რევაზ კვარაცხელია 1958-92წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ზუგდიდი სამეგრელო

2 0


ედიშერ კვარაცხელია 1978-2022 წ. გარდ. დონეცკი უკრაინა დაბ. წალენჯიხა

2 0

ბეჟან რაჟდენის ძე კვარაცხელია გარდ. 1993წ სოხუმი შინაგანი ჯარი დაბ. გულრიფში

2 0

როლანდ კვარაცხელია 1973-2022წწ გარდ. ბახმუტი უკრაინა დაბ. სოფ. ფშაფი, გულრიფში ცხოვრ. ფოთი

2 0

ზურაბ კვარაცხელია 1953წ. ვეტერანი დაბ. სოფ. გულრიფში გულრიფში

2 0

რევაზ კვარაცხელია 1952-1992წწ გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. ზუგდიდი ცხოვრ. გაგრა

2 0

ნიკოლოზ ( ნიკა) კვარაცხელია 1956-1993. გარდ. აფხაზეთი დ. სოფ განახლება გულრიფში აფხაზეთი.

2 0


მურმან კვარაცხელია გარდ. 1993წ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი

3 0


რევაზ კვარაცხელია 1961-82წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. ქვალონი ხობი

2 0

კვარაცხელია ლოლო მოსეს ძე 69 წლის, გენოციდი, წამებით მოკლეს. მცხვ. სოფ. განახლება, გულრიფში, აფხაზეთი

2 0

ტარასი კვარაცხელია 1889-1951წწ აკადემიკოსი სოფლის მეურნეობა, დაბ. სოფ. ნაკიფუ, წალენჯიხა,სამეგრელო

4 0


ხვიჩა კვარაცხელია ბადრის ძე დ. 2001წ. ფეხბურთი წარმ. სოფ. ნაკიფუ, წალენჯიხა

2 0