სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11816

მთავარი იუბილარი/ ხსენება

წერეთელი ელისე (დეკანოზი ილია) არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

წერეთელი ელისე (დეკანოზი ილია) არქიმანდრიტი

1942-2021წწ. დაკრძ. ელიას მთაზე მდებარე მონასტრის საძმო სასაფლაოზე

2000-2002წ. წინამძღვარი დეკანოზი თემქა (თბილისი) ღვთიმშობლის შობის ტაძარი

2021წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი სამება (თბილისი) საპატრიარქო ლავრა გარდ. 2021

წერეთელი ელისე არქიმანდრიტი, 1942-2021წწ. ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრი. დაკრძ. ელიას მთაზე მდებარე მონასტრის საძმო სასაფლაოზე

აღკვეცა
4 დეკემბერს თბილისის თაბორის მთაზე მდებარე ფერისცვალების მამათა მონასტერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფიცხალაიშვილი) ბერად აღკვეცა თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის (ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს ეზოში მდებარე) ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ილია წერეთელი და სახელად ელისე უწოდა. იმავე დღეს მამა ელისეს იღუმენის წოდება მიენიჭა.


 საპატრიარქოს უწყებანი N16 8-14მაისი 2008წ გვ. 4

დაჯილდოვება

24 აპრილს ვნების შვიდეულის ხუთშაბათს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, ფეხთბანვის ლოცვის შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა სამტრედიისა და ხონის მთავარეპისკოპოსს საბას (გიგიბერია), ხოლო თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის (ხილიანის ქუჩაზე) წინამძღვარს იღუმენ ელისეს (წერეთელი) — არქიმანდრიტის წოდება.

დაჯილდოება

18 მაისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია IIმ არქიმანდრიტი ელისე (წერეთელი) დააჯილდოვა მეორე ჯვრის ტარების უფლებით, ხოლო მღვდელ-მონაზონი პაისი (ჯანჯღავა) აღიყვანა იღუმენის ხარისხში და დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით.
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.