სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12406

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
დეკანოზი მიქაელი (კირვალიძე) დაბ. სოფ. სხვიტორი (საჩხერე) 1966წ. დეკანოზი მიქაელი (კირვალიძე) დაბ. სოფ. სხვიტორი (საჩხერე) 1966წ.
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კირვალიძე სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

77       ბეჭდვა

დეკანოზი მიქაელი (კირვალიძე) დაბ. სოფ. სხვიტორი (საჩხერე) 1966წ.

დეკანოზი მიქაელი (კირვალიძე) . დაბადების თარიღი და ადგილი: 1966 წლის , 1 ივლისი. სხვიტორი.

დიაკვნად ხელდასხმა  1993 წლის 27 მაისი.

მღვდლად კურთხევა  1994 წლის 12 ივნისი.

დეკანოზის ხარისხი  2000 წლის 4 აპრილი.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა 2013 წლის 24 მარტს.

2023 წლის 13 დეკემბერს დაჯილდოვდა მიტრით.

2024 წლის 20 ივნისს მიენიჭა ორი ჯვრის ტარების უფლება.

ამჟამად გახლავთ სხვიტორის მაცხოვარის ამაღლების და ჩიხის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრების წინამძღვარი.



კირვალიძე მიქაელ დეკანოზი, ჭიათურის და საჩხერის  ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.69

2024 წლის 20 ივნისს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ჭიათურის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარში დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები:

არქიმანდრიტი ზოსიმე (ყაველაშვილი) დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

დეკანოზი მიქაელ კირვალიძე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

დეკანოზი თადეოზ სარალიძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.



დაჯილდოება
24 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია I-მ დააჯილდოვა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ბიძინა (ქობალია); გამშვენებული ჯვრით -- სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ კირვალიძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის მლვდელმსახური, მღვდელი თადეოზ სარალიძე.


წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ.  41

დეკანოზი მიქაელი (კირვალიძე) დაიბადა 1966 წლის 1-ელ ივლისს საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში.
1983 დაამთავრა სოფ. სხვიტორის საშუალო სკოლა.
1983-85 წლებში იყო საჩხერის წმ. ნინოს ტაძრის სტიქაროსანი.
1985-87 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1987-1990 წლებში კვლავ საჩხერის წმ. ნინოს ტაძრის სტიქაროსანია.
1990-93 მოღვაწეობდა სოფ. კაცხის მაცხოვრის შობის ტაძარში მედავითნედ.
19932 წლის 27 მაისს აწ განსვენებულმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა დიაკვნად. 
1994 წლის 12 ივნისს მღვდლად დაასხა ხელი და დანიშნა სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვრად.
1997 წელს მიიღო ოქროს ჯვრის ტარების უფლება.
2000 წლის 4 აპრილს მიენიჭა დეკანოზის ხარისხი.
2013 წლის 24 მარტს, მიტროპოლიტ დანიელის წარდგენით, დააჯილდოვეს გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. დღეისათვის არის სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების, სოფელ ჩიხის წმ. სამებისა და სოფელ ორღულის წმ. გიორგის ტაძრების წინამძღვარი. 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.05.2026
ბოლო რედაქტირება 19.07.2026
სულ რედაქტირებულია 1




კირვალიძე - გვარის 5 ღვთისმსახური

1 0

დავით კირვალიძე 1968-1992წწ. გარდ. სოფ. მერკულა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი.

4 0

ჯემალ მიშას ძე კირვალიძე 1971-93წწ გარდ. 22 წლის სოფ. შრომა, აფხაზეთი დაბ. გულრიფში

2 0

კირვალიძე გიორგი, ძალოსნობა

2 0

1 0 3

იოსებ კირვალიძე ზაქარიას ძე გარდ. 1941-45წწ ომი დაბ. სოფ აკურა თელავი კახეთი

2 0

მიშა კირვალიძე ალექსის ძე გარდ. 1941-45წწ ომი დაბ. სოფ აკურა თელავი კახეთი

2 0

კირვალიძე შაქრია ვანოს ძე 1941-45წწ ომი დაბ. სოფ აკურა თელავი კახეთი

2 0

კირვალიძე მიხეილ ალექსის ძე 1941-45წწ ომი დაბ. სოფ აკურა თელავი კახეთი

2 0

კირვალიძე ილა დავითის ძე 1941-45წწ ომი დაბ. სოფ აკურა თელავი კახეთი

2 0

კირვალიძე ვანია ზაქარიას ძე 1941-45წწ ომი დაბ. სოფ აკურა თელავი კახეთი

2 0