ზაზა ჯაფარის ზე ჯანხოთელი დაიბადა 1963 წლის 7 იანვარს.
სვანეთში.სოფ. ჩიხარეშში.ბავშობიდან სანიმუშო ყოფა_ქცევით გამოირჩეოდა. წარმატებით აქვს მოხდილი სამხედრო სამსახური.ზაზამ თავისი ახალგაზრდობის წლები აფხაზეთში გაატარა. აფხაზეთის ომის დაწყების დღიდან ყველა საომარ მოქმედებაში აქტიურად იყო ჩართული.იბრძოდა წინა ხაზზე.იყო სნაიპერი.აფხაზებს მის დაჭერაზე ჯილდოც ჰქონიათ დაწესებული. ზაზა ჯანხოთელს ახასიათებენ როგორც გამორჩეული სულის კვეთების,ძლიერ და უღალატო ადამიანს,მეომარს. ერთ ერთი შეტაკების დროს ზაზა დაჭრილა,ტყვედაც ჩავარდნილა,თუმცა ჰოსპიტალში მოხვედრის შემდეგ გამოჯანმრთელებას არ დალოდებია და გაქცეულა სამშობლოსთვის სისხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებო . ზაზა ჯანხოთელი იბრძოდა გია ყარყარაშვილის რაზმ "თეთრ არწივში",წინნა ხაზზე. 1993 წლის ივნისის თვეში, სოფელ შრომა_ზეგნის ტერიტორიაზე
ზაზა ჯანხოთელი და მისი რაზმი მტერს ალყაში მოუქცევია,რა დროსაც ზაზა დაჭრილა და თანამებრძოლებისთვის დახმარება უთხოვნია,ზაზა არ მიუტოვებია მის უღალატო მეგობარს,თანამებრძოლს გელა დანელიას და მის დასახმარებლად მიბრუნებულა.იმ დღიდან მათი კვალი ქრება. დღემდე არც ცოცხალი და არც გარდაცვილი არავის უნახავს.არ არსებობს მათი საფლავები. ზაზას მეუღლე და 1 შვილი დარჩა.
ლეილა გრიგოლის ასული გავაშელი. 1941წ. 10 მაისი. რაჭაში დაიბადა.სოფელი ღები. (ოთხი ვაჟის დედა)
ფოტოები და ინფორმაცია მოგვაწოდა მარიამ მაიზერის ასულმა ჯანხოთელმა (ძმის შვილი)
ოჯახთნ დაგვაკავშირა: ოზურგეთის ვეტერანთა დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა გელა ბიჭიკოს ძე ბაქანიძემ;
1963 7 იანვარი გურია სოფ მახარაძე 1993 15 ივნისი სოხუმი სოფ შრომა-ზეგანი.
მე-2 საარმიო კორპუსის 23 ბრიგადის გაგრის მე4 ბატალიონი ს/ნ 55090 მეორე ასეულის ზემდეგი (მ. ჭელიძე)
გაგრის რაიონი დაბა ბიჭვინთა აგრბას N2 "ბ" 55
ოზურგეთი სოფ. მაკვანეთი. სოფ. ცხემალისხიდი
რაჭა-ლეჩხუმი ლენტეხის რაიონი დაბა ლენტეხი.
ინფორმაცია მოგვაწოდა ლალი ცერაძემ აფხაზეთის ომის მკვლევარი.
ზურაბ ჯანხოთელი. (ალალი ბიძაშვილი)
აფხაზეთის ომში 26 ოზურგეთელი ჯარისკაცი დაიღუპა, ესენია: მერაბ ვასაძე, ჯონდო ვასაძე, ბესო ვასაძე, არტურ აივაზიანი, დიმიტრი თალაკვაძე, ედვარდ თავაძე, ზურაბ მახარაძე, თამაზ რამიშვილი, ხვიჩა ღლონტი, ზაზა ჯანხოთელი, აკაკი მიმინოშვილი, გაიოზ სეფერთელაძე, მამუკა ცეცხლაძე, გოჩა სალუქვაძე, ირაკლი ბაქანიძე, ზურაბ წიქარიძე, ბორის მარგველიანი, გრიგოლ გოგელაშვილი, გოჩა შილაკაძე, ჯემალ დუმბაძე, ზურაბ ჭელიძე, ალექსანდრე კრუნტიანი, ზვიად მახარაძე, ლევან ბერაძე, ზვიად მახარაშვილი და თამაზ მალაზონია. 27 სექტემბერი, 2025 წელი;