ნაკაიძე გერასიმე მანასეს ძე მღვდელი დაბ. 1879წ. ნატანები (საღმერთო, ოზურგეთი) 1900წ იოანე ნათლისმცემლი სოფ. ნატანები, გუმბათი. თბილისი, 2008. 1987-5819 14-20 აპრილი, N15 (29), გვ.14-15
დეტალები მამა გერასიმეზე: დაიბადა 1878. სწავლობდა ჯერ ოზურგეთში და შემდეგ ქუთაისში სასულიერო სასწავლებელში. საფიქრებელია, რომ მინიმალური სამედიცინო განათლებაც ქონდა, რადაგან მთელ კუთხეს მკურნალობდა. მაშინ მალარიას ებრძოდნენ. უხმობდნენ "გერასიმე მკურნალს". 1897 გახსანა სკოლა საკუტარ სახლში, მამის დიაკვან მანასეს აშენებულ ოთხთვლიან ოდაში. სოფელში შემოქონდა სუბტროპიკული მცენარეების ნერგები და ხალხში ავრცელებდა.
1902 დაქორწინდა. მეუშლესტან ნატალია ქარივაძესთან ერთად შეეძინათ 6 შვილი, პირველი 1903 წელს: თამარი, ლეონილა, შალვა, ივანე [ვანო], ქეთევანი [ქეთო], პახუმი.
მღვლად ქორწინების შემდეგ აკურთხებდნენ, ოღონდ რომელ წელს არ ვიცით. ისე მაგ პერიოდში ალექსანდრე ეპისკოპოსი , ოქროპირიძე იყო გურიის. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი. იფარავდა და პატრონობდა რუსული ცარისტული რეჟიმის მიერ დევნილ აქტივისტებს. შვილები პახუმი და შალვა დააპატიმრეს 1924 წლის აჯანყებისადმი ტანაგრძნობის ბრალდებით. მოგვიანებით გაანთავისუფლეს, "ბაღნებიაო". თუმცა რეალურად, ვირაც ნაცნობ ბოლშევიკს გადაურჩენია [ეს ცნობა დაუდასტურებელია]. 1931 წელს ხის ეკლესია დაანგრიეს სამხთოზე, მამა გერასიმე გაასარმათლეს და აჭარაში, ქობულეთში გაასახლეს. 1938 წელს ტროიკამ გადასახლება მისუაჯა ყაზახეთში. გულაგში 9 თვე იცოცხლა. შემდეგ სასიკვდილად სცემეს, დაკრზალეს საერთო სამარეში. რეაბილიტაცია ხრუშოვის პერიოდში მოხდა, თუმცა გადმოსველება ვერ მოხერხდა. იმ სამარეზე საერთოდ რაღაც სენობა აუგიათ კომუნისტებს.
მეუღლე ნატალია (ატა) ქარცივაძე
სამოქალაქო ტანსაცმელში, სოფლიდან გასახლების მერეა გადაღებული. ჯერ აჭარაში გაასახლეს, ოჯახს მოწყვიტეს. რამდენიმე წელი ქობულეთში იყო. 38-ში ტროიკამ ყაზახეთი მიუსაჯა. იქ მოკლეს, წამებით და ცემით.
საერთო სამარხშია დაკრძალული
მანასე, გერასიმეს მამა. დიაკვანი იყო. 80 წელი ვერ შეუსრულდაო, ასე იტყოდნენ ხოლმე უფროსები
შალვა გერასეიმეს ძე 1909-1990. დაკრძალულია ზემო ნატანებში. ამავე ფოტოზეა გერასიმე (შალვას ვაჟი), მცირეწლოვანი და ბებია თამარ გოგუაძე
გერასიმე შალვას ძე ნაკაიძე 1947 28 ოქტომბერი 2019 5 ივლისი, დაკრძალულია ზემო ნატანები (სამხთო)
სქემა ასეთია:
ხახუტა ნაკაიძე (პირველად დასახლდა სამხთოზე, მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსკენ მოვიდა ბახვიდან, სადაც ნაკაიძეების ძირი მამულია).
