სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12189

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ქაჯაია  გაბრიელი (ზაზა) იღუმენი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ქაჯაია გაბრიელი (ზაზა) იღუმენი

2008 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა, ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით. 2018 წლის 13 მაისს, დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით; ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის წინამძღვარი,



ქაჯაია გაბრიელი მღვდელმონაზონი, შიომღვიმის მონასტერი (VI ს.) 2005წ. მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 22

დაჯილდოვება
21 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: არქიმანდრიტის წოდებით იღუმენი მელქისედეკი (ხაჩიძე) და იღუმენი ადამი (ახალაძე);
გამშვენებული ჯვრითა და მიტრით -–- დეკანოზი მაქსიმე ფაიქაძე;
გამშვენებული ჯვრით -–– დეკანოზი პეტრე ბარამიძე და დეკანოზი დავით შაქარაშვილი;
ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით – მღვდელმონაზონი გაბრიელი (ქაჯაია);
ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით – მღვდელი გიორგი კუსრაძე, მღვდელი ანტონ გელაშვილი, მღვდელი მიქაელ თევზაძე, მღვდელი გიორგი წურწუმია და მღვდელი ევდემოზ ალელიშვილი. 


დაჯილდოება
13 მაისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -–- ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი გაბრიელი (ქაჯაია); გამშვენებული ჯვრით –– თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ბერბერაშვილი.


მღვდელმონაზონი გაბრიელი _ ერისკაცობაში ზაზა ქაჯაია
_ დაიბადა 1975 წელს. 1995 წლის 1 ივნისიდან 12 ივლისამდე
მონაწილეობდა წმინდა ნინოს გზაზე მომლოცველთა მსვლელობაში, რომელსაც დეკანოზი პავლე ფაჩუაშვილი (ამჟამად კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზი) ხელმძღვანელობდა. 1996 წელს მივიდა ფოკის მამათა მონასტერში, სადაც წინამძღვარმა
მღვდელმონაზონმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) მორჩილად აკურთხა და სახელად ნეოფიტე უწოდა. 1997 წლიდან შიომღვიმის მონასტერშია. 2001 წელს აღიკვეცა ბერად და გაბრიელი ეწოდა. 2002 წლის 21 აპრილს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია ჲჲ-მ აკურთხა დიაკვნად, იმავე წლის 11 აგვისტოს მის მიერვე ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა სამთავროს წმინდა ნინოსა და წმინდა სტეფანე პირველმოწამის (ანტიოქიის) დედათა მონასტრების მწირველ მღვდლად.



ქაჯაია - გვარის 16 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ქაჯაია  გაბრიელი (ზაზა) იღუმენი
ქაჯაია გაბრიელი (ზაზა) - იღუმენი.

2008 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა, ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით. 2018 წლის 13 მაისს, დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით; ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის წინამძღვარი,

სრულად ნახვა
ქაჯაია ლაზარე - დიაკვანი.
ქაჯაია იოსები - მღვდელი. სრულად ნახვა
ქაჯაია იესე - მღვდელი. სრულად ნახვა
ქაჯაია იოანე (ივანე) - მედავითნე. სრულად ნახვა
ქაჯაია გიორგი - მღვდელი.
ქაჯაია სპირიდონ გიორგის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ქაჯაია ევთიმე - მღვდელი. სრულად ნახვა
ქაჯაია ილარიონი - მედავითნე. სრულად ნახვა
ქაჯაია ბასილი - დიაკონი. სრულად ნახვა
ქაჯაია ეფთიმე - მედავითნე. სრულად ნახვა
ქაჯაია ილია - მღვდელი. სრულად ნახვა
ქაჯაია იოანე - დეკანოზი. სრულად ნახვა
ქაჯაია სპირიდონი (იროდიონ) - ბერი. 2006 წლის 3 იანვარს ბერად აღკვეცა სრულად ნახვა
ქაჯაია ანტონ თეიმურაზის ძე - მღვდელი. გარდ. 11/01/1864წ. სრულად ნახვა
ქაჯაია იროდიონ მორჩილი კეთილმოწესე: გუდაურის მონასტერი (2003 წ.) 2005წ. სტეფანწმინდის ეპარქია
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.