


1888წ. ქვითაულის (ტამიში) წმიდა გიორგის ეკლესიის მღვდლის დიმიტრი ხონელიძის ნამსახურების ნუსხა:
ქვითაულის წმიდა გიორგის მღვდელი დიმიტრი ეფთიმეს ძე ხონელიძე დაიბადა გლეხის ოჯახში. მღვდელმსახურება შეისწავლა ქართულ ენაზე ქუთაისში, 08 დეკემბერს განწესებულ იქნა საბერიოს წმიდა გიორგის ეკლესიაში მედავითნეთ.
1883 წელს იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის მიერ ხელდასხმულ დიაკვნად ოქუმის ხარების სახელობის ეკლესიაში.
1886 წლის 21 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა აკურთხა მღვდლად და მღვდელთმსახურებას შეუდგა ოქუმის ხარების სახელობის ეკლესიაში. გააჩნია მღვდელმსახურის სიგელი.
1888 წლის ჩნაწერის მიხედით არის 33 წლის.
მისი მეუღლე მარიამ 28 წლის.
შვილები:
ივანე 5წ.
ლავრენტი 3წ.
მარიამი 9წ.
მღვდელმსახურებას ასრულებს კეთილსინდისიერად;
გასამართლებული არ ყოფილა.
გააჩნია მემკვიდრეობით მიღებული მამული.
1989 წელს გადაყვანილ იქნა სოფ. ჭუბურხინჯის (გალი) ილია წინასწარმეტყველის მშენებარე ეკლესიაში, რომლის მოძღვარიც იყო 1924 წლამდე.

შვილი ვანო დიმიტრის ძე ხონელიძე დაბ. 1883- 1924 წწ.

შვილიშვილი ლეონტი ვანოს ძე 1914-1976 წწ,
დიმიტრი და ვანო მეუღლეებით დაკრძალულები არიან ჭუბურხინჯის ეკლესიის ტერიტორიაზე, ლეონტი გალში ქალაქის სასაფლაოზე,
დიმიტრის მამა, ექვთიმე და თვით დიმიტრი დაბადებული არიან, ვანის რაიონი, სოფ. ამაღლება.

შვილიშვილის შვილი გივი ლეონტის ძე დაბ. გალი 1947წ.
მეუღლე მანანა იასონის ასული ჩხეტიანი დაბ. ცაგერი 25 ოქტომბერი 1953წ. (მოგვაწოდა ინფორმაცია)

შთამომავალი: ხონელიძე შიო (ლევან) გივის ძე მღვდელმონაზონი დაბ. 21 მარტი 1983წ. ბერდიაკვნად ხელდასხმა 2017 წლის 29 იანვარს. ქანდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. მამათა მონასტერი; მღვდელმონაზვნად ხელდასხმა 2025წ. მუხათგვერდის მამათა მონასტერი.