
შალიკაშვილი ღვთისო, მღვდელი. ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი 2010წ. ვიდეო
შალიკაშვილი საბა არქიმანდრიტი ქაშვეთის ტაძრის წინამძღვარი (მანამდე ღვთისო დეკანოზი) მღვდლად ხელდასხმა 1987 წლიდან. გარდ. 2018წ. დაკრძ. იქვე 1990-იანი წლები თბილისი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
საპატრიარქოს უწყებანი N41 27ნოემბერი-3 დეკემბერი 2008წ გვ. 6
დაჯილდოება
22 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ტაძრის მღვდელმსახურნი: წინამძღვარი, დეკანოზი ბიძინა გუნია, დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი და დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი.
აღკვეცა
18 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ბერად აღკვეცეს ქაშვეთის დეკანოზი მამა ღვთისო შალიკაშვილი და არქიმანდრიტი საბა უწოდეს.

2000-იანი წლები
მარცხნიდან სხედან პირველი რიგი; პროტოდიაკონი ღვთისო შემდგომ დეკანოზი და შემდგომ არქიმანდრიტი საბა შალიკაშვილი. დეკანოზი გრიგოლი გოცირიძე ვორონცოვის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.
მეორე რიგი მარცხნიდან. არქიმანდრიტი დავით ბუჩუკური,დეკანოზი ზურაბ სირაძე,დეკანოზი რევაზი ტომარაძე და დეკანოზი გიორგი ბარათაშვილი.
ფოტო და ანოტაცია მოგვაწოდა ივა ჭკადუამ.