სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11931

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გულიაშვილი ანტონი (დეკანოზი ალექსანდრე) არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გულიაშვილი ანტონი (დეკანოზი ალექსანდრე) არქიმანდრიტი

1940-2021წწ  2009 წლის 12 აპრილს დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრით. თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დაკრძ. მახათას მთაზე მდებარე პანთეონში. 

გულიაშვილი ანტონ არქიმანდრიტი, 1940-2021წწ თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დაკრძ. მახათას მთაზე მდებარე პანთეონში. ბიოგრაფია ფოტო

საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.10

დაჯილდოება

12 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა: წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი) — მეორე გამშვენებული ჯვრით, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ირაკლი ჭინჭარაული – ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.

მამა ანტონის გახსენება

საპატრიარქოს უწყებანი - 2021 წლის 7 თებერვალი, 23:46 სთ. სამძიმარი

2021 წლის 6 თებერვალს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი).

მამა ანტონი 1939 წელს თბილისში დაიბადა. იგი საქართველოს მართლმა- დიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი სასულიერო პირი იყო. 1965 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ მას მღვდლად დაასხა ხელი, ხოლო 1978 წელს ბერად აღკვეცა თეთრიწყაროელმა მიტროპოლიტმა ზინო- ბიმ (მაჟუგა). 1963 წელს მან სწავლა დაიწყო მცხეთის ორწლიან სამოძღვრო კურსებ- ზე, რომელიც 1965 წელს დაასრულა.

სხვადასხვა პერიოდში მამა ანტონი მოღვაწეობდა ბათუმის წმინდა ნიკოლო- ზის სახელობის ტაძარში, თელავის ფერისცვალების სახელობის ტაძარში, თბი- ლისის კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, იყო ასევე თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტერსა და პავლეს და წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძრების წინამძღვარი, მოღვაწეობდა მანგლისში, წალკაში, 1998 წლიდან ბოლო დრომდე კი არქიმადრიტი ანტონი თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში მსახურობდა.

კომუნისტური რეჟიმის დროს იგი დააპატიმრეს კიდეც. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მამა ანტონი მოესწრო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის


სამ კათოლიკოს-პარტიარქს – ეფრემ II-ს, დავით V-სა და ილია II-ს. ამავე დროს, იგი იყო ხმის უფლების მქონე დელეგატი 1977 წლის 23 დეკემბრის საპატრიარქო არ- ჩევნებზე. არქიმანდრიტი ანტონი დაჯილდოებული გახლდათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ორდენით.

2021 წლის 8 თებერვალს, 14 საათზე, არქიმანდრიტ ანტონს გადაასევენებენ თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრიდან მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ხოლო 9 თებერვალს, 14 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურ- თხევით, იგი დაიკრძალება მახათას მთაზე მდებარე პანთეონში.

გულიაშვილი - გვარის 9 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

გულიაშვილი ანტონი (დეკანოზი ალექსანდრე) არქიმანდრიტი
გულიაშვილი ანტონი (დეკანოზი ალექსანდრე) - არქიმანდრიტი. 1940-2021წწ  2009 წლის 12 აპრილს დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრით. თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დაკრძ. მახათას მთაზე მდებარე პანთეონში.  სრულად ნახვა
გულიაშვილი საბა - მღვდელი. სრულად ნახვა
გულიაშვილი ლაზარე - მღვდელი. სრულად ნახვა
გულიაშვილი შიო ფირუზას ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გულიაშვილი ნიკოლოზი - მედავითნე. სრულად ნახვა
გულიაშვილი იაკობი - მედავითნე. სრულად ნახვა
გულიაშვილი აბრამი - მღვდელი. სრულად ნახვა
გულიაშვილი დავითი - მედავითნე. სრულად ნახვა
გულიაშვილი გიორგი - მღვდელი. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.