გალობა და საეკლესიო ტიბიკონი თეოფანემ გელათის მონასტერში ისწავლა.
1879 წლის 18 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და სალხინოს სულთმოფენობის ტაძარში დანიშნა.
1881 წელს მამის, მღვდელ იოანე ნადირაძის ავადმყოფობის გამო, მეუფე გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძარში მეორე მღვდლად დაადგინა. 1884 წელს, მამის პენსიაზე გასვლის შემდეგ წინამძღვრად დაინიშნა.
1904 წლის 6 მაისს მღვდელ თეოფანეს კამილავკი ეწყალობა.
1895 წელს დიხაშხოს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადაიყვანეს.
1914 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.
1916 წლიდან მამა თეოფანე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ჯერ ვანის, ხოლო შემდეგ ქუთაისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში8.
1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ ამ ტაძრის წინამძღვრად იხსენიება.
XX საუკუნის 20-იან წლებში მღვდელ თეოფანეს დეკანოზის წოდება მიენიჭა. მამა თეოფანეს მოღვაწეობის უკანასკნელი წლები ეკლესიების ნგრევისა და სასულიერო პირთა საყოველთაო დევნის პერიოდს დაემთხვა და ვერც თვითონ და ვერც მისი შვილები გადაურჩნენ ათეისტთა შეურაცხისმყოფელ შემოტევებს.
მამა თეოფანეს ჰყავდა მეუღლე შარინოზ (მელანია) კახიანი და შვილები: სერაფიმა, ნინო, სონია, ლიდა, იოანე, ალექსანდრე და იოსები. იოსები 1937 წელს ყაზახეთში გადაასახლეს, ხოლო ალექსანდრე ამავე წელს კოჯორთან დახვრიტეს.
მამა თეოფანე 1928 წლის 8 თებერვალს გულის შეტევით გარდაიცვალა.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ვანის განყოფილების წევრი (1916-)
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)
დეკანოზი თეოფანე 1856 წლის 2 მარტს ქუთაისის გუბერნიაში, სოფ. დიხაშხოში მღვდლის ოჯახშო დაიბადა. ტრადიციულ სამღვდელო ოჯახში დაბადებული ყმაწვილი ქრისტიანულ გარემოში იზრდებოდა და მანაც თავისი წინაპრების ტკბილი გზა აირჩია. მისი ბაბუა, მღვდელი ონოფრე სიმონის ძე ნადირაძე, 1787 წელს საბატონო ყმის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა სასულიერო წოდებას. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა საერისთაოს სოფლის მღვდელ ზაქარია ლაჭყებიანთან ისწავლა. 1812 წლის 6 დეკემბერს ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) მლვდლად დაასხა ხელი და ტყელვანის წმ. სტეფანეს სახ. ტაძარში განამწესა. 1823-1842 წლებში შეთავსებით მსახურობდა ზენობნის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარში. 1833-1854 წლებში ასევე იყო დვალიშვილების (სულორი) წმ. გიორგის სახ. ტაძარშიც. 1854 წლიდან სალხინოს სულთმოფენეობის სახ. ტაძრის წინამძღვარია. გარდაიცვალა 1859 წლის 17 აპრილს. მისი ოთხი ვაჟიდან ყველა სასულიერო გზით წავიდა: მღვდ. ოქროპირი (1815- 1865წწ., შემდგომში –– ჭელიშისა და გელათის მონასტრების წინამძღვარი, არქიმ. ონიფანტე), მღვდ. სტეფანე, მღვდ. გერასიმე, მღვდ. იოანე.
არქიმანდრიტი ონიფანტე, ერისკაცობაში ოქროპირი, 1815 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1842 წლის 24 ივნისს გორის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ (ჯორჯაძე), რომელიც იმჟამად დროებით იმერეთისა და გურიის ეპარქიებსაც განაგებდა, დიაკვნად აკურთხა და
ვანის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესა.
1844 წლის 21 მაისს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მლვდლად დაასხა ხელი. 1851 წლის 10 მაისს შორაპნის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1854 წლის 28 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. იმავე წელს დაქვრივდა. 1855 წლის 9 თებერვალს ბერად აღიკვეცა, სახელად ონიფანტე ეწოდა და გელათის მონასტრის საძმოში დაადგინეს. 1856 წლის 9 ივნისს ჭელიშის ღვთისმშობლის მიძინების სახ. მონასტრის წინამძღვრად და რაჭის მაზრის საეკლესიო მამულების გამგედ დაინიშნა. 1858 წელს იღუმენის წოდება მიენიჭა. 1859 წლის 3 აპრილიდან არქიმანდრიტია. ჰქონდა ჯილდო –- ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1860 წლის 31 ივნისს გელათის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1863 წლის 31 ივნისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მის დროს გელათის მონასტერში ჩატარდა დიდი სარემონტო-სააღმშენებლო სამუშაოები. 1860 წელს დიდ ტაძარში დააგეს ახალი იატაკი.
