იუწყება, რომ გარდაიცვალა ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახ. მონასტრის წინამძღვრის იღუმენია მარიამის (ჯაფარიძე) დედა მონაზონი ელენე (ჯიბუტი) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
ჯაფარიძე - გვარის 49 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ეს უნიკალური ფოტო გადაღებულია 1922 წელს მცხეთაში სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვის შემდეგ საკათალიკოსო სახლის წინ. მასზე გამოსახულნი არიან:
I რიგში მარცხნიდან: სვეტიცხოვლის არქიმანდრიტი პავლე (ჯაფარიძე), შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი; ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი იოანე (მარგიშვილი); საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია); ჭყონდიდელი ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე); ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ციცქიშვილი) შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;
II რიგში: სტუდენტი გაბრიელ ჩაჩანიძე (შემდგომში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი); მთავარდიაკვანი სიკო (სიმონ) მონასელიძე; დიაკონი ნიკოლოზი; დეკანოზი ლ. ნათიძე; მღვდელ-მონაზონი ეფრემი (სიდამონიძე), შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ფოტოს მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით ქალბატონ ნანა ძიძოძეს.
ბერი გიორგი (დარჩია) - შემდგომში არქიმანდრიტი და ბერი პავლე (ჯაფარიძე) შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი. ორივე ქართველი ბერი მოღვაწეობდაათონის წმიდა მთაზე, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეში. სამწუხაროდ, იქ შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო ორივეს მოუწია ათონის წმიდა მთის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მამა გიორგი დარჩია მოღვაწეობდა სამეგრელოში. 1930-იან წლებში უღმერთო ხელისუფლებამ დახვრიტა. ხოლო მამა პავლე ჯაფარიძე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარის არქიმანდრიტი იყო. 1924 წელს ხელდასხმულ იქნა წილკნელ ეპისკოპოსად. გარდაიცვალა 1929 წელს. ფოტო მოგვაწოდა ეპისკოპოს პავლე ჯაფარიძის დისშვილმა, ქალბატონმა ჟუჟუნა სიჭინავამ.
ჯაფარიძე ნიკოლოზი - არქიმანდრიტი.
2011 წლის 01 მაისს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. 2014 წლის 21 სექტემბერს, დაჯილდოვდა იღუმენის წოდებითა და ოქროს ჯვრით; 2015 წლის 01 ნოემბერს, დაჯილდოვდა აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში; ზემო მლეთის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი.
1 მაისს გარდაბნის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი მლეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ ნიკოლოზს (ჯაფარიძე), ხოლო დიაკვნად აკურთხა ამავე მონასტრის ბერი პავლე (ტეტელოშვილი).
21 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა ზემო მლეთის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მლვდელმონაზვნებს: პეტრე (თულაძე) და ნიკოლოზს (ჯაფარიძე).
ამა წლის 1 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარვქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, არქიმანდრიტის წოდებით –- მლეთის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენები: პეტრე (თულაძე) ნიკოლოზი (ჯაფარიძე);
ჯაფარიძე ანდრონიკე მედავითნე 1893წ. დოშაყე (მარტვილი) ნათლიმცემლის ეკლესია 1901წ. წაჩხური (მარტვილი) მთავარანგელოზის ეკლესია 1902წ. ნაფიჩხოვო (ჩხოროწყუ) წმ. გიორგის ეკლესია 1892წ. წალენჯიხა მაცხოვრის (საკათედრო) ტაძარი
ჯაფარიძე გიორგი - მღვდელი.
2013 წლის 30 მარტს, დიაკვნად ხელდასხმა. 2015 წლის 20 ივლისს, მღვდლად ხელდასხმა. თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი (ბოგდან ხმელნიცკის ქ.) .
ჯაფარიძე გიორგი, რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელი. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2015. 24–30 ივლისი. N 28 (773). გვ. 6.
30 მარტს მუხათგვერდის ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი საგურამოს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის ბერ-დიაკონ ბასილს (ბუსკივაძე), ხოლო დიაკვნად აკურთხა გიორგი ჯაფარიძე. მღვდელ-მონაზონი ბასილი საგურამოს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს. დიაკონი გიორგი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
20 ივლისს რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, რუსთავის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის (ბოგდან ხმელნიცკის ქ.) დიაკონ გიორგი ჯაფარიძეს (მღვდელი გიორგი იმავე ტაძარში იმსახურებს); ასევე დიაკვნად დაასხა ხელი ზაქარია პაპიაშვილს (დიაკონი ზაქარია თბილისის ზემო ბეთლემის ტაძარში იმსახურებს).
ჯაფარიძე იოანა - სქემმონაზონი.
2014წ. მდგომარეობით სახლში მყოფი მონაზონი
იუწყება, რომ გარდაიცვალა ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახ. მონასტრის წინამძღვრის იღუმენია მარიამის (ჯაფარიძე) დედა მონაზონი ელენე (ჯიბუტი) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.