სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12002

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ჯანელიძე მაკარი (მიხეილ) სიმონის-ძე არქიმანდრიტი

დაბ. 1813წ. 

მიხეილ ჯანელიძე (მაკარი) წინაპრებიდან ერთ-ერთ გამორჩეულ პიროვნებას წარმოადგენს.

მიხეილ სიმონის-ძე ჯანელიძე, დაბად 1813 წელს (თვე და რიცხვი უცნობია) იგი იყო სიმონის მეოთხე ვაჟი. დედა- მარიამ კაციას-ასული(გვარი უცნობია) მიხეილის ბავშვობის გატარებული წლები დეტალურად ასახულია სიმონის კარ-მიდამოს აღწერილობაში, წიგნში „ალექსანდრე ჯანელიძის მოგონებებში,, (1971 წელი).

მიხეილი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იღებს, ღვთის წყალობის, (წყალობითა ღმრთისათა) ფურცელს, რომელიც ნუსხური დამწერლობითაა დაწერილი. ( ქართული მხედრული დამწერლობა თან ახლავს). „ყოვლითა მკაცრითა განხილვითა გამოვცადეთ და სარწმუნოთა მოწმობათა მიერ რწმუნებულ ვიქმენით მისთვის, ხოლო ამა უმეტეს უწყებითა აღსარებისა მით სულიერისა მამისადმი მისისა, ქუთაისის სობორის მღვდლს გრიგოლ ჩიქვანს ვუსაჯეთ ღირსყოფად წმინდისა იერო დიაკნობის ხარისხი. ჩვენ მიერითა კურთხევითა, ხელ დასმულ ვჰყავთ ქუთაისის საკათედრო წმინდა ხვთისმშობლის საბორზე წმინდა პრო დიაკონად. 1836 წელის 13 მაისს ხელს აწერს წარდგენაზე არხიეპისკოპოსი სოფრონიოსი. (ხვთისმშობლის ტაძარი იყო ქუთაისის ახლანდელი მერიის შენობის ადგილზე, გვერდით დიდი ნიკო ნიკოლაძის ეზო) ( მადლობა გაგა ბრეგაძეს ნუსხური დამწერლობის თარგმნისათვის), როგორც ჩემთვის ცნობილია სხვადასხვა წყაროებიდან მიხეილი იყო საერო სახელი, ეკლესიაში კი მონათლულია, მამა მაკარის,, სახელით. მიხეილს შესანიშნავად იგონებს აკაკი წერეთელი და წიკო ნიკოლაძე . ვკითხულობ ნიკო ნიკოლაძის მოგონებებიდან დავით დადიანის გასვენების შემდეგ მალე გარდაიცვალა მიტროპოლიტი დავითი,

რომელიც აგრეთვე დიდის ამბით წაასვენეს ზემო იმერეთში, მის დასამარხად გამოგზავნეს ეპისკოპოსი ექვთიმე(წულუკიძე), რომელიც მალე მის მაგიერად დაინიშნა იმერეთის ეპისკოპოსად. მისი წირვის დროს მე ხშირად სტიქარს მაცმევდნენ და არქიელის კვერთხს მაძლევდნენ, მის წინ სატარებლად. ეპისკოპოს ექვთიმეს მოჰყვა მთავარი დიაკონი მიხეილ ჯანელიძე, საკვირველი ხმის პატრონი (ტენორი), რომლის წირვას მთელი ხალხი მართლა რომ მოწიწებით ისმენდა. ის ათ წელზე მეტ ხანს ასრულებდა თავის ძნელ სამსახურს, ყველა შემდგომ იმერეთის არქიელებთან.

მისი ხმა, როცა ის სახარებას კითხულობდა, განსაკუთრებით კი დიდი მარხვის პირველი კვირის წირვაზე, ან დიდი ხუთშაბათის ფეხის ბანაზე,- ისეთი გრძნობოთ და პლიერებით იყო სავსე, რომ მსმენელი ცრემლს ვეღარ იკავებდა ზოგი ხმამაღლაც მოთქვამდა. მე მაშინ ტანში ზანალი ამებურძგლებოდა ხოლმე და დიდხანს შეუჩერებლად მაკანკალებდა. გაბრიელ ეპისკოპოზმა. ჯანელიძე რომ მასთან სამსახურში მოხუცდა და დასუსტდა, მას ბერად აღკვეთა ურჩია და ჭელიშის მონასტრის არქიმანდრიტობა ჩააბარა.


