მღვდელი მიქაელი, ერისკაცობაში მამუკა გულივერის ძე ჯიბლაძე, დავიბადე 1964 წლის 19 მაისს ქალაქ აბაშაში. მყავს მეუღლე ინდირა თოფურია- პედაგოგი. შვილები: მარიამი, ლაზარე, მართა, იოანე.
1981-1986 წლებში ვსწავლობდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
1990-1992 წლებში ვსწავლობდი ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლეს სკოლაში.

2007 წლის 28 ოქტომბერს ჭყონდიდის ეკლესიაში აკურთხეს სამღვდელო დიაკვნად.
2008 წლის 15 ივნისს მარტვილის საკათედრო ტაძარში მღვდლად კურთხევა, დადგინდა სუჯუნის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად.
2012 წლის ოქტომბრიდან დადგენილია სოფ. მაცხოვრისკარის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვრად, სადაც მსახურობს დღემდე.
ჯიბლაძე მამუკა სამღვდელო დიაკვნად კურთხევა საპატრიარქოს უწყებანი. 2007. - 1-7 ნოემბერი. მთავარეპისკოპოსი პეტრე (ცაავა).
საპატრიარქოს უწყებანი N23 26ივნისი-2ივლისი 2008წ გვ. 8
ხელდასხმა
15 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, ჭყონდიდელმა მთავარეპისკოპოსმა პეტრემ (ცაავა), მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ მიქაელ ჯიბლაძეს. მღვდელი მიქაელი სუჯუნის წმინდა გიორგის სა- ხელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
2021წლის 10 იანვარს, ყოვლადუსამღვდელოესმა ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) ლიტურგია აღასრულა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრის კარის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიაში. წირვის დასასრულს, მეუფე გრიგოლმა დალოცა ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი მიქაელ ჯიბლაძე და მრევლი.