სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11856

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ტომარაძე  რევაზი დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ტომარაძე რევაზი დეკანოზი

1930-2021წწ



1889-2021წ. დეკანოზი ანჩისხატი (თბილისი) ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი დაკრძ. იქვე

ტომარაძე რევაზ დეკანოზი, ანჩისხატის წინამძღვარი გარდ. 2021წ. დაკრძ. იქვე ვიდეოფოტო ბიოგრაფია

2021 წლის 19 ნოემბერს, გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული და ღვაწლმოსილი მღვდელმსახური, დეკანოზი რევაზ ტომარაძე.


,,ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი მსახური, მრევლისთვის თავდადებული, ყველასათვის საყვარელი მოძღვარი“, - ამ თბილი სიტყვებით შეაფასა დეკანოზ რევაზის მრავალწლიანი მოღვაწეობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გასულ წელს, მისი 90 წლის იუბიელეზე.


მამა რევაზის სასულიერო მოღვაწეობა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო

– 1980 წლის 28 აგვისტოს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი და მას შემდეგ იგი ერთგულად და მუხლჩაუხრელად ემსახურებოდა უფალს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და თავის სამწყსოს.


  დეკანოზი რევაზი სხვადასხვა პერიოდში იყო თბილისის მთაწმინდის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, შემდეგ – თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მოგვიანებით – მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, 1989 წლის ოქტომბრიდან კი – ანჩისხატის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.


   2013 წლის 3 მარტს მამა რევაზი ეკლესიისა და ერის ერთგულად მსახურებისთვის დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ორდენით.

    დეკანოზ რევაზის პანაშვიდი გაიმართება 2021 წლის 20-21 ნოემბერს ანჩისხატის ტაძარში. გამოსვენება: კვირას, 21 ნოემბერს, 14 საათზე.

ტომარაძე - გვარის 2 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ტომარაძე  რევაზი დეკანოზი
ტომარაძე რევაზი - დეკანოზი.

1930-2021წწ

1889-2021წ. დეკანოზი ანჩისხატი (თბილისი) ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი დაკრძ. იქვე

სრულად ნახვა
ტომარაძე სერაფიმე - ბერი. 2018 წლის 27 აგვისტოს, მცირე სქემაში აღკვეცა. 

2020წ. მდგომარეობით ბერი მზოვრეთი (ქარელი) მამათა მონასტერი

სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.