ამასთანავე დიდი ამბროსი ხელაიას მოგონებებში ვკითხულობთჭელიშის მონასტრის შესახებ:  1848წელს  არქიმანდრიტ იოანეს წინამძღვრობის დროს, შეუკეთებიათ სამონასტრო ეკლესია, გადაუხურავთ რკინით გაუკეთებიათ ახალი კანკელი, ხატები დაუხატია ვიღაც ანტონ გეგელიძეს ტბილისში, ეკლესიისთვის მიუშენებიათ ეკვდერი, რომელიც მაკარი არქიმანდრიტის წინამძღვრობის დროს მოურღვევიათ, დაუფენიათ ქვის იატაკი, აუშენებიათ ხის სამრეკლო და სამონასტრო ეზო მოუსწორებიათ. ყველა ამ მუშაობისთვის დახარჯულია 633 მანეთი და 40 კაპიკი. ეს ფულები გაუღია სასინოდი კანტორას იმ თანხიდან, რომელიც შემოდიოდა იმერეთის საეკლესიო მამულებიდან. (საქმე 1848 წლის)


ინფორმცია მოგვაწოდა გია ჯანელიძემ.

ჯანელიძე - გვარის 25 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ჯანელიძე მათე დეკანოზი
ჯანელიძე მათე - დეკანოზი.  2020წ  დეკანოზი ოქროს ჯვარი სრულად ნახვა
ჯანელიძე მოსე მღვდელი
ჯანელიძე მოსე - მღვდელი. 2009 წლის 08 ივნისს მღვდლად კურთხევა. სრულად ნახვა
ჯანელიძე გიორგი მღვდელი
ჯანელიძე გიორგი - მღვდელი. სოფ. ზეინდარი (ვანი) წმიდა ნიკოლოზის ტაძარი სრულად ნახვა
ჯანელიძე მარიამნა მონაზონი
ჯანელიძე მარიამნა - მონაზონი. 2008 წლის 27 მარტს მონაზვნად აღკვეცა. მიქაელ მთავარანგელოზის დედათა მონასტერი 2010წ მონაცემი სრულად ნახვა
ჯანელიძე ზენონი - მღვდელი.
ჯანელიძე ივლიტა - მონაზონი.
ჯანელიძე საბიანა - მონაზონი.
ჯანელიძე ბესარიონი - მღვდელი.
ჯანელიძე გიორგი - იღუმენი. 2010 წლის 23 ნოემბერს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. 2011 წლის 03 ნოემბერს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით. სრულად ნახვა
ჯანელიძე მაკარი (მიხეილ) სიმონის-ძე - არქიმანდრიტი. დაბ. 1813წ.  სრულად ნახვა
ჯანელიძე გიორგი - მღვდელი. სრულად ნახვა
ჯანელიძე გიორგი - დეკანოზი. სრულად ნახვა
ჯანელიძე დავითი - მღვდელი. სრულად ნახვა
ჯანელიძე ათანასე - მედავითნე. სრულად ნახვა
ჯანელიძე იაკობ გლახოს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ჯანელიძე იოანე - მედავითნე. სრულად ნახვა
ჯანელიძე იესე მახარობელას ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ჯანელიძე მარკოზი - მღვდელი. სრულად ნახვა
ჯანელიძე პარასკევა - მონაზონი. სრულად ნახვა
ჯანელიძე პეტრე იოანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ჯანელიძე სოლომონი - დეკანოზი. სრულად ნახვა
ჯანელიძე გრიგოლ სიმონის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ჯანელიძე დავითი - დეკანოზი. 2011 წლის 23 იანვარს დაჯილდოვდა: დეკანოზის წოდებით. 2012 წლის 23 დეკემბერს, დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით; სრულად ნახვა
ჯანელიძე ექვთიმე - მღვდელმონაზონი. 2014წ. მდგომარეობით პენსიაზე სრულად ნახვა
ჯანელიძე არსენ მღვდელი გარდაიცვალა გადასახლებაში 1940 -იანი წლები
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.