ლეონტი (ლეონ) ზაქარიას ძე ბაქრაძე 1829-1907წწ არქიმანდრიტი დაბ. უჯარმა (საგარეჯო)
საპატრიარქოს უწყებანი N4 31იანვარი-6თებერვალი 2019წ გვ.18
არქიმანდრიტი ლეონტი (ბაქრაძე) 1829-1907
არქიმანდრიტი ლეონტი, ერისკაცობაში ლეონ ზაქარიას ძე ბაქრაძე, 1829 წელს თბილისის მაზრის სოფ. უჯარმაში, ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. იგი გახლდათ ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგისა და ეთნოგრაფის, სანკტპეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, დიმიტრი ბაქრაძის (1826- 1890წწ.) უმცროსი ძმა. ბაქრაძეების ეს შტო წარმოშობით ხაშურის რაიონის სოფ. ოსიაურიდან იყო. თავად არქიმანდრიტი თავისი წინაპრების სოფ. ხაშმში გადმოსახლების ამბავს ასე გვიამბობს: „პაპაჩვენი ანდრია პატარაობისას ლეკებს მოუტაცნიათ ოსიაურიდან და ტყვედ წაუყვანიათ. საბრალო დედამისი, რომელსაც იმის მეტი შვილი არა ჰყოლია, გადასულა ლეკებში დედისერთა შვილის ტყვეობიდან გამოსახსნელად, რასაკვირველია, არა სასყიდლით, რადგანაც ღარიბი ყოფილა, არამედ ხვეწნითა და მუდარით. ლეკებს შეუბრალებიათ საწყალი დედაკაცი, ვინ იცის, საიდან მოსული და რამოდენა ჭირისა და ვაგლახის მნახველი იმსიშორე გზაზე, და როგორც იყო, შვილი დაუნებებიათ დედისათვის. ამბობენ, ვითომც მაშინდელს იმამს ჩაჰვარდნია შეწუხებული დედა ფეხქვეშ თხოვნითა და ვედრებით და იმას შეუწყალებია და შვილი უჩუქებია. როცა დედას შვილი წამოუყვანია, გამოუვლია კახეთი, გადმოსულა გომბორს და ჩამოსულა ხაშმში.
გაციფრულებული სრული ვერსიაზე წვდომა შევზღუდეთ სტატიის ავტორის თხოვნით.