
დაჯილდოება
25 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -– აბისის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი რაჟდენი (აბუაშვილი); მიტრით –- რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ბერელაშვილი; ბებნისის წმ. თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დიმიტრი ბიხანაშვილი; ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ტურძელაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -–– ცერონისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ კიკნაძე; რუისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ლუკა ხუნდაძე; ახალსოფლის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი არსენ ბენიძე.

ბიხანაშვილი დიმიტრი დეკანოზი; მსახურობს სოფ. ბებნისი ქარელი რუის ურბნისის ეპარქია 2020წ.
მიხანაშვილი დიმიტრი დეკანოზი, ურბნისისა და რუისის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.54 მოხს. 2012 წელსაც
სტატია ულუმბოს ეკლესიაზე
ვიდეო
მიხანაშვილი დიმიტრი დეკანოზი დაბ. ქარელი, 2008წ. ბებნისი (ქარელი) თეოდორე ტირონის ეკლესია, წმიდა ნიკოლოზის ეკლესია