1861 წელს ხელახლა გადაიღება ეკლესია-ნაგებობების სახურავები, 1863-1866 წლებში კი აშენდა ქვის კანკელი და შეიცვალა ფანჯრები. არქიმანდრიტი ონიფანტე 1865 წლის 11 სექტემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათის მონასტრის ეზოში.
მღვდელი სტეფანე 1817 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო“ სასწავლებელი. გა-
20-1 საპატრიარქოს უწყებანი N20 30მაისი-5ივნისი 2019წ გვ.18
დეკანოზი თეოფანე ნადირაძე 1856-1928 (გაგრძელება)
ლობა და საეკლესიო ტიბიკონი ვანის ტაძარში ისწავლა. 1845 წლის 6 იანვარს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა და ვანის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესა. 1847 წლის 19 მაისს მღვდლად დაასხა ხელი და ბზვანის წმ. გიორგის სახ. ორშტატიანი ტაძრის წინამძლვრად დაადგინეს. 1855 წლის 8 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. ასევე ჰქონდა ჯილდო – ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1870 წლის 18 ნოემბერს ვანის ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1884 წლის 8 აპრილს სკუფია უბოძეს. 1885 წლის
10 აგვისტოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვარი მიიღო. 1886 წელს რომანეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1887 წლიდან ისევ ბზვანის ტაძარშია, სადაც 1889 წლამდე ჩანს. მეუღლე - აღათი როსტომის ასული (1885 წელს უკვე გარდაცვლილია); ჰყავდა შვილები: ისიდორე, მატრონა, კალისტინა (დაბ. 1857წ.), გალაქტიონი (დაბ. 1859წ.), მღვდელი სვიმონი (დაბ.1861წ.).
მღვდელი გერასიმე 1823 წელს დაიბადა. 1848-1861 წლებში იყო დიხაშხოს, ხოლო 1861-1868 წლებში ზენობნის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძრების წინამძღვარი. გარდაიცვალა 1868 წლის 13 აპრილს ახალგაზრდა ასაკში.
მღვდელი იოანე 1824 წელს დაიბადა. 1850 წელსიმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მღვდლად დაასხა ხელი და ტყელვანის წმ. სტეფანეს სახ. ტაძარში განამწესა.
1851-1861 წლებში ზენობანის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარშიც მსახურობდა. 1862 წლიდან სალხინოს სულთმოფენობის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1884 წლის 2 იანვარს მღვდელი იოანე პენსიაზე გავიდა. ასეთი ბაბუისა და ბიძების ხელში აღიზარდა მომავალი მოძღვარიც, რომელმაც ღირსეულად გააგრძელა მათი დაწყებული საქმე. თავდაპირველად თეოფანემ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, სადაც მხოლოდ ერთი კურსი გაიარა. იმერეთში დაბრუნებულმა გელათის მონასტერს მიაშურა, იქ მხცოვან ბერებთან გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ისწავლა. 1879 წლის 18 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და სალხინოს სულთმოფენობის სახ. ტაძარში დანიშნა. 1881 წლის 8 თებერვალს მამის, მღვდელ იოანე ნადირაძის ავადმყოფობის გამო, ეპისკოპოსმა გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და იმავე ტაძარში მეორე მღვდლად დაადგინა.
1884 წლის 2 იანვარს, მამის პენსიაზე გასვლის შემდეგ, წინამძღვრად დაინიშნა.
დეკანოზი თეოფანე გახლდათ დაუღალავი და კეთილსინდისიერი მოძღვარი. იგი ხშირად ქადაგებდა მრევლში ცრუმორწმუნეობის ასალაგმავად. გაბედულად ილაშქრებდა ეგრეთ წოდებული „დღეობების“ წინააღმდეგ. მისი ქადაგებისა და მეცადინეობის შედეგად სალხინოს
მრევლმა 1891 წელს ახალი ეკლესია ააშენა და გააუქმა წარმართობაში გადაზრდილი დღესასწაული. აი, რას წერდა იგი ერთ-ერთი ასეთი დღესასწაულის შესახებ: „ჩემ სამრევლო სოფ. სალხინოში მკვიდრთა იცოდნენ დღეობა „სულის წმიდის მოფენის დღე“, რომელზედაც
უზომო და უსარგებლო ხარჯი მოსდიოდათ. საშვალო რიცხვით 300 მანეთამდის იხარჯებოდა ყოველ წლობით ამ დღეს სოფელში და, ამავე დროს, ამ სოფლის ეკლესია ერთობ ღარიბი და უვარგისი
იყო. ხალხი ღარიბდებოდა ამ დღის ხარჯით, რომელსაც ზნეობის და მახინჯების მეტი სარგებლობა არ მოქონდა, და ის - ერთადერთი სულიერად ამაყვავილებელი ღვთის სახლი კი უყურადღებობით ინგრევოდა! ადგილობრივ მღვდლის და რამდენიმე კეთილ-პირთა მეცადინეობით ამ სოფლის მკვიდრთა მოსპეს ეს დღეობა და იმ ხარჯით, რაც იმ დღეს მოსდიოდათ, გადაწყვიტეს განაჩენის ძალით თავისი ხის ეკლესიის შეკეთება და გამშვენება. ამჟამად ხსენებული ეკლესია, თანახმად ზემოთქმული განაჩენის ძალით შენდება და მოკლე
დროში მზად იქნება. სალხინოელების მაგალითს მიჰხედეს სოფ. ტობანიერის მკვიდრთა და იქაც გადააგდეს დღეობა „დადექოშა“ 1 სექტემბერი“. XIX ს-ის 90-იან წლებში მღვდელი თეოფანე საგვერდულითა და სკუფიით დაჯილდოვდა. 1904 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1895 წელს დიხაშხოს ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარში გადაიყვანეს.