დავით ხახუტას ძე ნაკაიძე
დიაკვანი მანასე დავითის ძე ნაკაიძე
მამა გერასიმე მანასეს ძე ნაკაიძე
შალვა გერასიმე ძე ნაკაიძე
გერასიმე შალვას ძე ნაკაიძე
შალვა გერასიმეს ძე ნაკაიძე
შალვა გერასიმეს ძე ნაკაიძე დაბ. 1976წ.
შალვას შვილი გიორგი ნაკაიძე
მამა გერასიმე ნაკაიძის შესახებ მცირე რამაა ცნობილი. თვით ოჯახის წევრებიც კი მას ფოტოებითა და მწირი ინფორმაციით იცნობდნენ.
მამა გერასიმემ წარმატებით დაამთავრა ჯერ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ ქუთაისის სასულიერო სემინარია. იყო ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი და საღმრთოს (ზემო ნატანების) ეკლესიის მოძღვარი.
1898 წელს მამა გერასიმემ, მამა ანტონის თანადგომით, დააარსა საღმრთოს ორკლასიანი სკოლა, რომლის პირველი გამგე და მასწავლებელიც თავად იყო. იგი ხალხს ჭირსა და ლხინში გვერდით ეგდა. მაშინ, როცა გურიის სოფლებში მალარია მძინვარებდა, მამა გერასიმე თავისი ცხენით შემოივლიდა ხალხს და სათანადო მკურნალობას უწევდა ყოველგვარი საფასურის გარეშე.
ღირსი მამა, საღმრთოს ეკლესიის მოძღარი და ორკლასიანი სასწავლებლის გამგე-მასწავლებელი იყო 1921 წლამდე. ბოლშევიკების რეჟიმის გამარჯვების შემდეგ, როდესაც მათ დაანგრიეს საღმრთოს ეკლესიის შენობა, ნანგრევები ნატანების კოლმეურნეობის ასაშენებლად გამოიყენეს. ფაქიზად მოვლილი ძვირფასი საეკლესიო ნივთები, ხატები და ჯვრები გაანადგურეს და დაიტაცეს, წიგნები კი საჯაროდ დაწვეს. არც ეკლესიის ზარი დაინდეს, ჯერ სკოლის შენობაში ჩამოკიდეს, შემდეგ კი ხევში გადააგდეს, რადგან ზარის წკრიალა ხმა ელექტროზარმა შეცვალა. ასე რომ, ის წმინდა ზარი რელიკვია „უგულო ადამიანებმა“ უფუნქციო გახადეს.
როგორც ვხედავთ, თებერვლის სუსხი ერთ დროს რელიგიურად დაწინაურებულ მიქელ-გაბრიელსაც მწვავედ მოხვდა. ამის შემდეგ მამა გერასიმეს აქ აღარ დაედგომებოდა და აჭარაში გადავიდა, თუმცა ამ კუთხემაც ვერ შეიფარა დევნილი მოძღვარი. იგი ჯერ რუსეთში, შემდეგ კი შუა აზიაში გადაასახლეს. როგორც გავიგეთ,
ძლიერ ფიზიკურ შეურაცხყოფას ვერ გაუძლო და მოწამეობრივად აღესრულა.
წლების მანძილზე ნაკაიძეების ოჯახი განიცდიდა დევნას, „ხალხის მტრის“ შთამომავლებს ალმაცერად უყურებდნენ კომუნისტები. სტალინის სიკვდილის, ანუ, როგორც ამბობენ, „პიროვნების კულტის’’ დამხობის შემდეგ, ბევრ სხვა რეპრესირებულ ოჯახს შორის ნაკაიძეებსაც „მიუტევეს“, „აპატიეს“ წარსულის შეცოდებანი.
ას წელზე მეტი ხნის ს.ზემო ნატანების საჯარო სკოლას (ყოფილ საღმრთოს ორკლასიან სასწავლებლის ბაზაზე შექმნილს) 1898 წელს მიენიჭა ღირსი საეკლესიო პირის, მამა გერასიმე ნაკაიძის სახელი.