
ავთანდილ საყვარელიძე დაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი.
დაამთავრა ნოვოსიბირსკის ელექტროტექნიკური ინსტიტუტის ელექტრონული ტექნიკის ფაკულტეტი 1983 წელს.
1983-1990წწ. თბილისის ქარხანა "ეგტ": 1983-1984წწ. ინჟინერ-კონსტრუქტორი, 1984-1985წწ. მარეგულირებელი, 1985-1987წწ. კომკავშირის მდივანი, 1987-1988წწ. პარტიული კომიტეტის მდივანი; 1990 წლიდან ეწევა ბიზნეს საქმიანობას: 1990-1991წწ. ს.გ. "ორიონი" გენერალური დირექტორის მოადგილე; 1991-1995წწ. წწ. შპს "ბაასის" გენერალური დირექტორი; 1993-1995წწ. "ჯორჯიანტრანზოილი"-ს ვიცე პრეზიდენტი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი გლდანის №10 საარჩევნო ოლქიდან. გამოქვეყნებული აქვს ორი ნაშრომი საქართველოში ქვანახშირის მრეწველობის განვითარების შესახებ.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 293; საქართველოს პარლამენტის ვებგვ ერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 308
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
"თი-ჯი თრეიდი" სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (2000-2005)
ოლიმპიური თამაშები "ატლანტა 96" სამთავრობო კომისია, წევრი (1994-1996)
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, პრეზიდენტი (1995-1997)
საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი , წევრი (1995-1999)
საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "იმედი", წევრი (1995-1999)
საქართველოში ჰიდრორესურსების განვითარების სამთავრობო კომისია, წევრი (1994-1996)
სს "ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა" სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (2005-2008)
შპს "ა.ს. ჯგუფი 1990" სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (2013-)
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00002992/