
გუნია ბიძინა დეკანოზი დაბ. 1956წ. ორი გამშვენებული ჯვრის და მიტრის ტარების უფლება
საპატრიარქოს უწყებანი N36 16-22 ოქტომბერი 2008წ გვ. 7
ხელდასხმა
14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სოლოლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია გამშვენებული ჯვრით, ენქერითა და მიტრით დააჯილდოვა და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. ამავე დღეს საქართველოს პატრიარქმა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მღვდელი მიქაელ ბუკია — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით დააჯილდოვა.
საპატრიარქოს უწყებანი N41 27ნოემბერი-3 დეკემბერი 2008წ გვ. 6
დაჯილდოება
22 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ტაძრის მღვდელმსახურნი: წინამძღვარი, დეკანოზი ბიძინა გუნია, დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი და დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი.
საპატრიარქოს უწყებანი N 12 1-6 აპრილი 2008წ. გვ. 6
წინამძღვრად დანიშვნა
30 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ბიძინა გუნია დაინიშნა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად,


ინფორმაცია და ფოტო მოგვაწოდა ნათია ტრისტანის ასულმა ხანიშვილი. მრევლი.
2011 წელს მიენიჭა თსუ-ს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი (თემა: "საპასექო გამოთვლები "მცხეთის დავითნის" A-38 ხელნაწერის მიხედვით"); 2013 წელს მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი (თემა: "წელიწადის ცნების თეოლოგიური ასპექტები და საეკლესიო კალენდრის მოდელირების საკითხი"); 2013 წელს აირჩიეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორად; 2013 წლიდან არის თბილისის სასულიერო აკადემიის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი.
საეკლესიო მორჩილებები: 1990-1992წწ. იყო სტიქაროსანი და მედავითნე თბილისის კლდის უბნის წმ. გიორგის სახ. ეკლესიაში; 1991-1994წწ. სეფისკვერების მცხობელი თბილისის სასულიერო აკადემიაში; 1993-1998წწ. ვაჟ მგალობელთა გუნდის რეგენტი თბილისში ჩუღურეთში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში; 1992-2002წწ. თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის მედავითნე.
ხელდასხმა, სასულიერო ხარისხი და დაჯილდოება: 2002 წლის 17 თებერვალს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად; 2002 წლის 22 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა მღვდლად; 2006 წელს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში; 2008 წლის 15 ოქტომბერს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით; 2008 წლის 9 დეკემბერს დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
სატაძრო მსახურება: 2002 წლის 17 თებერვლიდან 8 დეკემბრამდე თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის დიაკონია; 2002-2003წწ. თბილისის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის მღვდელმსახური; 2003-2008წწ. სოლოლაკში მდებარე ამღლების ტაძრის წინამძღვარი; 2008-2010წწ. თბილისის ქვაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარი; 2010-2012წწ. თბილისის წმ. სამების ლავრის მღვდელმსახური; 2012 წლიდან თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის წინამძღვარი.
საგანმანათლებლო დატვირთვა: 1994 წლიდან ლიტურგიკის ლექტორი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიაში; 1994 წლიდან მედავითნეობის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი; 1997-2006წწ. ლიტურგიკის ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის თეოლოგიის სპეციალობაზე; 2001-2003წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის ლექტორი; 2008-2015
წწ. სოხუმის სახ. უნივერსიტეტის თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
არასაგანმანათლებლო დატვირთვა: 2010 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახ. განათლების ცენტრის საპატრიარქოს სკოლებთან ურთიერთობის კოორდინატორი; 2022 წლიდან საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე; სამეცნიერო კვლევის სფეროები: ლიტურგიკა, ლიტურგიკული ღვთისმეტყველება, საეკლესიო კალენდარი, პასქალიონი, საღმრთისმსახურო ტიპიკონები. ამ სფეროებში გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები და პუბლიკაციები.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
გელათის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2012-)
ბიბლიოგრაფია
ლიტურგიკული კრებული : მოკლე საცნობარო კურსი : ლიტურგიკით დაინტერესებულ პირთათვის (შემდგენელი) // № 3. - თბილისი, 2019. - 198გვ.
წელიწადის ცნების თეოლოგიური ასპექტები და საეკლესიო კალენდრის მოდელირების საკითხი = Теологические аспекты понятия года и вопрос моделирования церковного календаря = Teological aspects of the concept of a year and issue of modeling of ecclesiastic calendar (ავტორი). - თბილისი, 2012. - 116გვ.
იულიუსის კალენდრის საკითხისათვის (ავტორი). - თბილისი, 2007. - 116გვ.