სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12297

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გაბადაძე ლავრენტი  1872-1949წწ დეკანოზი მოღვ. ტყიბული დაკრძ. კუკია გაბადაძე ლავრენტი  1872-1949წწ დეკანოზი მოღვ. ტყიბული დაკრძ. კუკია

1972-1949 წწ. გარდ. -23 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი გაბადაძე სია

ტყიბული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

84       ბეჭდვა

გაბადაძე ლავრენტი 1872-1949წწ დეკანოზი მოღვ. ტყიბული დაკრძ. კუკია

გაბადაძე ლავრენტი – (1872-1949), დეკანოზი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია. ქართულ ენაზე წმ. წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. წლების მანძილზე მედავითნედ მსახურობდა.

1918 წ. მღვდლად დაასხეს ხელი. 1922 წ. ივნისში, კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს, სოფელ ძიროვანის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. XX ს. 20-იან წლებში, სხვა მოძღვართა მსგავსად, მღვდელი ლავრენტიც კომუნისტური ხელისუფლების წნეხის ქვეშ მოექცა. გაფრთხილების მიუხედავად, მას არ მიუტოვებია ეკლესიაში მსახურება და არც ანაფორა გაუხდია. ამის გამო რამდენჯერმე დაარბიეს და დააპატიმრეს კიდეც. 1936 წ. 31 დეკემბრისთვის ჯერ კიდევ მსახურობდა. XX ს. 30-იანი წლების ბოლოს საქართველოში დაიხურა თითქმის ყველა ტაძარი, რის გამოც მღვდელი ლავრენტი იძულებული გახდა დროებით მიეტოვებინა მსახურება. 1944 წლიდან კათოლიკოს-პატრიარქმა წმ. კალისტრატემ (ცინცაძე) მღვდელი ლავრენტი სამღვდელო ხარისხში აღადგინა და ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში საეკლესიო წესების შესრულება დაავალა. 1948 წ. 24 აპრილს დეკანოზის წოდება მიენიჭა. სიცოცხლის უკანასკნელი წელი თბილისში, შვილების ოჯახში გაატარა, სადაც აღესრულა კიდეც. დაკრძალულია კუკიის წმ. ნინოს ტაძრის სასაფლაოზე.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია


დეკანოზი ლავრენტი გაბადაძე ოჯახის წევრებთან ერთად;



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.12.2023
ბოლო რედაქტირება 05.12.2025
სულ რედაქტირებულია 2




ვარლამ პავლეს ძე გაბადაძე 1883-1954წწ მერთლ. მღვდელი დაბ. სოფ. კურსები, ტყიბული

2 0

გაბადაძე ვასილ პავლეს ძე 1875-1958წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. კურსები, ტყიბული

2 0

გაბადაძე სასულიერო გვარი, სოფ. გურნა (ტყიბული)

2 0

გაბადაძე კონსტანტინე პავლეს ძე 1867-1932წწ მღვდელი დაბ. სოფ. კურსები ტყიბული

2 0

გაბადაძე - გვარის 13 ღვთისმსახური

1 0