სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11816

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

კიკნაძე თეიმრაზ მღვდელი

 2004წლის 7 ივლისს დიაკვნად ხელდასხმა. 2014 წლის 25 ოქტომბერს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ცერონისის (ქარელი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი,

2008წ. მდგომარეობით მღვდელი საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპარქია

2014წ. მდგომარეობით მღვდელი რუისისა და ურბნისის ეპარქია

კიკნაძე თეიმურაზ  მღვდელი, ნინოწმინდის  და საგარეჯოს   ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.48

საპატრიარქოს უწყებანი N26 23-29ივლისი 2004წ გვ.9 

ხელდასხმა

7 ივლისს, იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან დავით ბურდულს და დიაკვნად აკურთხა თეიმურაზ კიკნაძე.

დაჯილდოება
25 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -– აბისის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი რაჟდენი (აბუაშვილი); მიტრით –- რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ბერელაშვილი; ბებნისის წმ. თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დიმიტრი ბიხანაშვილი; ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ტურძელაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -–– ცერონისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ კიკნაძე; რუისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი,  მღვდელი ლუკა ხუნდაძე; ახალსოფლის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი არსენ ბენიძე.
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.