
ქაჯაია გაბრიელი მღვდელმონაზონი, შიომღვიმის მონასტერი (VI ს.) 2005წ. მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 22
დაჯილდოვება
21 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: არქიმანდრიტის წოდებით იღუმენი მელქისედეკი (ხაჩიძე) და იღუმენი ადამი (ახალაძე);
გამშვენებული ჯვრითა და მიტრით -–- დეკანოზი მაქსიმე ფაიქაძე;
გამშვენებული ჯვრით -–– დეკანოზი პეტრე ბარამიძე და დეკანოზი დავით შაქარაშვილი;
ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით – მღვდელმონაზონი გაბრიელი (ქაჯაია);
ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით – მღვდელი გიორგი კუსრაძე, მღვდელი ანტონ გელაშვილი, მღვდელი მიქაელ თევზაძე, მღვდელი გიორგი წურწუმია და მღვდელი ევდემოზ ალელიშვილი.
დაჯილდოება
13 მაისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -–- ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი გაბრიელი (ქაჯაია); გამშვენებული ჯვრით –– თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ბერბერაშვილი.
მღვდელმონაზონი გაბრიელი _ ერისკაცობაში ზაზა ქაჯაია
_ დაიბადა 1975 წელს. 1995 წლის 1 ივნისიდან 12 ივლისამდე
მონაწილეობდა წმინდა ნინოს გზაზე მომლოცველთა მსვლელობაში, რომელსაც დეკანოზი პავლე ფაჩუაშვილი (ამჟამად კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზი) ხელმძღვანელობდა. 1996 წელს მივიდა ფოკის მამათა მონასტერში, სადაც წინამძღვარმა
მღვდელმონაზონმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) მორჩილად აკურთხა და სახელად ნეოფიტე უწოდა. 1997 წლიდან შიომღვიმის მონასტერშია. 2001 წელს აღიკვეცა ბერად და გაბრიელი ეწოდა. 2002 წლის 21 აპრილს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია ჲჲ-მ აკურთხა დიაკვნად, იმავე წლის 11 აგვისტოს მის მიერვე ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა სამთავროს წმინდა ნინოსა და წმინდა სტეფანე პირველმოწამის (ანტიოქიის) დედათა მონასტრების მწირველ მღვდლად.