5 ივლისს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის მედავითნე ზურაბ დავითაშვილი.
დავითაშვილი - გვარის 50 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
16 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი თაბორის მთის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკვან დავითს (დავითაშვილი). მღვდელ-მონაზონი დავითი მარტყოფის ყოველთა წმიდათა სახელობის მონასტერში იმსახურებს.
23 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით: ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, იღუმენი პიმენი (ქარდავა); პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (დასავლეთ ევროპის ეპარქია), იღუმენი ანტონი კანდელაკი; ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური (დასავლეთ ევროპის ეპარქია), იღუმენი მოსე (ჭანკვეტაძე). გამშვენებული ჯვრით — ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით სალაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ვარკეთილის ზემო პლატოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იაკობ უშიკიშვილი. ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — მარტყოფის ყოველთა წმიდათა სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე, მღვდელ-მონაზონი ელისე (აბრამიშვილი); თაბორის მთის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი დავითი (დავითაშვილი).
გარდაიცვალა ანანურისა და მუხრანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრების წინამძღვარი - დეკანოზი ნეოფიტე დავითაშვილი.
ტაძრის წინამძღვარი და მრევლი სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს, მრევლს და ეპარქიას.
ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს განსვენებულის სულს.
დეკანოზი ნეოფიტე (ზურაბი) უშანგის-ძე დავითაშვილი დაიბადა 1961 წ. ქ. თბილისში. დაამთავრა სავაჭრო კოოპერატიული ტექნიკუმი. 1992-1994 წწ. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1997 წ. წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1998 წ. 12 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი.
1998 წ. ფასანაურის წმ. მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს ტაძრის წინამძღვარი. 1998 წ. მუხრანის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი. 2002 წლიდან ანანურის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარია. 2006 წელს მიენიჭა დეკანოზობა, ხოლო 2009 წ. 26 სექტემბერს მიიღო გამშვენებული ჯვრის ტარების უფლება.
დავითაშვილი დემეტრე - არქიდიაკვანი.
2007 წლის 11 ივლისს ბერად აღკვეცა
11 ივლისს თბილისის თაბორის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის _ მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფირცხალაიშვილი) ბერად აღკვეცა თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი დემეტრე დავითაშვილი და სახელად დავითი უწოდა.
15 აგვისტოს, თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა თადეოზმა დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტი კონსტანტინე კავითაშვილი. დიაკონი კონსტანტინე ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში იმსახურებს.
29 იანვარს რუსთავის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის დიაკვან კონსტანტინე დავითაშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებული ლევან კობახიძე. მღვდელი კონსტანტინე თბილისის წმ. არჩილ და ლუარსაბის სახ. ტაძარში დაინიშნა. დიაკვანი ლევანი დიდი დიღმის წმ. ნიკოლოზის სახ. მამათა მონასტერში იმსახურებს.
5 ივლისს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის მედავითნე ზურაბ დავითაშვილი.
დავითაშვილი იოანე დავითის ძე - სოფ. ზემო ნიქოზის მღვდელი. 1889წ 1877, 1908წ. გორი ოქონა, ღვთიმშობლის (საკათედრო) მიძინების ტაძარი 1886წ. ნიქოზი (ზემო, გორი) უფლის ამაღლების ეკლესია, 1916წ. ტყვიავი (გორი) ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია 1901წ. ნაბახტევი (ალის თემი, ხაშური) ნათლიმცემლის ეკლესია
დავითაშვილიალექსანდრე დიმიტრის ძე, მღვდელი, 1869-1910წწ საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2020. 19 ნოემბერი - 2 დეკემბერი. N 12 (953). გვ. 21-24. სოფ. წრომი მოკლეს 1888წ. ძევერა (გორი) წმინდა გიორგის ეკლესია 1902წ. ღოღეთი (ფცის თემი, ქარელი) წმიდა თომა მოციქულის ეკლესია 1905-1909წ. წრომი (ხაშური) მაცხოვრის ამაღლების ეკლესია
დავითაშვილი კონსტანტინე მედავითნე 1895, 1918წ. კარბი (გორი) წმიდა სამების ეკლესია 1889წ. ძევერა (გორი) წმინდა გიორგის ეკლესია 1876წ. ავლევი (ქარელი) ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია
დავითაშვილი ზაქარია მღვდელი 1891წ. ფასანაური (დუშეთი) პეტრე პავლეს ეკლესია 1895წ. ჩირიკი (დუშეთი) ღვთიმშობლის ეკლესია 1900, 1918წ. ხიდისთავი (გორი) წმიდა გიორგის/ახალჯვრის ეკლესია 1888წ. აბისი (ქარელი) წმიდა მარინეს ეკლესია 1888წ. ფცა (ქარელი) ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია
დავითაშვილი გიორგი 1899წ. მედავითნე 1903წ. დიაკონი ვაყა (ხაშური) ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია 1911-1919წ. მღვდელი სამწევრისი (ქარელი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია
7 აპრილს ჯიხეთის ყოვლადწმიდა სამების სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) მონაზვნად აღკვეცა ოზურგეთის რეზიდენციაში არსებული დედათა მონასტრის მორჩილი თეოდორა ფოჩხუა და სახელად მარიამი უწოდა. იმავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილი შორენა ფორჩხიძე (სახელად ემილია), მორჩილი სიდონია მიქაუტიძე (სახელად პარასკევა), მორჩილი ევგენია ურუშაძე (სახელად რიფსიმე) და მორჩილი შორენა დავითაშვილი (სახელად იოანა).
22 მარტს ერკეთის წმინდა მიქაელისა და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის - დედათა მონასტერში შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) მონაზვნად აღკვეცა ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის სამონაზვნეები: რიფსიმე ურუშაძე (სახელად ეწოდა ტაბითა), სამონაზვნე სოფიო დათებაშვილი (სახელად ეწოდა სარა) და ჯიხეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების - სახელობის დედათა მონასტრის სამონაზვნე იოანა დავითაშვილი (სახელად ეწოდა სოფიო).
დავითაშვილი ალექსანდრე - მღვდელი.
2011 წლის 5 მაისს დიაკვნად კურთხევა.
5 მაისს წეროვნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა რევაზ რუხაძე და სახელად ლუკა უწოდა. 6 მაისს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნა' აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიასა დ აკადემიასთან არსებული ფსიქოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის | კურსის სტუდენტი ალექსანდრე დავითაშვილი. დიაკონი ალექსანდრე საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.