თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
დვალიშვილი ილია (გიგა) გიორგის ძე - მღვდელმონაზონი.
დაბ. გორი 1989წ. 2015 წლის 10 მარტს, ბერად აღკვეცა.
დაბადების თარიღი: 1989 წ. 29 ნოემბერი. ქალაქი გორი. 2006-2010 ივ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი. 2011 -2012 წწ. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია. ალევის სამების მამათა მონასტერი, მორჩილი.წინამძღვარი არქიმანდრიტი იოანე სამუშია. 2012 - 2023 შიომღვიმის მონასტერი, 2023 - დღემდე ატენის სიონი. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით მიტროპოლიტმა თეოდორემ 2015 წლის 21 სექტემბერს ხელიდამასხა დიაკვნად, 2018 წლის 11 მარტს მღვდლად.
10 მარტს შიომღვიმის მამათა მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ამავე მონასტრის წინამძღვარმა, არქი–- მანდრიტმა საბამ (ჯიშკარიანი) შეასრულა ბერად აღკვეცის წესი. აღიკვეცნენ ამავე მონასტრის მორჩილები: გურამ მამამთავრიშვილი -–- სახელად ეწოდა გიორგი; ვასილ მელქაძე -–– სახელად ეწოდა იოაკიმე; ზურაბ ბუზალაძე -- სახელად ეწოდა პაისი; გერმანე დვალიშვილი -– სახელად ეწოდა ილია.
2024 წლის 27 აპრილს, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) კაზრეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში დიაკვნად აკურთხა შიომღვიმის მამათა მონასტრის ბერი მაქსიმე (დვალიშვილი).
26 აპრილს ერკეთის მთავარნგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის წევრები: სამონაზვნე ელენე რამიშვილი - სახელად უწოდა სარა, სამონაზვნე თეოდორა ყარეჯიშვილი --– სახელად უწოდა ტაისია, სამონაზვნე ნანა მეტრეველი – სახელად უწოდა ეკატერინე და სამონაზვნე თამარ გელანტია სახელად უწოდა სოსანა. ამავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: ერკეთის მონასტრის მორჩილები: თამარ დიასამიძე სახელად ეწოდა თამარი, ეთერი სიჭინავა -- სახელად ეწოდა ელენე, ჯიხეთის დედათა მონასტრის მორჩილი: ნანი მეფარიშვილი -- სახელად ეწოდა ნანა. მორჩილებად იკურთხნენ ჯიხეთის მონასტრის წევრები: თეონა დვალიშვილი – სახელად ეწოდა თეკლა და ნანა ლომია -– სახელად ეწოდა ნანა. წევრები: თეონა დვალიშვილი – სახელად ეწოდა თეკლა და ნანა ლომია -– სახელად ეწოდა ნანა.
26 იანვარს გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (მარგალიტაშვილი) დიაკვნად აკურთხა ამავე მონასტრის ბერი ნეოფიტე (დვალიშვილი).