სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11815

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ჯანელიძე გიორგი იღუმენი

2010 წლის 23 ნოემბერს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. 2011 წლის 03 ნოემბერს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით.

2010წ. მდგომარეობით იღუმენი ვანისა და ბაღდათის ეპარქია

საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8დეკემბერი 2010წ გვ. 7

23 ნოემბერს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) აკურთხა სოფელ გომის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. წირვის დროს მიტროპოლიტმა საბამ მღვდლად დაასხა ხელი უძლოურის მაცხოვრის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ გიორგის (ჯანელიძე), ხოლო დიაკვნად აკურთხა ამავე მონასტრის ბერი ექვთიმე (ლეჟავა). გომის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დეკანოზი აკაკი ჟვანია დაინიშნა.

საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2011წ გვ.9

დაჯილდოება

3 ნოემბერს სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამლვდელოება და ბერმონაზვნობა: გამშვენებული ჯვრით: დეკანოზი გიორგი იოსებაშვილი, დეკანოზი აკაკი ჟვანია, დეკანოზი დავით ტურძელაძე, დეკანოზი ზაქარია მესხი, დეკანოზი დამიანე ადამია, დეკანოზი ზურაბ ბუაძე და დეკანოზი მატათა ბერიძე; გამშვენებული ჯვრით -– იღუმენი პავლე (გოგიავა); ' ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით მღვდელ-მონაზონი გიორგი (ჯანელიძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -–- მონაზონი სოფიო (კოხრეიძე).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.