ფურცელაძე მინადორა (მართა) 1804-1863წწ იღუმენია, სამთავროს დედათა მონასტერი
მინადორა (მართა) ფურცელაძე 1804-1863წწ იღუმენია, დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტერი
მონაზონი მინადორა სამთავროს დედათა მონასტერში 1832 წელს მივიდა, მონაზვნად აღიკვეცა 1844 წელს. 1858-1863 წლებში იყო სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი - იღუმენია. იგი მონასტრის გამგებლად ეგზარქოსმა ისიდორე ნიკოლსკიმ (1844-1868) 1857 წელს დაადგინა, ხოლო იღუმენიის ხარისხში 1858 წლის 6 მარტს აიყვანა. მინადორა ფურცელაძე (საერო სახელი მართა) 1844 წელს მინადორას სახელით მონოზნად აღკვეცა ბერ-მონოზონმა ტარასიმ. იღუმენია მინადორამ თავისი მოღვაწეობის მცირე დროში მრავალი სასიკეთო საქმე გააკეთა. დაკრძალულია სამთავროს ტაძრის სამხრეთ კარიბჭის ეკვდერში. მისი საფლავის ქვა განახლებულია ძველი წარწერით (იღუმენიას უმცროსი და მიტრადორა დაკრძალულია მონასტრის ეზოში წმიდა ნინოს ეკლესიის სამხრეთით ხის ძირას).
წყარო: სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი: samtavro.ge
ფურცელაძე მინადორა/ მართა ავთანდილის ასული -(1902/4 - 1863 წწ.) სამთავროში მოვიდა 1832 წ. მონაზვნად აღიკვეცა 1844 წ. წინამძღვარი, იღუმენია - 1858-1863 წწ.
მონოზონი მინადორა მონასტრის გამგებლად ეგზარქოს ისიდორეს 1857 წელს დაუდგენია, ხოლო იღუმენიის ხარისხში აუყვანია მასვე 1858 წლის 6 მარტს. მინადორა ფურცელაძე 1804 წ. დაბადებულა (საერო სახელი მართა). 1844 წ. მინადორას სახელით მონოზნად აღუკვეცია ბერმონოზონ ტარასის. იღუმენია მინადორა დაკრძალულია სამთავროს ტაძრის სამხრეთ კარიბჭის ეკვდერში. საფლავის ქვა განახლებულია ძველი წარწერით (იღუმენიას უმცროსი და მიტრადორა დაკრძალულია მონასტრის ეზოში წმიდა ნინოს ეკლესიის სამხრეთიღ ხის ძირას).
1857-1863წ.წ. სამთავროს დედათა მონასტერს იღუმენია მინადორა ფურცელაძე (ერში მართა) განაგებდა. მონასტერში 1832 წლის 18 ოქტომბერს მოსულა. 1847 წელს მინადორას სახელით აღუკვეცავს ბერმონოზონ ტარასის.
მონოზონი მინადორა მონასტრის განმგებლად ეგზარქოს ისიდორეს 1857 წელს დაუდგენია, ხოლო იღუმენიის ხარისხში აღუყვანია მასვე, 1858 წლის 16 მარტს.
იღუმენია მინადორას დიდი წვლილი მიუძღვის როგორც მონასტრის სულიერი ცხოვრების წარმართვაში, ასევე სენაკებისა და ობლების სახლის განახლებაში.
იღუმენია მინადორა დაკრძალულია სამთავროს ტაძრის მთავარანგელოზ მიქაელის სამხრეთის კარიბჭის ეგვტერში. საფლავის ქვა განახლებულია ძველი წარწერით.
მონასტერში 1830-იან წლებში მოსულ დედათა სია: მორჩილები: მარია (მინადორა) ავთანდილის ასული ფურცელაძე, დაბადებული 1805 წელს, მოვიდა – 1834 წელს. გვ. 57