1914 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1915 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა დიდი ქართველი მგოსანი და ყველასთვის საყვარელი პოეტი
20-2 საპატრიარქოს უწყებანი N20 30მაისი-5ივნისი 2019წ გვ.19
დეკანოზი თეოფანე ნადირაძე 1856-1928 (გაგრძელება)
აკაკი წერეთელი. ასევე ქართველი მწერალი, მთარგმნელი და ჟურნალისტი ნიკა აგიაშვილი (1903-1984წწ.), რომელიც წარმოშობით სოფ. დიხაშხოდან იყო, ასე აღწერს აკაკის გარდაცვალებას: „ერთ-ერთ უახლოესი კვირადღის ჩვეულებრივ წირვაზე, თეოფანე ნადირაძემ არაჩვეულებრივი და მანამდე არნახული საქმე ჩაიდინა. ყველას მოეხსენება, რომ შავი შესამოსელი მხოლოდ დიდი მარხვის პერიოდში უნდა ჩაიცვას მოძღვარმა, იმ დღეს კი დიხაშხოს მრევლი საოცარი ამბის მოწმე და მნახველი გახდა. მამა თეოფანემ გააღო აღსავლის კარები, გამოვიდა საკურთხევლიდან და ყველანი განცვიფრდნენ: მას შავი ხავერდის ფილონი ემოსა და ასე ჩაატარა მთელი მსახურება. წესისამებრ მოიხსენია იმ წელიწადს გარდაცვლილ თანასოფლელთა და ომში დაღუპულ დიხაშხოელ ვაჟკაცთა სულები (უკვე 7-8 თვე იყო, რაც პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა), მათ შორის ხმამაღლა ჩაურთო, მოიხსენია და ღაღადით შეავედრა სამებას აკაკი წერეთლის უკვდავი სული და საქვეყნოდ განთქმული მისი სიტყვა და საქმე. როდესაც წირვა დამთავრდა მან ბევრი ისაუბრა აკაკის ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ, დააყენა იგი დიდი ილიას გვერდით და დასძინა: ისიც (ილია) მზე და სვეტი ნათლისა იყოო ამქვეყნად!... და ბოლოს ერთი პატარა ამბავი გაიხსენა, რომელიც შეიძლება დღეს აღარავის ახსოვდეს: როცა მატარებელი რომელიც აკაკის ცხედარს მიასვენებდა თბილისში გაცდა ლიახვისა და მტკვრის შესართავს და ნელ-ნელა მიუახლოვდა გორის სადგურს, მთავარი ტაძრიდან და სხვა ეკლესიებიდან ერთხმად გაისმა ზართა სამგლოვიარო რეკვა და მთელი ხალხი სწრაფად დაიძრა სადგურისკენ. საყურადღებო ის არის, რომ ამ სანახაობას შიშითა და ძრწოლით უცქერდა იქვე მყოფი პოლიციელთა, ჟანდარმთა, გოროდოვებისა და მეფის მოხელეთა წარმომადგენელნი. როცა ხალხი დაიძრა და მატარებელს მიაშურა, მათ აღარ იცოდნენ, რა ექნათ: ხმლის ვადაზე ხელმომარჯვებულნი თითქოს რაღაცას აპირებდნენ და ვერკი გაებედათ, თანაც შიშობდნენ, ვაითუ, დავაგვიანეთ და რაიმე ცუდი ამბავი მოხდესო, მაგრამ როცა ამოდენა ზღვა ხალხმა პირჯვრის წერით ძვირფასი ცხედრის წინ მუხლი მოიყარა, გაოგნებულმა ჟამდარმებმა და მათმა უფროსებმაც იკადრეს, მყისვე ქუდები მოიშვლიპეს და მათაც პირჯვრის წერით იქვე ჩაიჩოქეს...
