არქიმანდრიტი იოანე (შენგელია) დაიბადა 1988 წლის 8 ოქტომბერს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ჭოღაში.
2006 წ. დაამთავრა ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლა.
2007 წ. მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვარმა , არქიმანდრიტმა ბენიამინმა (ბელქანია) შემოსა მორჩილის კაბით და უწოდა იოსები.
2010 წლის 23 აგვისტოს ამავე მონასტერში აღიკვეცა ბერად და ეწოდა იოანე.
2011 წლის 22 მაისიდან გახდა კაცხის სვეტის წმ. სვიმეონ მესვეტის სახელობის მამათა მონასტრის წევრი.
2013 წ. 3 მარტი ბერდიაკვნად ხელდასხმა.
2014 წლის 7 აპრილი მღვდელმონაზვნად კურთხევა.
2022 წლის 10 ნოემბერი იღუმენის ხარისხში აყვანა.
2024 წლის 23 მაისი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.
2023 წლის 15 დეკემბრიდან დაინიშნა კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად . ასევე მსახურობს ვაჭევის (ხერგულის) წმ. გიორგის სახელობის ტაძარში.
წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ. 39
მღვდელ-მონაზონი იოანე (შენგელია) დაიბადა1988 წლის 8 ოქტომბერს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ჭოღაში.
1995-2004 წლებში სწავლობდა სოფელ ჭოღის არასრულ საჯარო სკოლაში.
2004-2006 წლებში დაბა ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლაში დაასრულა სწავლა.
2004 წლიდან იყო დაბა ჩხოროწყუს წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში არის ეკლესიის მრევლის წევრი, მოძღვარი - მღვდელი ალექსანდრე თოლორდავა.
2007 წლის იანვრიდან იყო ღვთაების წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი. ამავე წლის 31 მარტს – ლაზარეს შაბათს – არქიმანდრიტმა ბენიამინმა (ბელქანია) შემოსა მორჩილის კაბით და უწოდა იოსები.
2010 წლის 23 აგვისტოს, მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტმა ბენიამინმა ღვთაების ანჩისხატის სახელობის ტაძარში შეასრულა ბერად აღკვეცის წესი და მას ეწოდა იოანე.
2011 წლის 22 მაისიდან ცხოვრობს კაცხის სვეტის წმინდა სვიმეონ მესვეტის სახელობის მამათა მონასტერში.
2012 წლიდან არის მონასტრის ეკონომოსი.
2013 წლის 3 მარტს, უძღები შვილის კვირის წირვაზე, მიტროპოლიტმა დანიელმა საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში ბერ-დიაკვნად დაასხა ხელი.
2014 წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, ნაგუთის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში მიტროპოლიტმა დანიელმა მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი.
ხელდასხმის შემდგომ მღვდელმსახურება დაევალა წმინდა სვიმეონ მესვეტის სახელობის მონასტერში და კაცხის წმინდა გიორგის
სახელობის ტაძარში რიგით მღვდელმსახურად.
ამჟამად ცხოვრობს მონასტერში და პარალელურად მსახურობს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.