რაც შეეხება მამა თეოფანეს შავი ფილონით შემოსვის ამბავს, ეს საქმე გახმაურდა და მოძღვარი ქუთაისში, ეპისკოპოს გიორგისთან (ალადაშვილი) დაიბარეს, სადაც მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. მღვდელი თეოფანე გახლდათ დიდი გულშემატკივარი ყველა ქართული საქმისა და წამოწყებისა. 1915 წელს, როდესაც ქართულ საეკლესიო ჟურნალ „შინაურ საქმეებს“ გაუჭირდა და მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა, მოძღვარი გვერდში ამოუდგა მის რედაქტორს, მღვდელ სვიმონ მჭედლიძეს და გამამხნევებელი წერილიც მისწერა: „დიდი სიამოვნებით ვეგებები თქვენ განზრახვას. არამცთუ ერთი, დარწმუნებით არც ათი ეგზემპლიარის დაკვეთას დამიშლის გული, რომ ნივთიერი ღონე ხელს მიწყობდეს. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რაც შეიძლება გამრავლდეს ხელის მომწერთა რიცხვი თქვენი გამოცემისა. სასირცხვოდ მიმაჩნია, ამაზე თუ ლაპარაკი გვჭირდება. მთელ დასავლეთ საქართველოს სამღვდელოებას ერთადერთი ორგანო გვაქვს და ისიც უნდა მოისპოს ჩვენი გულგრილობით? ნუ თუ ისე დავღარიბდით, რომ ერთ წელიწადში ხუთ მანეთს სამ ვადაზე ვერ გადავიხდით? არა, აქ მიზეზი სიღარიბეში არაა, ჩვენი გულგრილობაა და თან ზოგიერთთა პიროვნული ანგარიშები და, ბოდიშს ვიხდი, ზიგიერთთა უვიცობა, სასირცხო არაა, რომ ეხლანდელი მღვდელი მხოლოდ გაძღომის ფიქრით იყოს გამსჭვალული და მარტო თავის „მე“ ჰყავდეს კერპად! უვიცთ კიდევ ეპატიებათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან, მაგრამ რა ვსთქვათ იმ ზოგიერთებზე, რომლებიც სარკედ უნდა უდგნენ სამწყსოს? ვაი რომ, იმათაც პირველ ხარისხზედ „მე“ ჰყავთ დაყენებული და თითო-ოროლა მონდომილი კაცის კეთილ მისწრაფებას ირონიულად უყურებენ. რა თქმა უნდა, ბუნებრივია თავის „მე“-ს პატივისცემა, მაგრამ ამასაც საზღვარი აქვს, -- ეგოისტობამდი არ უნ-
20-3 საპატრიარქოს უწყებანი N20 30მაისი-5ივნისი 2019წ გვ.20
დეკანოზი თეოფანე ნადირაძე 1856-1928 (დასასრული)
და მიაღწიოს, ქვეყანა და ქვეყნის საქმე ფეხებზე არ უნდა დაიკიდოს. განა მცირე რიცხვია უმაღლეს და საშვალო განათლებულ პირთა ჩვენში...
მაგრამ ამათზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. თუ ღმერთმა ინება და „შინაური საქმეები“ განახლდა, ამაზე იქ ვიბაასოთ შემდეგში“.
1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ ამ ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. 1922/1923 წლებში დეკანოზის წოდება მიენიჭა 1926 წლის 17 თებერვალს შედგენილ ქუთაის-გაენათის ეპარქიის, ვანის ოლქის გრაფაში, სი იფ. დიხაშხოს ეკლესიის გასწვრივ წერია, რომ ტაძარს კრებული არა ჰყავს. როგორც ჩანს სიცოცხლის უკანასკნელი წლები მოხუცებული მოძღვარი ვეღარ ახერხებს მსახურებას მისი მოღვაწეობის უკანასკნელი წლები ხომ ეკლესია-მონასტრების გაუგონარი ნგრევისა და სასულიერო პირთა საყოველთაო დევნის პერიოდს დაემთხვა და ვერცთვითონ და ვერც მისი შვილები გადაურჩნენ ათეისტთაშეურაცმყოფელ შემოტევებს. დეკანოზი თეოფანე 1928წლის 8 თებერვალს გულის შეტევით გარდაიცვალა. ჰყავდა მე; ურრი შარინოზ/მელანია მან უჩარის ასული კახიანი (დ ბ. 1864წ.) და შვილები ერაფიმა (დაბ. 1880წ.), ნინო (დაბ. 1883წ.), სონია, ლიდა, იოანე, ალექსანდრე, იოსები. მისი ვაჟი იოსები 1937 წელს ყაზახეთში გადაასახლეს, ხოლო ალექსანდრე იმავე წელს კოჯორთან დახვრიტეს.